როგორ მოვაწყოთ საოცნებო ოთახი: გააერთიანეთ ეს 10 დეტალი სხვადასხვა ქვეყნიდან

კითხვაზე, საჭიროა თუ არა პატარა ბინაში იზოლირებული საძინებელი, ადამიანების უმეტესობა დადებით პასუხს გასცემს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა რა ზომისაა ოთახი, მთავარია, იგი იზოლირებული იყოს. თუმცა, მცირე ზომის საძინებლის მოწყობისას მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით: სად განათავსოთ კარადა, საჭიროა თუ არა ტუალეტის მაგიდა, საკმარისია თუ არა ერთი ჭაღი. უცხოელი ექსპერტები ყველა ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს და გთავაზობთ რამდენიმე იდეას, თუ როგორ მოაწყოთ ოცნების საძინებელი პაწაწინა ოთახში.

1. იდეა რუსეთიდან: ფუნქციური ფანჯრის რაფები

საძინებლის მოწყობისას უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ პრაქტიკული კომპონენტი, არამედ ატმოსფეროც, რომელიც საძინებელში იბატონებს. ოთახი საჭიროა არა მხოლოდ ძილისთვის, არამედ საღამოს რელაქსისთვის, ამიტომ უნდა იზრუნოთ კომპაქტური ლაუნჯ-ზონის მოწყობისთვის. იმისათვის, რომ ოთახის ძვირფასი კვადრატული მეტრები მასიური სავარძლებით არ დაიკავოთ, ამ მიზნისთვის ფანჯრის რაფა გამოიყენეთ. მნიშვნელოვანია, რომ ის საკმარისად ფართო იყოს და ადამიანის წონის ატანა შეძლოს. თუ მის საიმედოობაში ეჭვი გეპარებათ, ფანჯრის რაფის ქვეშ მოათავსეთ თაბაშირის ან ხისგან დამზადებული საყრდენი, ამის შემდეგ კი მასზე პლედი და ბალიშები დაალაგეთ და განიტვირთეთ თქვენივე ხელით შექმნილ სარელაქსაციო ზონაში.

2. იდეა ავსტრალიიდან: ჩამოსაკიდი სანათები ადგილის ეკონომიისთვის

სამწუხაროდ, პატარა საძინებელი საშუალებას არ იძლევა ოთახში საწოლის ტუმბოები განათავსოთ, რაც ნიშნავს, რომ მაგიდის სანათებზეც უარის თქმა მოგიწევთ. ამ საკითხში ჩამოსაკიდი სანათები დაგეხმარებათ. თუ მასშტაბური სამუშაოებისთვის არ ხართ მზად, აირჩიეთ მოდელები გარე გაყვანილობით – მათ აქვთ გარკვეული ხიბლი და ინდუსტრიული სტილის ნოტები. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი – საწოლის თავთან სანათის დამაგრება მომჭერებით. შეიძინეთ მომჭერები რეზინის შიდა ფენით, რომ კარკასი უნებურად არ დააზიანოთ.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვეულებრივი გირლანდებით – ის მინიმალურ ადგილს იკავებს, მაგრამ ამასთან შესანიშნავად უმკლავდება ღამის სანათის ან შუქის დამატებითი წყაროს ფუნქციას. უმჯობესია აირჩიოთ ვარიანტები დიდი ნათურებით, რომლებსაც ბინის ან ნაძვის ხის დეკორისთვის იყენებენ.

3. იდეა კანადიდან: მაქსიმალურად გამოიყენეთ კედლები

საძინებელში კედლები ხშირად ცარიელი რჩება. მაგრამ სულ ტყუილად – პატარა ოთახებში თითოეული კვადრატული მეტრი ძვირფასია. თუ თქვენ არ გაქვთ ადგილი წიგნების, ტანსაცმლის, სუვენირების, კოსმეტიკის, სამკაულების შესანახად, გამოიყენეთ კედლების ვარიანტი. მოიფიქრეთ, სად იქნება უკეთესი თაროების და კარადების ჩამოკიდება, რათა ისინი ერთდროულად ფუნქციურიც იყოს და ხელსაც არ გიშლიდეთ. გსურთ გამოიყენოთ თაროები დეკორის ნაცვლად? მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ჩარჩოში ჩასმული ფოტოგრაფიები და ლამაზ ქოთნებში ჩარგული პატარა ოთახის მცენარეები ძალიან ლამაზი იქნება.

სხვათა შორის, თქვენ შეგიძლიათ გარდერობიც კი მოაწყოთ – აიღეთ ეს იდეა მაგალითად, თუ საძინებელში კარადისთვის ადგილი არ გყოფნით.

4. იდეა იტალიიდან: ორიგინალური საწოლის თავი

თუ პატარა ვიწრო საძინებლის “ბედნიერი” მფლობელი ხართ, მთავარი ამოცანაა შესანახი სისტემების მოწყობა. ამაში დაგეხმარებათ საწოლის თავზე არსებული სიცარიელე. მაგალითად, შეგიძლიათ იგი სხვადასხვა სიმაღლის დაფებისგან გააკეთოთ და შემდეგ მათზე პატარა თაროები, კაკვები, დამჭერები და სხვა ელემენტები დაამაგროთ, რომლებიც წვრილმანების მოსახერხებელი შენახვისთვის გამოიყენება.

რჩევა: საწოლის თავი შეგიძლიათ სწორად გამოიყენოთ არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა მხრიდანაც. იმისათვის, რომ საკუთარ თავს სასარგებლო შენახვისთვის კიდევ რამდენიმე სანტიმეტრი აჩუქოთ, უბრალოდ საწოლი კედლიდან დააშორეთ.

5. იდეა ესპანეთიდან: რადიატორი შენახვისთვის

შესანახი სისტემების თემის გაგრძელებისას, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ადგილი რადიატორის ირგვლივ. უმეტეს შემთხვევაში, ის ფანჯრის ქვეშ არის დამონტაებული, ფანჯრის რაფას კი იყენებენ წიგნების, სუვენირების, საკანცელარიო ნივთების, კოსმეტიკის და წვრილმანი ნივთების განსათავსებლად, რომლებისთვისაც არ იყო საკმარისი ადგილი ტუმბოზე ან თაროებზე. მაგრამ რა ხდება, თუ ბატარეა კედელზეა დამონტაჟებული, ზემოდან კი ფანჯრის რაფა არ არის, რომლის გამოყენებაც შეიძლება? ამ შემთხვევაში, ესპანელი დიზაინერები გირჩევთ მოაწყოთ ყალბი ფანჯრის რაფა: ასე მიიღებთ დამატებით თაროს. და როგორ გამოიყენებთ მას, ნივთების შენახვისთვის თუ დეკორისთვის – თქვენი გადასაწყვეტია.

6. იდეა საფრანგეთიდან: ღია შესანახი სისტემა ტანსაცმლისთვის

ფრანგ ქალბატონებს არ უყვართ თავიანთი გარდერობის დამალვა – ისინი ყოველთვის ათავსებენ სამოსს ღია შესანახ სისტემებში. ჩვენთვის ეს იდეა შესაძლოა ცოტათი უცნაური ჩანდეს, მაგრამ თუ საძინებელში არ არის ადგილი არა მხოლოდ კარადის, არამედ პატარა კომოდისთვისაც კი, დიდი არჩევანი არ არის. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი: მოაწყეთ ღია გარდერობი, განათავსეთ ლითონის რელსები ან გამოიყენოთ ჩვეულებრივი კედლის კაკვები. ამ იდეათაგან ნებისმიერი დაგეხმარებათ არა მხოლოდ ადგილის დაზოგვაში, არამედ საძინებელში პარიზული შიკის დასამატებლად. რაც შეეხება საწოლის თეთრეულსა და პირსახოცებს, ისინი შეგიძლიათ შეინახოთ სააბაზანო ოთახის კარადაში ან საწოლში ჩასმულ უჯრებში.

7. იდეა გერმანიიდან: ზონებად დაყოფა

გერმანელები ახერხებენ საძინებელში მინი-კაბინეტის მოწყობას მაშინაც კი, თუ ოთახი პატარა კარადას ჰგავს. როგორ? ზონირებისთვის ავეჯის გამოყენებით. ბერლინის ერთ-ერთ პროექტში გადასატიხრად შეირჩა ვიწრო კაბინეტი, კედლები კი კაბინეტის ზონაში კონტრასტულ ფერში შეღებეს, რათა იგი დანარჩენი სივრცის ფონზე გამორჩეული ყოფილიყო. იმისათვის, რომ საზღვარი უფრო საფუძვლიანი ყოფილიტო, დიზაინერებმა იგი გაამწვანეს: ის კარადიდან ჩამოდის და ერთგვარი გამყოფის როლს ასრულებს.

8. იდეა ჩინეთიდან: წვდომის წერტილები

თუ ბინაში მეორე ნახევართან ერთად ცხოვრობთ, საწოლთან მისასვლელი ორივე მხრიდან ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა არავინ იგრძნოს უხერხულობა. თუმცა მათ, ვისაც მარტო სძინავთ, შეუძლიათ ამ წესის უგულებელყოფა პირადი კომფორტის სასარგებლოდ. როგორ განვათავსოთ დანარჩენი ავეჯი? – გთავაზობთ გამოიყენოთ ჰონგკონგის დიზაინერების იდეები – მოსახერხებელი შენახვისთვის, მათ კედლების გასწვრივ დაამონტაჟეს კარადები, ორადგილიანი საწოლი კი ჰარმონიულად ჩაჯდა მთელს ოთახში და დარჩენილი სივრცე დაიკავა.

იდეა შვეიცარიიდან: გამჭვირვალე დანაყოფი კედლის ნაცვლად

სკანდინავიის ქვეყნებში ძალიან უყვართ ვრცელი, ნათელი ოთახები, ამიტომ ხშირად ამბობენ უარს კედლებზე, რომლებიც მთელ სივრცეს ერთ ოთახში აერთიანებენ. თუ მარტო ცხოვრობთ ან კონფიდენციალურობა თქვენთვის მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ტექნიკა და კედლების ნაცვლად შუშის დანაყოფები გამოიყენოთ. ასე საძინებელი ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდება და არაფერი მოახდეს ზეწოლას. ან გადაკედლვისთვის მაღალი კარადა გამოიყენეთ. ის ერთდროულად ორ კურდღელს მოკლავს “იზრუნებს” ნივთების შენახვაზე და თქვენთვის პირად სივრცეს შექმნის.

იდეა დანიიდან: თვითგამოხატვა ტექსტილის საშუალებით

ნებისმიერი ოთახის ინტერიერში ძალიან დიდ როლს თამაშობს დეკორი. ამ სიტყვებში ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ნახატებს, ფოტოებს, სტატუეტებს, სარკეებს, არამედ ტექსტილსაც. ხალიჩები, ბალიშები, ფარდები, პლედები – ეს ნივთები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სიტუაციის შეცვლას რამდენიმე წუთში, არამედ ოთახს სასურველ სითბოს და სიმყუდროვეს შესძენს. ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ საწოლის თეთრეულით. დანიაში ხშირად იყენებენ ამ მაგალითს საძინებელ ოთახში განწყობის მრავალფეროვნებისთვის. თეთრეული ნახატებით სრულიად გარდაქმნის ოთახის ვიზუალს.