5 უახლესი დიზაინერული იდეა, რომლებიც სახლში სრულყოფილ კომფორტს გვპირდება

პროგრესი ერთ ადგილას არ დგას და მათთან ერთად იცვლება სახლის ნივთებიც. ისინი უფრო ფუნქციურები და „ჭკვიანები“ ხდებიან. კომფორტიც ახალ დონეზე ადის. გარემოს ოპტიმიზაციის ტექნოლოგიები სრულყოფილებამდე მიდის და ისინი უფრო აქტიურად ერთვებიან ჩვენს ცხოვრებაში. მოდით ვნახოთ რა გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ დიზაინერები მაქსიმალურად მოხერხებული სახლის მოსაწყობად.

1. Stow Fitness

კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის გვიწევს ვესტუმროთ სპორტულ კლუბებს, რადგანაც პატარა ბინაში ტრენაჟორების დადგმა შეუძლებელია. ამერიკულმა სტარტაპმა Stow Fitness ვარჯიშის მოყვარულებს საინტერესო გადაწყვეტილება შესთავაზე, რითიც დროის და ადგილის ეკონომიას გასწევთ. კომპანიამ გააერთიანა სავარძელი და ფიტნეს-მოწყობილობა. მათ შეიმუშავეს ორი მოდელი Spin Bike ველოტრენაჟორით და Weight Bench მრავალფუნქციური სკამით. გარეგნულად სავარძენი ჩვეულებრივ რბილ ავეჯს ჰგავს, მაგრამ შიგნით ვარჯიშისთვის საჭირო აღჭურვილობა კომპაქტურად დევს. ტრანსფორმაცია რამდენიმე წუთს საჭიროებს.

2. Hidden Vision

თანამედროვე ტელევიზორების პანელები დიდ ადგილს არ იკავებენ, განსაკუთრებით კედელზე. თუმცა, ვისთვისაც ინტერიერის ესთეტიკა მნიშვნელოვანია, ოთახში მუდამ დიდი ეკრანის ხივლა არ მოსწონს, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორს თავადაც უყურებს. ამერიკულმა კომპანიამ HVTV mounts, სპეციალური მოწყობილობა შეიმუშავა, რომელიც ტელევიზორის დამალვაში დაგეხმარებათ.

მის ერთ მხარეს ეკრანია, მეორე მხარეს კი ინტერიერის ელემენტი, რომელიც მას დამალავს: ფოტო, ნაქარგი ან სარკე. ყველა სადენი დამალულია და მისი მოტრიალება ხელით ან პულტით შეიძლება. კონსტრუქცია პრაქტიკული, თუმცა ძვირადღირებულია.

3. Bumblebee spaces

ავეჯის ინდუტრია თვალსა და ხელს შუა იცვლება და მუდამ ეძებს გარემოს ოპტიმიზაციის ახალ იდეებს. კომპანია Bumblebee spaces-მა ორიგინალური მოდულის სისტემა შეიმუშავა, რომელიც საწოლს და ნივთების შესანახ უჯრებს ჭერში აერთიანებს. მსგავსი მიდგომა ოთახს არ დატვირთავს. საჭირო ნივთი ჭერიდან ხმის ბრძანებით ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით ავტომატურად ჩამოდის.

4. Hidealoo

კომპანია Hidealoo მოძრავი სანტექნიკის უჩვეულო კონცეფციას გვთავაზობს, რომელიც ადგილის ეკონომიას გაგაკეთებინებთ. ნიჟარის ქვეშ კარების გამოღების შემთხვევაში გარეთ უნიტაზი გამოდის.  სანიაღვრე ტუმბოშია, მის წინა პანელზე კი ჩარეცხვის ღილაკი. კონსტრუქცია საიმედოობით გამოირჩევა, კარები დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს. ეს კონცეპტი დაგეხმარებათ ადგილის და ფინანსების ეკონომიაში. კომპანიის კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება კედელში დამალული უნიტაზია, რომელიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოდის.

5. Sobro

რა შეუძლია ჟურნალების მაგიდას? მხოლოდ ინტერიერის გაფორმება და წიგნებისთვის, გაჯეტებისთვის, სანათურებისა თუ სხვა ნივთებისთვის ადგილის გამოყოფა. აი ეს ჟურნალის მაგიდა კი მრავალფუნქციურია: ის უკრავს მუსიკას, ტენის მოწყობილობებს, აცივებს სასმელებს და რთავს ღამის განათებას. ის ასევე ჩვეულებრივ ფუნქციებსაც ასრულებს: გამოიყენება ნივთების შესანახად და ელეგანტური დიზაინის წყალობით ნებისმიერ ინტერიერს უხდება. მსგავსი მაგიდის მეშვეობით დროს კომფორტულად გაატარებთ, რადგანაც ყველაფერი საჭირო ხელთ გექნებათ. მათი მართვა სენსორული პანელის მეშვეობით შეიძლება.