მისტიკური სოფელი ჩინეთში: მეთევზეთა მიტოვებული დასახლება დღემდე იზიდავს ტურისტებს

მიტოვებული სოფელი ან ქალაქი მისტიკურ იერსახეს იღებს. ასეთია ერთი ჩინური სოფელიც, რომელიც ადრე მეთევზეებმა მიატოვეს. თუ მაშინ ქვის სახლები არანაირ ინტერესს არ იწვევდნენ, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ის პოპულარულ ღირსშესანიშნაობად იქცა.

გასული საუკუნის შუაგულში, შენგსის არქიპელაგზე არსებული დასახლება ჰოუთოუვანი, დიდი დასახლება იყო. ერთ დროს იქ ორი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, გააჩნდა ცოცხალი პორტი და იყო ბაზა ზღვის პროდუქტების მოპოვებისთვის.

მაგრამ, დადგა კრიზისი, სათევზაო საქმიანობამ დროებითი კრახი განიცადა და ადგილობრივებმა ეს ლოკაცია სამუდამოდ მიატოვეს. მას შემდეგ ეს ადგილი მიტოვებული გახდა.

რამდენიმე წლის განმავლობაში შენობების ფასადებზე მცენარეები გაიზარდნენ და ისინი ბრწყინვალე არტ-ობიექტებად აქციეს. ეს ადგილი თითქოს მწვანე ტროპიკულ ზონად იქცა და ბუნებამ მთელი ტერიტორია მოიცვა.

კუნძული სადაც სოფელი ჰოუთოუვანია განლაგებული, ტენიანი ჰაერით და სტაბილური ტემპერატურით (+16 გრადუსით) ხასიათდება, რაც იდეალურ პირობებს ქმნის მცენარეების გაზრდისთვის.

ყველა სახლი ახლა მოგზაური ეკოტურისტების ყურადღებას იქცევს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ოჯახი დღემდე სტუმრობს თავის ძველ სახლს და ტურისტებზე წყალს ყიდის.

კუნძულს არამხოლოდ უბრალოდ ლამაზი სურათების მოყვარული ადამიანები, არამედ პროფესიონალი ფოტოგრაფები და მეთევზეებიც სტუმრობენ. აქ მდიდარი სათევზაო ზონაა და დროთა განმავლობაში მათი პოპულაციაც გაიზარდა.

თანამედროვე ადამიანი იმდენად მიეჩვია ცნობილ ტურიტულ მიმართულებებს, რომ ახლა ბევრი ცდილობს არაორდინალური მოგზაურობა დაგეგმოს, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაუტოვებს. მათთვის, ვისაც ექსტრიმი და თავგადასავლები ხიბლავს, ეს ადგილი ნამდვილად მოეწონება.