მოათავსეთ პოლიეთილენის პარკი სარეცხის მანქანაში და სასურველ შედეგს პირველივე ცდზე მიიღებთ

დღეს ჩვენი რედაქცია ერთგულ მკითხველებს გაგიზიარებთ რჩევებს სარეცხ მანქანასთან დაკავშირებით, რომლებიც ნებისმიერ დიასახლისს გამოადგება. ნუ გაიმეორებთ ყველაფერს, რასაც სოციალურ ქსელებში კითხულობთ, რადგან მათი უმრავლესობა შეიძლება ზიანის მომტანი იყოს როგორც თქვენი სარეცხი მანქანის, ისე თქვენთვის საყვარელი სამოსისა და ტექსტილისთვის.

როგორ გავზარდოთ ექსპლუატაციის ვადა

უპირველეს ყოვლისა, არ ჩადოთ მანქანაში ცელოფნის პაკეტები და არ გაავსოთ იგი ნარჩენებით. ჩვეულებრივ, მოწყობილობებს აქვთ საგარანტიო ვადა, სარეცხი მანქანების შემთხვევაში კი ეს მინიმუმ 5 წელია. შემდეგ გარდაუვალია ბუნებრივი პრობლემები, გამათბობელ ელემენტებზე წარმოიქმნება ნადები, ხდება გაჭედვები. აი, რამდენიმე რჩევა, როგორ სცადოთ ამ შეუცვლელი მოწყობილობისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება.

1. ბარაბანის შევსებამდე, აუცილებლად შეამოწმეთ ჯიბეები, თეთრეულის კუთხეები და ყველაფერი რაშიც შეიძლება წვრილმანი ნივთები და მტვრის ნამცეცები იყოს. ყველაფერი ეს შეიძლება გახდეს გაჭედვის მიზეზი, რაც, თავის მხრივ გააუარესებს მანქანის მუშაობას ან გამოიწვევს მის გაფუჭებას.

2. დატოვეთ მანქანის კარი ღია, რათა რეცხვის შემდეგ მანქანა გაშრეს, ეს ხელს შეუშლის ნადების და ობის ფორმირებას. შეამოწმეთ სადრენაჟე სისტემა და სადრენაჟო ტუმბოს ფილტრი, სწორედ აქ არის უსიამოვნო სუნის წარმოქმნის კერები.

3. ნუ “გააჭენებთ” მანქანას, რომ მან საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოაჩინოს. თუ ზომიერი ტემპერატურის რეჟიმი საშუალებას გაძლევთ ნორმალურად გარეცხოთ ნივთები, მაშინ არაფერში გჭირდებათ დამატებითი ენერგიის დახარჯვა, წყლის გათბობა ადუღებამდე და ამით ნადების ფორმირების პროვოცირება.

სარეცხი მანქანების შეცდომების კოდები

თუ ისე მოხდა, რომ ცელოფნის პარკით რეცხვის შემდეგ თქვენ არა მხოლოდ ტანსაცმელზე გაჩენილი ფერადი ლაქები გაშინებთ, არამედ ვეღარ ახერხებთ მანქანის ჩვეულ რეჟიმში ჩართვას, იცოდეთ – ყველაზე ცუდი რამ მოხდა. ინდიკატორებზე ანათებს უცნობი OE და ეს სხვა არაფერია, თუ არა შეცდომების კოდი.

ასეთი კოდი მაშინ ჩნდება, როდესაც მანქანის ავტომატიზაცია თავად აფიქსირებს პრობლემას. ზოგჯერ პრობლემასთან გამკლავება თავადაც შეგიძლიათ. მაგალითად, წყლის დრენაჟის სისტემის გაწმენდით. მაგრამ ზოგჯერ ეს კომპიუტერის მსგავსადაა – Fatal error. შეხედეთ სარეცხი მანქანების პოპულარული მოდელების კოდების ცხრილს და მიიღეთ გადაწყვეტილება როგორ მოიქცეთ: ან დამოუკიდებლად უნდა გახსნათ მოწყობილობა, ან ხელოსანი უნდა გამოიძახოთ.

როგორ გავრეცხოთ სარეცხ მანქანაში სხვადასხვა ნივთები

თქვენ უკვე იცით, რომ თეთრი ქსოვილები თეთრ ნივთებთან ერთად ირეცხება, ფერადი კი ფერადთან. თუ ეჭვი გეპარებათ, რომელი პაკეტი უნდა ჩადოთ მანქანაში, მაშინ თეთრ თეთრეულში თეთრი პაკეტი ჩადეთ, ფერადში კი ფერადი. კარგი, ეს უბრალო ხუმრობა იყო. სინამდვილეში, სარეცხი მანქანის მეპატრონეები ხშირად ჩივიან, რომ მათი აპარატი ძალიან უხეშია რბილ ნივთებთან ან, პირიქით, სათანადოდ არ რეცხავს მათ.

ასეთი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა უბრალოდ ისწავლოთ თქვენი მანქანის შესაძლებლობები და ტანსაცმლის ვარგისიანობა ამა თუ იმ ტიპის რეცხვის დროს. ხელსაწყოთა დაფაზე ხომ გარკვევით წერია “მატყლი”, “სინთეტიკა” და ა.შ. იპოვეთ ტანსაცმელზე მარკა, სადაც რეცხვის პირობები არის მოცემული. ამ ცხრილის გამოყენებით შეგიძლიათ გაიგოთ, რა მოუხერხოთ სხვადასხვა ქსოვილს. იქ დაუთოების შესახებაც არის ნახსენები.

უყურეთ ამ ვიდეოს, რომელმაც ჩვენში ნამდვილი აღტაცება გამოიწვია. თავდაპირველად ჩვენც ვერაფერი გავიგეთ. ჩვენ არაფერს გაძალებთ, თუ თვლით, რომ პაკეტი ეფექტურია, დროა მიმართოთ ამ მეთოდს.