რომელი მცენარით დავამშვენოთ სამზარეულოს ზედაპირი

გაღვივებული მარცვლეული ორგანიზმს სასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით ამდიდრებს. ისინი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და სხეულიდან გამოდევნის ტოქსინებს. საკვების სახით მისაღებად უმჯობესია მიირთვათ გაღვივებული მარცვლეული, რომლებიც 1-3 დღისაა. გაღვივებული მარცვლეული შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 5 დღის განმავლობაში და ყოველ ჯერზე მცირე ულუფებად მოამზადოთ. მარცვლეული სხვადასხვა გზით ღვივდება: მიწაში, ბოთლში ან მარლაზე.

ხორბლის გაღვივებული მარცვლეული

დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ აღმოაცენოთ ბალახი ხორბლის მარცვლეულისგან, რომლებიც ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ წვნიან კერძებს, სალათებს და ღვეზელებს. და კიდევ, ეს მწვანილი გახდება დეკორაცია თქვენი სამზარეულოს ფანჯრის რაფაზე. ზოგადად, სამზარეულოში მწვანილის გაზრდა ძალიან კარგიიდეაა, წელიწადის ნებისმიერ დროს სახლში გექნებათ ახალი ოხრახუში, კამა, სელის ან სხვა თესლის ნორჩები მრავალეროვანი კერძებისთვის.

დაგჭირდებათ

  • ხორბლის მარცვლეული
  • თხელი თეფში ან ქოთანი
  • წყალი
  • პატარა პირსახოცი

1. კარგად გარეცხეთ ხორბლის მარცვლეული და მთელი ღამით წყალში გააჩერეთ.

2. მომდევნო დღეს მარცვლეული გამდინარი წყლით გარეცხეთ.

3. ხორბლის მარცვლები სქელ ფენად განათავსეთ თეფშზე ან ბრტყელ ქოთანზე პერფორაციით.

4. კარგად ჩაალბეთ წყალში სუფთა პირსახოცი და ხორბლის მარცვლებით სავსე ჭურჭელს გადააფარეთ. გააჩერეთ მარცვლეული ასეთ მდგომარეობაში მთელი დღე-ღამის განმავლობაში.

5. მომდევნო დღეს ხორბალი წყლით გაავლეთ, კვლავ ჩაალბეთ პირსახოცში და მთელი ღამის განმავლობაში გააჩერეთ. შეამოწმეთ, ხორბალში დაზიანებული მარცვლები ხომ არ არის, თუ არის – ამოარჩიეთ და გადაყარეთ.

6. მესამე დღეს უკვე დაინახავთ აღმოცენებულ მწვანე ღეროებს, არ დაგავიწყდეთ მათი ჩალბობა პირსახოცში და ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი არ გამოშრეს.

7. მე-5 მე-7 დღეს ბალახი უკვე საკმაოდ გაზრდილი იქნება და შეძლებთ მის გამოყენებას კერძებში. დაუმატეთ სალათებში, გააკეთეთ წვენი. განაგრძეთ ბალახის მორწყვა და იგი კარგად განათებულ ადგილას დადგით.

ეს ძალიან მარტივი მეთოდია მარცვლეულის გასაღვივებლად. ზოგიერთი ხორბლის მარცვლებს მიწაში აღვივებს: მოქმედება იგივეა, უბრალოდ მარცვლეული მიწის თხელ ფენაში ვრცელდება და ღვივდება. თუ ხორბლის მარცვლებს სილამაზისთვის ზრდით, ასეთი მეთოდიც გამოგადგებათ.

ამბობენ, რომ მიწაში გაზრდით ბალახს მიწის გემო დაჰყვება, ამიტომ უმჯობესია ხორბალი მიწის გარეშე გაზარდოთ. ასევე შეგიძლიათ სცადოთ ნედლი წიწიბურის, ბარდის, ბრინჯის გაზრდაც.