საიდან გაჩნდა საბჭოთა ხალიჩებზე ყველასათვის ნაცნობი ორნამენტები

ყველას გვახსოვს იატაკზე გაფენილი ან კედელზე ჩამოკიდებული საბჭოთა ხალიჩები უცნაური დეტალებით. იმ დროის ტრენდი რამდენიმე საიდუმლოს მალავდა.

საბჭოთა კავშირში ხალიჩებს დიდი დატვირთვა ენიჭებოდა. პირველ რიგში ისინი ცვლიდნენ შპალერს და პარკეტს, რომელიც მაშინ რთული საშოვნელი იყო. მეორე რიგში კი ასრულებდნენ თბოიზოლაციის როლს. ხშირად კიდებდნენ მათ საწოლთან. ამ გზით ხმაურისგან იზოლაციაც ხერხდებოდა.

საბჭოთა ხალიჩები უცნაური ორნამენტებით

ადრე მდიდრული ხალიჩის ქონა პრესტიჟულად ითვლებოდა. ისინი ჩამოჰქონდათ თურქმენისტანიდან და აზერბაიჯანიდან. კარგი ხალიჩა ოჯახის სიმდიდრეზე მიუთითებდა. ტრადიცია ფაქტობრივად აღმოსავლეთიდან დამკვიდრდა.

ბავშვობაში ალბათ თქვენც შეისწავლიდით ხალიჩაზე დატანილ ორნამენტებს. მიმართავდით ფანტაზიას და იგონებდით სასურველ ისტორიებს. მაგრამ არავინ იცოდა სინამდვილეში რას ნიშნავდნენ ეს ორნამენტები. ჰქონდათ მათ საიდუმლო აზრი თუ უბრალოდ ხალხური ფოლკლორი იყო?

არსებობდა სპეციალური კატალოგი, რომლის მეშვეობითაც სასურველ მოდელებს უკვეთავდნენ. იქ დატანილი იყო ორნამენტების მოკლე ახსნაც. რიგით მოქალაქეებს კატალოგთან წვდომა არ ჰქონიათ, ისინი გადამყიდველებისგან ყიდულობდნენ. შესაბამისად, არ იცოდნენ რას ნიშნავდა ხალიჩაზე არსებული კონკრეტული გამოსახულებები.

სომხურ ხალიჩებზე ხალხური მინიატურები იყო დატანილი. მთავარ მოტივს ლოტისის ყვავილი, ღერო და ფოთლები წარმოადგენდა. ეს ორნამენტი სიმდიდრის და გულუხვობის სიმბოლიზაციას ახდენდა. ამასთან, ლოტოსი – სრულყოფილების სიმბოლოა, რომელიც მშვიდობას და სიწყნარეს გამოხატავს.

იდუმალი რომბები – თურქული ხალიჩები გაფორმებული იყო რომბებით. რომბი – ეს სიცოცხლის წყაროა, ძალის და უსაფრთხოების სიმბოლო. რომბის გარდა, გავრცელებული იყო მედალიონიც. მედალიონი – ეს ხალიჩის ცენტრში არსებული გულია. ის იყო წრე ან რომბი. მას რთავდნენ ყვავილებისგან და მზის დისკოსთან ასოცირდებოდა.

ხალიჩებზე არსებული ყველა სურათი ტრადიციული იყო. ისინი საბჭოთა კავშირის მაცხოვრებლებს არ მოუფიქრებიათ.

ორნამენტების კლასიფიკაცია

ხალიჩები შეგვიძლია 3 ჯგუფად გავყოთ: მცენარე, ცხოველი და გეომეტრიული ფიგურები. ელემენტების უმრავლესობა თილისმის როლს ასრულებდა და სახლში ბარაქა შეჰქონდა.

ხანდახან ხალიჩებზე დაინახავდით ლარნაკს ყვავილებით – ეს ამაღლებული სიყვარულის სიმბოლო იყო.

რაც შეეხებათ ცხოველებს, ცხვარი და ვერძი აღმოსავლელი ერების მომთაბარე ცხოვრების სტილს გამოხატავდა. იშვიათ შემთხვევაში ნახავდით არწივს ან მამალს, როგორც სამეფო ძალაუფლების და აღორძინების სიმბოლოს.

გეომეტრიული ფიგურები ასევე გამოხატავენ ბუნებას, მაგრამ სქემატურად. იშვითად გამოიყენებოდნენ ისინი მედალიონის შესავსებად. ხშირად შეხვდებოდით ხაზებს სპირალურად. ეს უსასრულობის ნიშანი იყო.

ყველა ადამიანს შეუძლია ამ ორნამენტებში რაღაც განსხვავებული დაინახოს. მაგრამ, ვკითხულობთ წინაპრების და წარსული ისტორიების ნიშნებსაც. სწორედ ამიტომაა ხალიჩა ტრადიციული აზრის მატარებელი. ისინი მოდაში კვლავ ბრუნდებიან და ინტერიერს გაცილებით ორიგინალურს ხდიან.

რამდენიმე რჩევა:

  • ხალიჩისა და მისი ორნამენტების ხაზები ოთახის ინტერიერის საერთო ხაზებს უნდა დაუკავშირდეს.
  • უმჯობესია, აირჩიოთ ნეიტრალური ფერები და მონოქრომული შეთანხმებები. ასე ხალიჩა ნაკლებად თვალშისაცემი იქნება.
  • რეკომენდებულია ხალიჩის გამოყენება ერთი ზონის გამოსაყოფად. მაგალითად საწოლთან დაკიდება, რომლის უკანაც სამუშაო მაგიდაა.

ხალიჩას ნებისმიერი ინტერიერის მორთვა შეუძლია. ის მოუხდება ლოფტსაც, თანამედროვე და კლასიკურ დიზაინსაც. ხალიჩას სახლში სიმყუდროვე და გასული საუკუნის ნოსტალგია შემოაქვს. მიმართეთ ექსპერიმენტს და აქციეთ ის ბინის გამორჩეულ დეტალად.ა