მოგება არაფერ შუაშია: რატომ ჭარბობს ვიტრინებში იმპორტული პროდუქტი

საიდუმლო არ არის, რომ სამყაროში სიტუაცია ახლა ძალიან არასტაბილურია და ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო საზღვრები ჩაკეტილია. მიუხედავად ამისა, მაღაზიებში საქონლის არჩევანი საკმაოდ ფართოა, დახლები კი ეგზოტიკური ხილ-ბოსტნეულითაა გადატენილი.

მაშ როგორ ხდება, რომ თქვენს სუფრაზე შეგიძლიათ ნახოთ ინდური ბრინჯი, ეკვადორის ბანანი და თუნდაც თურქული პომიდორი, მაგრამ შენ თვითონ არ გაქვს უფლება ივარჯიშო უახლოეს სპორტდარბაზშიც კი? პასუხი არსებობს, და სინამდვილეში ის საკმაოდ ნათელია.

საქონლის არჩევანი მაღაზიაში

ლოჯისტიკა

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ადამიანები ძირითადად პროდუქტებს სახლის მახლობლად მდებარე მაღაზიებში ან ადგილობრივ ბაზრებზე ყიდულობდნენ. ამ სავაჭრო წერტილებს მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტის შეთავაზება შეეძლოთ, რომლებიც გაიზარდა და იწარმოებოდა მაქსიმუმ რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში.

ჩვენს დროში კი, მცირე ხაზის სუპერმარკეტსაც კი შეუძლია საქონლის ფართო არჩევანი შემოგთავაზოთ. საქმე იმაშია, რომ ახლა მუშაობს მიწოდების ცენტრალიზებული სისტემა, რაც შესაძლებელს ხდის საქონლის შემოტანას მთელი მსოფლიოდან, რადგან ისინი ძალიან დაბალ ფასად იყიდება.

ასეთი მოხერხებულობისთვის საფასური უზარმაზარი მანძილი და ხანგრძლივი ტრანსპორტირებაა, რომლითაც ყველა პროდუქტმაუნდა იმოგზაუროს, სანამ ჩვენს მაცივრამდე მოაღწევს. რადგან მთელ მსოფლიოში ხილისა და ბოსტნეულის ტრანსპორტირებისას ცდილობენ პროდუქტი არ გაფუჭდეს.

სავაჭრო ქსელების მარაგი

ნებისმიერი სავაჭრო ცენტრის საფუძველი მისი სადისტრიბუციო ცენტრებია. მათში შეგიძლიათ შეუკვეთოთ დიდი რაოდენობით საქონელი მაქსიმალურად დიდი ფასდაკლებით. სწორედ ასეთი ცენტრების წყალობით შეგიძლიათ დატკბეთ მაღაზიებში პროდუქტების მრავალფეროვნებით,რომლებიც დღეს სათანადოდ არ ფასდება.

სადისტრიბუციო ცენტრები იყენებენ ჭკვიან და უაღრესად მოქნილ მიწოდების სისტემას. თუ საქონლის მომწოდებელს პროობლემა შეექმნა, სისტემამაშინვე მოძებნის ალტერნატივას მინიმალური ფინანსური დანაკარგით. წუნდებული, ხანძარი და სხვა მიზეზები ვერ შეაჩერებს საქონლის მიწოდებას.

თუ ადამიანები დაიწყებენ რაიმე ტიპის საქონლის,მაგალითად, ტუალეტის ქაღალდის ან წიწიბურის ყიდვას, სისტემა ამ სიტუაციიდანაც იპოვის გამოსავალს. მაგალითად, ის დაიწყებს საქონლის შეძენას იმ მომწოდებლებისგან, რომლებიც ადრე დახურულ კაფეებსა და რესტორნებს ამარაგებდნენ.

საზღვრები

გადამზიდებისთვის სახელმწიფო საზღვრების ჩაკეტვა პრობლემას არ წარმოადგენს. ძირითადი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მთელს მსოფლიოში ინდუსტრიების უზარმაზარი რაოდენობა შეჩერებულია.

არსებობს გარკვეული მარაგის ლიმიტი 3-4 თვეში, რაც საკმარისია სუპერმარკეტების დახლების შესავსებად და ხალხის საკვებით მოსამარაგებლად. ამ დროის გასვლის შემდეგ, გარდაუვალია მაღაზიების საჭირო პროდუქციით უნზრუნველყოფასთან დაკავშირებული დიდი, გლობალური პრობლემები და შედეგად, ფასების ზრდა და საქონლისა და მომსახურების არჩევანის და ხარისხის შემცირება.

გამოდის, რომ ხალხი ამაზე საერთოდ არ სწუხს. არ არის საჭირო მაღაზიებში ცარიელ დახლებზე ნერვიულობა და ყველაფრის შეძენა დაუფიქრებლად. თქვენ ცარიელ საწყობებზე უნდა ინერვიულოთ. ეს გაცილებით სერიოზულია.

შეჯამება

თუ ჩვენს გრძედებში საცალო ქსელებს შევხედავთ, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი თავიანთ ამოცანას კარგად უმკლავდებიან: დახლებზე საქონლის დიდი უმრავლესობა იგივე რაოდენობით დარჩა. ზოგიერთზე შეიძლება აქციები და ფასდაკლებებიც კი დაინახოთ. დეფიციტი საერთოდ არ არის. ეს ეხება როგორც შიდა, ასევე უცხოურ საქონელს.