ნუ იწამლავთ ორგანიზმს ქიმიით, თავად დაამზადეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება

იმისათვის, რომ ზედმეტად არ მოგიწიოთ მაღაზიაში წასვლა, ჩვენ უნივერსალური სარეცხი საშუალების გაკეთებას გთავაზობთ, რომელსაც თქვენს სამზარეულოში სადეზინფექციო ეფექტი ექნება. ეს დაგიზოგავთ ფულს და ხალხით გადავსებულ მაღაზიებში ხშირად გასვლაც აღარ მოგიწევთ.

ჩვენი რეცეპტი შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს: თავად პროდუქტის შექმნა და მისთვის სადეზინფექციო ეფექტის მიცემა. რადგან ყოველთვის არ არის საჭირო დეზინფექცია სამზარეულოს დასუფთავების ან ჭურჭლის დარეცხვისას.

სარეცხი საშუალება სადეზინფექციო ეფექტით

ინგრედიენტები

  • 100 გრ საყოფაცხოვრებო საპონი
  • 150-200 მლ ცხელი წყალი
  • 1 ჩ.კ. საკვები სოდა
  • 1 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი
  • 3 წვეთი ეთერზეთი ნებისმიერი არომატით

დამატებით

თქვენ დაგჭირდებათ

  • 4 წილი ეთილენის 70%-იანი სპირტი
  • 1 წილი გლიცერინი

მომზადების წესი

1. საშუალო ზომის სახეხზე გახეხეთ საპონი. თუ საპონი მაღალი ხარისხისაა და რბილია, გამოიყენეთ წვრილი სახეხი. სარეცხი საშუალების მომზადების პროცესი გაცილებით სწრაფად წარიმართება.

2. დაუმატეთ საპონს ცოტაოდენი ცხელი წყალი და ხელის სათქვეფით ათქვიფეთ.

3. თანდათან დამატეთ დარჩენილი წყალი და  ცოტაოდენი ეთერზეთი ჩააწვეთეთ, სანამ ფუმფულა კრემისებრ მასას არ მიიღებთ.

4. მასაში სოდა და მდოგვის ფხვნილი ჩაყარეთ. გააგრძელეთ აქტიური მორევა.

5. როდესაც მასა ერთგვაროვან ფერს მიიღებს, მას საკვები ცელოფანი გადააფარეთ და მთელი დღით დააყოვნეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ იგი პლასტმასის კონტეინერში დააფასოეთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ.

ძირითადი ნაწილი მზადაა.

6. შეურიეთ ეთანოლის სპირტი და გლიცერინი 4:1-ზე პროპორციით. ასეთი რაოდენობის საშუალებისთვის საკმარისია 40 გრ სპირტი და 10 გრ გლიცერინი. შეურიეთ იგი წინასწარ გაცხელებულ საპნის კრემში საუკეთესო ეფექტისთვის.

აი ასეთი მარტივი მეთოდით შეიძლება ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭიროთ: სამზარეულოც გაწმინდოთ და მიკრობებიც გაანადგუროთ. უბრალოდ წაუსვით საშუალება უხეშ სარეცხ ღრუბელს და საქმეს შეუდექით!

სხვათა შორის, სპირტისა და გლიცერინის ხსნარი შეგიძლიათ ანტისეპტიკურ საშუალებადაც გამოიყენოთ საპნიანი მასის გარეშე.