ორმა 9 წლის მოსწავლემ მასწავლებელს ინტერნეტის სადენი გადაუჭრა, დავალებები რომ არ გაეგზავნა

ეს მოხდა გასულ კვირა საღამოს, ალბაცეტეს მუნიციპალიტეტში, ესპანეთში. ორმა 9 წლის ბიჭმა, თანაკლასელებმა, მეზობლებმა და მეგობრებმა, სისრულეში მოიყვანეს სტრატეგიული გეგმა, გაეთავისუფლებინათ საკუთარი თავი და კლასელები ყოველდღიური ვალდებულებებისგან.

მასწავლებლის მისამართის გაგების შემდეგ და ქუჩაში ხალხის ნაკლებობის გამო, მათ დაადგინეს რომელ ქსელს იყენებდა მასწავლებელი და გადაჭრეს იგი. მაგრამ, მათდა საუბედუროდ, მასწავლებელი ფანჯრიდან უყურებდა ბავშვებს. “შემთხვევით გავიხედე და დავინახე ორი მოსწავლე როგორ ჭრიდნენ კაბელს ფასადიდან, არ ვიცი რა ჩაიფიქრეს, მაგრამ აშკარაა, რომ კარგი არაფერი”, – უთხრა მასწავლებელმა ადგილობრივ პოლიციას.

მშობლების მოსვლის შემდეგ, ბავშვებმა აღიარეს, “ინტერნეტის კაბელი იმიტომ გადავჭერით, რომ ის ძალიან ბევრ დავალებას გვიგზავნის”. მასწავლებელს არ სურდა ფაქტების გაშუქება მასშემდეგ, რაც მშობლები ზიანის გამოსწორებას დაჰპირდნენ.