როგორ მივიღოთ მაქსიმალური მოსავალი მიწის პატარა ნაკვეთზე: გამოცდილი მებაღის რჩევები

მიწის მცირე მონაკვეთზე წარმატების მიღწევა რთული სულაც არაა. ამ სტატიაში პროფესიულ გამოცდილებას გაგიზიარებთ.

გამოცდილი მებაღეების რჩევები:

მნიშვნელოვანია ნიადაგის შემადგენლობა: მასზეა დამოკიდებული მოსავლის ხარისხი. რაც უფრო ორგანულად მდიდარია ნიადაგი, მით უფრო კარგად განვითარდებიან ნერგების ფესვები. მკვებავი ნივთიერებების რაოდენობა ფესვების სისტემის ზომაზეა დამოკიდებული.

არაა აუცილებელი ტრადიციულ მეთოდებს მიმართოთ და აგარაკის დიდი ნაწილი მოიცვათ. გამოიყენეთ ვერტიკალური თხრილები, რომლებიც ნაკლებ ადგილს დაიკავებენ. ასე შეგიძლიათ გაზარდოთ კიტრი, ბარდა, გოგრა და პომიდორიც კი. საყრდენების სახით გამოიყენეთ შპალერი, ბადე…

ვერტიკალური მოშენების დროს მცირდება მოვლაზე დახარჯული დრო. ამ სახით ადვილად  გაარჩევთ მოსავალს. რადგანაც საყრდენი მცენარეს ოდნავ მაღლა წევს, მათ იშვითად ეყრებათ სოკოვანი დაავადებები.

მცირე ფართობზე კომფორტული ბაღის მოსაწყობად, გაყავით თითოეული ორმო, სიგრძითა და სიგანით 1.2 მ, 15 კვადრატულ ფართობზე (30სმx30სმ.) ასე თითოეულ ოთხკუთხედში სხვადასხვა კულტურას დარგავთ. მაგალითად 4 თავ სალათის ფურცელს, 9 ნერგ ლობიოს ან 16 ნერგ ბოლოკს.

ფართობის შემცირებისას დაზოგავთ შრომას და სასუქს.

რა დავრგოთ პატარა ბაღში?

მცირე ფართობზე დარგეთ ის, რისი მირთმევაც გიყვართ. არ აქვს აზრი დაუთმოთ ადგილი სასარგებლო თუმცა არასასურველ და თქვენთვის არასაჭირო პროდუქტს.

დარგეთ ბოსტნეულის სახეობები, რომლებიც მაღაზიაში ძვირი ღირს. ასე მიიღებთ სიამოვნებას მათი გაზრდის ცქერით და დაზოგავთ ფულს. ასევე დარგეთ ბარდა, ხახვი, ბოლოკი. ისინი ბევრ ადგილს არ იკავებენ და დიდხანს შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ასევე, გაზარდეთ ის, რასაც სუპერმარკეტში ვერ იყიდით – იშვიათი სახეობის ბოსტნეული და მწვანილი.

აღსანიშნავია, რომ ბოსტნეული მცირე მონაკვეთზეც კარგად თანაარსებობს ყვავილებთან და ხილის ხეებთან ერთად.

მაღალი ბაღის მოწყობა

მაღალი ნერგები კარგ შედეგს იძლევა. გაზარდეთ მიწაში სიღრმე იმაზე ორჯერ მეტად, ვიდრე აპირებდით. 50-60 სმ სიღრმეზე ქვევით და 7-24 სმ. სიმაღლეზე მიწის ზევით.

მნიშვნელოვანია ჩრდილი, რომელიც ახლო-ახლოს დარგული მცენარეებისგან იქმნება. შედეგად ნაკლებ სარეველას იღებთ.

თუ კლიმატი ხელს გიწყობთ, სეზონი ერთი კვირით ადრე დაიწყეთ და 1 კვირით გვიან დაასრულეთ. პირველი მცენარე შეგიძლიათ სათბურში დარგოთ, ან პოლიეთილენის მეშვეობით შეფუთეთ. ასე გაახანგრძლივებთ სეზონს.

გამოიყენეთ ეს რჩევები პრაქტიკაში და შრომის შედეგსაც მალე იხილავთ.

დაიმახსოვრეთ, აგარაკი არაა მხოლოდ სამუშაო ადგილი, სადაც მცენარეების გარშემო არსებულ ქაოსს უნდა დაემონოთ, აგარაკი პირველ რიგში არის ადგილი, სადაც უნდა დაისვენოთ და ცხოვრებით დატკბეთ.