კვლევა: ტელევიზორის წინ ან გაჯეტებთან ერთად ჩაძინება ასუქებს

თქვენი ფავორიტი სერიალის ყურებისას ჩაძინება შესაძლოა ძალიან განმტვირთავი იყოს, თუმცა ამას შეიძლება ნეგატიური ეფექტიც კი ჰქონდეს თქვენს ჯანმრთელობაზე. კვლევების მიხედვით ხელოვნური შუქის წინ დაძინებული ქალები გასუქების უფრო დიდი რისკის ქვეშ ხვდებიან. ნახეთ ყველაზე საინტერესო დეტალები ამ კვლევის შესახებ:

რა აღმოაჩინეს კვლევების დროს

კვლევაში 40 ათასი ქალი მონაწილეობდა. მათი ასაგი 35 წლიდან 74 წლამდე მერყეობდა. მეცნიერებმა მათი წონა გაზომეს კვლევის დაწყების წინ და შემდეგ მათ ცვლილებებს თითქმის 6 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ქალებს მოეთხოვებოდათ დაძინება სხვადასხვა სტილის განათების ფონზე. საკვლევ საკითხებს წარმოადგენდა ოთახის გარეთ ანთებული სინათლის ფონზე, ოთახში ანთებული ღამის განათების ფონზე და ტელევიზორის შუქის ფონზე დაძინების მეთოდები.

როგორც აღმოჩნდა, მცირე ღამის განათებას დიდი ეფექტი არ ჰქონდა, თუმცა განათების სხვა წყაროები სერიოზული პრობლემების გამომწვევი გამოდგა. ქალები, რომლებსაც ტელევიზორის წინ ან ოთახში ანთებული შუქის ფონზე ეძინათ, 17 პროცენტით უფრო დიდი ალბათობით იმატებდნენ 5 კილოს იმ ქალებთან შედარებით, რომლებსაც სიბნელეში ეძინათ.

რატომ მოიმატეს ქალებმა წონაში

ტელევიზორის შუქის ფონზე დაძინება თქვენ ბუნებრივ საათს აჩერებს. ეს პროცესი მოქმედებს თქვენს მეტაბოლიზმზე და ზრდის ჭარბწონიანობის, სისხლის მაღალი წნევის და სისხლში შაქრის დონის აწევის რისკს.

ხელოვნური განათება უფრო ნაკლები დროით ძილთანაა დაკავშირებული, რის გამოც უფრო მეტი დრო გაქვთ საჭმელად. გაზრდილი ენერგიის მიღება შეიძლება დაკავშირებული იყოს კოგნიტური ცვლილებებითაც და ასევე შიმშილის გრძნობის მარეგულირებელ ჰორმონებთან. ასეთ დროს დაღლილობის შეგრძნება იწვევს ფიზიკური აქტივობის შემცირებასაც. შესაბამისად თქვენ იღებთ მეტ კალორიებს და წვავთ მათ ნაკლებ რაოდენობას.

ტელეფონების, კომპიუტერების, ტაბლეტების და მსგავსი აქსესუარების ეკრანიდან წამოსული ლურჯი განათებაც ასევე ძილის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე ნეგატიურად მოქმედებს. ამას შეუძლია ასევე დღისით დაძინების შეგრძნების გამოწვევაც. ასეთი სახის შუქი თქვენ ორგანიზმში მელატონინის გამოყოფას ამცირებს.

მკვლევარებმა ასევე განაცხდეს, რომ ღამით ანთებული ხელოვნური შუქი ასევე დაკავშირებულია სოციალურ ეკონომიკურ უარყოფით მხარეებთან, არაჯანსაღ ქცევებთან, არაჯანსაღ დიეტასთან და არააქტიურ ცხოვრების სტილთან, სტრესთან ერთად.