როგორ გავაპრიალოთ სახლი ქიმიური საშუალებების გარეშე: 22 ხრიკი გამოცდილი დიასახლისებისგან

როგორ შეიძლება სახლის ყველაზე სწრაფად დალაგება და როგორ უნდა დავიცვათ ოთახები გაჭუჭყიანებისგან დიდი ხნის განმავლობაში? თქვენი ცხოვრების გასამარტივებლად და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად წარმოგიდგენთ ყველაზე ჭკვიანურ ხრიკებს, რომელთა დახმარებითაც სახლს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე დაასუფთავებთ:

1. ვერცხლი

კონტეინერი აავსეთ ცხელ წყალში ჩაყრილი ნახევარი ჭიქა მარილით და ნახევარი ჭიქა საცხობი სოდით, შემდეგ კი დააფარეთ მას კალას ქაღალდი. ჩაალბეთ ვერცხლის ნივთები ამ ყუთში 30 წუთით და შემდეგ ნაჭრით გამშრალების მერე მათი ყველა ლაქა გაქრება.

2. ლეიბი

აურიეთ არაყი და წყალი 1:3 შეფარდებით და მოასხით ლეიბზე. ეს ბაქტერიების უმრავლესობას გაანადგურებს.

3. მიკროტალღური ღუმელი

რამდენიმე შუაზე გაჭრილი ლიმონი მოათავსეთ წყლით სავსე შუშის კონტეინერში და შედგით ღუმელში. გააცხელეთ წყლის ადუღებამდე და დატოვეთ ასე 1 წუთით. ამის შემდეგ ღუმელის კედლებიდან ჭუჭყი მარტივად ჩამოიწმინდება.

4. ცხიმის ლაქები

წაუსვით ცარცი ცხიმის ლაქებზე და დატოვეთ ასე რამდენიმე წუთით, შემდეგ კი სველი ნაჭრით გადაწმინდეთ. ეს კედლის და ტანსაცმლის გასაწმენდადაც იდეალური მეთოდია. სამოსის შემთხვევასი დატოვეთ ცარცი ზედაპირზე 1 საათით და შემდეგ უბრალოდ სულის შებერვით მოაშორეთ ტანსაცმელს.

5. ფეხსაცმელების გაშრობა

გაავსეთ სველი ფეხსაცმელები გაზეთებით და ასე უფრო სწრაფად გააშრობთ მათ.

6. ცხოველის თმები და ბეწვები

ჩაიცვით ჩველებრივი ხელთათმანები, რომლებსაც რეცხვის დროს იყენებთ და დაასველეეთ ისინი წყალში. შემდეგ გადაუსვით ბეწვიან ზედაპირებს სველი ხელთათმანები და ყველა თმა და ბეწვი მათ მიეკრობა. ასევე შეგიძლიათ ხალიჩებს ბეწვები მოაშოროთ შუშის საწმენდი აქსესუარებითაც.

7. ტაფაზე მიმწვარი საჭმელი

ჩაასხით ცოტა წყალი ტაფაში მისი ზედაპირის დასაფარად და შემდეგ დაამატეთ ერთი ჭიქა ძმარი. აადუღეთ საშუალო ტემპერატურაზე და შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან. ამ დროს უნდა დაუმატოთ 2 ს/კ საცხობი სოდა. ამის შემდეგ მიმწვარი საჭმელი თავისით მოცილდება ტაფას.

8. ნატეხები ჩაიდანში

ჩაასხით ერთი კოვზი ლიმონის წვენი და წყალი ჩაიდანში და ადუღეთ 5 წუთით. შემდეგ გადმოასხით წყალი და ჩაიდანი ახალივით იქნება.

9. საშხაპის თავები

ჩაასხით პოლიეთილენის პარკში ძმარი და შემოაკარით იგი საშხაპის თავს რეზინით. დატოვეთ ასე მთელი ღამით და მას ჭუჭყი შიგნიდანაც და გარედანაც მოშორდება.

10. პირსაბანი

მოაყარეთ გაჭრილ გრეიფრუტს ან ლიმონს მარილი და გახეხეთ მათი საშუალებით მარტივად პირსაბანის მსგავსი ზედაპირები.

11. ნარჩენები შუშის ჭურჭელზე

ჩაასხით აბაზანაში 2 ჭიქა თბილი ძმარი და ჩადევით მასში შუშის ჭურჭელი ისე, რომ ბოლომდე დაიფაროს ისინი. რამდენიმე წუთის შემდეგ ამოიღეთ და გარეცხეთ. გამშრალების შემდეგ ისინი ახალ იერს მიიღებს.

12. წვრილ ყელიანი ბოთლები

გაავსეთ ბოთლი ცხელი წყლით და ცოტა სარეცხი სითხით. შემდეგ ჩაყარეთ მასში ნახევარი ჭიქა ბრინჯი და აანჯღრიეთ. ბრინჯი ბოთლის შიგნითა ნაწილს მარტივად მოაშორებს ჭუჭყს. ამის შემდეგ გამორეცხეთ ბოთლი თბილი წყლით.

13. მტვერი

გამოიყენეთ ანტი-სტატიკური ნაჭრები ნებისმიერი ზედაპირის, ტელევიზორების, კომპიუტერების ეკრანების და თაროების ჩამოსაწმენდად. ის მტვერს მარტივად მოაშორებს მათ.

14. ჟალუზები

ჩამოიცვით ხელზე წინდა, ჩაყავით იგი ძმრის და წყლის ნაზავში და შემდეგ ჩამოწმინდეთ მისი საშუალებით ჟალუზები მარტივად.

15. კანალიზაცია

ჩაასხით ხვრელში ნახევარი ჭიქა სოდა და ნახევარი ჭიქა ძმარი რიგრიგობით. შემდეგ დააფარეთ მას თავზე 15 წუთით და ამის მერე ჩარეცხეთ თბილი წყლით.

16. ხალიჩის ლაქები

შეურიეთ ძმარი და წყალი ერთმანეთს 1:2 შეფარდებით და გაწმინდეთ ამ ნაზავით ხალიჩების ლაქები. შემდეგ დააფარეთ მასზე სველი ნაჭერი და გადაუსვით ზემოდან ცხელი უთო 30 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ იგივე პროცესი თუ პირველი ცდის შემდეგ ლაქა არ გაქრება.

17. ობი

ობის მოსაშორებლად გაწმინდეთ ონკანები ლიმონით და 5 წუთის შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით.

18. ყავის და სუნელების საფქვავი

ამ აქსესუარის გასაწმენდად და მისთვის სუნის მოსაშორებლად დაფქვით მათში ყინული და ამ დროს დაუმატეთ ერთი ს/კ საცხობი სოდა.

19. პლასტმასის კონტეინერები

გაწმინდეთ ჭუჭყიანი ნაწილი ლიმონის წვენით და დააცადეთ გაშრობა, შემდეგ კი გარეცხეთ. ეს კონტეინერს ლაქებსაც და სუნსაც მოაშორებს.

20. ცხოველის სუნი

აურიეთ სოდა და წყალბადის ზეჟანგი თანაბარი რაოდენობით ღრმა ჯამში და მასში ჩაწობილი ღრუბელით გაწმინდეთ სუნიანი ადგილები. მათ სუნი მაშინვე მოშორდებათ.

21. გაზქურა

ჩაასხით ცოტა ამიაკი კონტეინერში და დატოვეთ იგი გამორთულ ღუმელში მთელი ღამით. დილით გაანიავეთ ოთახი და გაწმინდეთ ღუმელი. ამ დროს ჭუჭყი მარტივად მოშორდება გაზქურას და სუნიც მალე გაქრება. ასეთ დროს აუცილებელია ფანჯრები იყოს ღია და გეკეთოთ რეზინის ხელთათმანები.

22. მანქანის ფარები

ფარების გასაწმენდად შეგიძლიათ კბილის პასტა გამოიყენოთ. წაუსვით იგი მანქანის ფარებზე კბილის ჯაგრისით და შემდეგ დაასველეთ წყლით. ამ პროცედურის შემდეგ ჩამოწმინდეთ ზედაპირი ქაღალდის ხელსახოცებით და ფარებს ბრწყინვალება დაუბრუნდებათ.