ცნობილი ადამიანების სახლები, რომლებიც ან მიტოვებულია, ან იყიდება

ვარსკვლავების სახლები უამრავი გასაოცარი დეტალთაა სავსე და ზოგიერთ მათგანში შესვლა თავს ზღაპარში გაგრძნობინებთ. თუმცა, ზოგიერთი ცნობილი ადამიანი მათ მაინც ყიდის და საკმაოდ მაღალი ფასის მიუხედავათ მათ მყიდველის პოვნა თითქმის არასდროს უჭირს. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ზოგიერთი სახლის ყიდვა არავის სურს და იგი საბოლოოდ მიტოვებული ხდება.

1. მაიკ ტაისონის სასახლე

მაიკ ტაისონმა ეს სახლი 300 ათას დოლარად იყიდა 1989 წელს, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სამართლებრივი და პერსონალური პრობლემების გამო მას ცხოვრების სტილის შეცვლა და სახლის გაყიდვა მოუწია. სახლის ქონება მოიცავდა უამრავ მდიდრულ ასპექტს, კალათბურთის მოედანს, დიდ საცურაო აუზს და სხვ.

აღნიშნული უძრავი ქონების ახალი პატრონი 2003 წელს ბიზნესმენი პაულ მონეა გახდა, რომელსაც ასევე სამართლებრივი პრობლემების გამო მოუწია მოგვიანებით ამ შენობის გაყიდვა. 2010 წელს ეს სახლი ბიზნესმენმა რონ ჰემელგარნმა იყიდა, თუმცა იგი აქ არასდროს გადმოსულა საცხოვრებლად. რამდენიმე თვით სახლის მიტოვების შემდეგ იგი რელიგიურ ორგანიზაციას გადაეცა, რომლის წარმომადგენლებიც მის განახლებაზე 4 წელი მუშაობდნენ, ყოველ შაბათ-კვირას.

2. ბრიუს ლის სასახლე

1973 წელს ჰონგ-კონგში მდებარე ბრიუს ლის ამ სასახლეს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ბიზნესმენი Yu Pengnian დაეპატრონა. იგი სასტუმროების ქსელის მფლობელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ყველას სურდა ბრიუს ლის სახლის მუზეუმად გადაკეთება, ბიზნესმენმა შენობა 2000 წელს მაინც სასტუმროდ გადააკეთა.

წლების შემდეგ, მას სურდა შენობის ტურისტულ ცენტრად გადაკეთება, თუმცა მთავრობასთან ვერ მოხერხდა ყველა საჭირო დეტალზე შეთანხმება. 2015 წელს იუ გარდაიცვალა და მისმა შვილმა განაცხადა, რომ ქონების სკოლად გადაკეთებას აპირებდა. მიუხედავად ამისა, 2019 წელს ბრიუს ლის სახლი დაანგრიეს და მის ადგილზე ჩინური სასწავლო ცენტრი ააშენეს. ინტერნეტში სამწუხაროდ მრავლად მოიპოვება იმის ამსახველი კადრები, თუ როგორ გამოიყურებოდა წლების მანძილზე მიტოვებულ მდგომარეობაში მყოფი შენობა.

3. ალესტერ ქროულის სასახლე

ეს შენობა ალესტერ ქრაულის და ლედ ზეპელინის გიტარისტ ჯიმი პეიჯს ეკუთვნოდა. ქრაულმა ეს შენობა 1899 წელს შეიძინა, რადგან ფიქრობდა რომ ყოფილი სასაფლაოს და ეკლესიის ქონება იდეალური ადგილი იქნებოდა სპეციალური რიტუალების ჩასატარებლად. მან ეს სახლი 1913 წელს მიატოვა და წლების შემდეგ ქრაულის ქონების კოლექციონერმა ჯიმი პეიჯმა ამ სახლის ყიდვაც მოახერხა 1970 წელს.

მისი განახლების შემდეგ, პეიჯმა სახლის პატრონად თავისი მეგობარი მალკოლმ დენტი დატოვა. 2015 წელს სახლში ხანძარი გაჩნდა და იგი სერიოზულად დაზიანდა. შენობას ხანძარი 2019 წელსაც გაუჩნდა, რის შედეგადაც მისი დიდი ნაწილი განადგურდა. სწორედ ამის შემდეგ შეიძინა ალექსტერ ქრაულის კულტის სახელობის ფონდმა აღნიშნულო ქონება მის გასარემონტებლად და ძველებური დიდების დასაბრუნებლად.

4. მინელების სასახლე 

ბევერლი ჰილზში განთავსებული ცნობილი ვინსენტ მინელის სასახლე მისი გარდაცვალების შემდეგ მის ქალიშვილს გადაეცა. მინელის დატოვებული ანდერძის მიხედვით მის ქალიშვილს, ლიზას ასევე ამ სახლში ცხოვრების უფლება უნდა მიეცა მინელის ბოლო ცოლის, ლი ანდერსონისთვისაც. ლიზამ სახლის გაყიდვა 2020 წელს სცადა, თუმცა ამის გამო მასა და ლის შორის სამართლებრივი კონფლიქტი წარმოიშვა. იგი ლიზას მისი კომუნალური სერვისების გათიშვასა და მოსამსახურეების გათავისუფლებაში ადანაშაულებდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, მან რატომღაც შეწყვიტა ლიზას დადანაშაულება. მინელის ბოლო ცოლი 2009 წლამდე, მის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ამ სახლში იმის მიუხედავად, რომ ლიზამ შენობა 2004 წელს გაყიდა ოფიციალურად და მას შემდეგ ახალი მეპატრონის ქირას იხდიდა.

ლის გარდაცვალების შემდეგ, სახლის განახლებასაც აპირებდნენ, თუმცა იგი წლების განმავლობაში მიტოვებული იყო და მხოლოდ 2017 წელს დაკეტეს სარემონტო სამუშაოების გამო.

5. მაიკლ ჯექსონის ნევერლენდის რანჩო

ეს ქონება, სახლთან ერთად, გასართობი პარკის როლსაც ითავსებდა მუსიკოსის სტუმრებისთვის. ეს 2700 ჰექტარი 1990 წელს გაიხსნა დაავადებული ბავშვების გასართობად. კალიფორნიაში არსებული ნერვერლენდი მოიცავდა კინოთეატრს, ზოოპარკს და ატრაქციონებს.

სამართლებრივი პრობლემების გამო, მაიკ ჯექსონმა 2005 წელს რანჩო გაყიდა. მისი ახალი მფლობელი ბიზნესმენი ვილიამ ბონი გახდა. ამ დროს რანჩოს ღირებულება 16.6 მილიონიდან 30 მილიონ დოლარამდე მერყეობდა. 2015 წელს ეს ქონება კვლავ გაიყიდა, ამჯერად 100 მილკიონ დოლარად, თუმცა 2019 წელს მის შესახებ გამოსული დოკუმენტური ფილმის გამო ნევერლენდის ღირებულება 31 მილიონ დოლარამდე ჩამოვიდა.

6. სასახლე, რომელშიც პინქ ფლოიდი მუსიკას წერდა

ამ სახლში უამრავი ცნობილი ალბომი ჩაიწერა, მათ შორის ეს სახლი იმყოფებოდა დევიდ გილმორის მფლობელობაშიც. მან აქ Final Cut-ის ნაწილი ჩაწერა, შემდეგ კი ქონება ტრევორ ჰორნს მიჰყიდა.

ჰორნმა სახლის გაყიდვა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მისი ცოლი ცნობილი სახლის ბაღში დაზიანდა. მისგან შენობა მარკ უაითმა შეიძინა. 2017 წელს ამ სახლს კვლავ მიტოვებული შენობის სტატუსი დაუბრუნდა.

7. პაბლო ესკობარის რანჩო

ეს გრანდიოზული ქონება პაბლო ესკობარის და მისი ბიძაშვილის მიერ იქნა აშენებული მას შემდეგ, რაც მათ რამდენიმე ქონება შეიძინეს და ჯამში 3000 ჰექტარის ფართობის მქონე მიწა დაისაკუთრეს. ესკობარებმა ამ ტერიტორიის გალამაზება დაიწყეს ოთახების, გზების, საცურაო აუზების, ხელოვნური ტბების და კიდევ უამრავი მსგავსი ასპექტების აშენებით. გარკვეული დროის შემდეგ ამ ქონებას მიემატა ზოოპარკი, მანქანის რბოლები და სხვა ატრაქციონები.

პაბლო ესკობარის გარდაცვალების შემდეგ, 1993 წლიდან ეს ტერიტორია სამხედრო ძალებს ჰქონდათ დაკავებული და ხანგრძლივი დავის შემდეგ მისი კონფისკაცია კოლუმბიის ხელისუფლებამ მოახდინა. 2006 წელს ერთ-ერთმა კომპანიამ ამ ტერიტორიის გასართობ პარკად გადაკეთების გეგმა წარმოადგინა და მას შემდეგ აქ მიმდინარეობს წყლის ატრაქციონების, მუზეუმების და ნაკრძალების შენება.