10 “მოდური” ტრენდი, რომელთა დანახვა აღარავის სურს

მოდის ტრენდები უცნაური რამეა, რადგან ზოგიერთი მათგანი კლასიკად იქცევა, ზოგიერთი კი მალევე ქრება. ასევე არსებობს ისეთი უნივერსალური მოდის ტრენდებიც, რომლების დანახვაც უკვე ყველას მობეზრდა. ამიტომ წარმოგიდგენთ 10 პოპულარულ ტრენდს, რომელიც მოდურზე უფრო მეტად უკვე მომაბეზრებლად იქცა:

ჯინსები და ბადიანი წინდები

ეს სტილი უკვე ანტი-ტრენდად იქცა. მათ მაგივრად ნახვრეტებიანი ჯინსების ჩაცმა სჯობს.

წელის ჩანთები

ამ ჩანთებს უკვე დიდი ხანია ფლი მარკეტზე მყოფი გამყიდველების აქსესუარად მიიჩნევენ. მის მაგივრად სჯობს მარტივი მხრის წრიული ჩანთები იხმაროთ.

გამჭვირვალე კაბები

ასეთი კაბა ვარსკვლავების უმრავლესობას ერთხელ მაინც სცმია. თუმცა, ასეთი სტილით უკვე ვეღარავის ვერ გააკვირვებთ. ისინი უკვე უფრო ვულგარულად და არაელეგანტურად გამოიყურება. მათ მაგივრად ასიმეტრიული კაბების ტრენდი შემოვიდა მოდაში.

პიჟამის სტილი

პიჟამის ტრენდმა წითელი ხალიჩები, პოდიუმები და თითქმის ყველა დიდი ქუჩა დაიპყრო, თუმცა ახლა უკვე მისი საძინებელში დაბრუნების დროა. მის მაგივრად აბრეშუმის სამოსის ჩაცმა სჯობს.

ფოჩები

ასეთი სტილის აქსესუარებს უკვე ყველგან შეხვდებით, რის გამოც მან ტრენდული სტილის სახელი სწრაფად დაკარგა.

ფოჩებიანი საყურეები

ადამიანების უმრავლესობა ამ სტილის საყურეებს უკვე ფარდების საკიდებს ადარებს. მათ მაგივრად სჯობს გეომეტრიული ფიგურების ფორმის საყურეები იხმაროთ.

თასმიანი კაბები

ამ სტილის მოხდენა ყველა გოგოს არ შეეძლო, თუმცა ასეთი სტილის კაბებს ყველგან შეხვდებოდით, ნიუ-იორკიდან პარიზამდე. მათ მაგივრად თეთრი ზედის ჩაცმა სჯობს.

ავიატორის სათვალეები

ასეთი სათვალეების დიზაინი 1937 წელს შეიქმნა, თუმცა მათი პოპულარობის პიკი 4 წლის წინ იყო, როდესაც ყველა გოგო საკუთარ მოვალეობად თვლიდა ერთი ასეთი სათვალის ქონას. სწორედ ამიტომ ახლა სჯობს იხმაროთ წვეტიანი ბოლოების მქონე სათვალეები.

ნაქარგი ჯინსები და ქურთუკები

დიზაინერებმა ასეთი დიზაინი უკვე ყველაფერს მოარგეს: ქურთუკებს, ჯინსებს, მაისურებს, ქუდებს და ფეხსაცმელებსაც კი. ამის გამო სჯობს ჩაიცვათ უფრო მარტივი ორნამენტების მქონე ჯინსები.

ფართო ქუდები

ასეთი სტილის ქუდის მოხდენა ყველას არ შეუძლია, თუმცა ამის მიუხედავად მსგავს აქსესუარებს ყველა ყიდულობს. სწორედ ამიტომ სჯობს მათ მაგივრად ვიწრო ქუდები ან ბერეტები იხმაროთ.