როგორ ააშენა უსახლკარო მამაკაცმა სახლი მოწყალებით შეგროვილი 2 000 დოლარით

ალექსანდრ ლამარის ცხოვრება კომფორტული და უზრუნველყოფილი იყო, მაგრამ სერიოზული ავადმყოფობის და განქორწინების გამო მან ყველაფერი დაკარგა. თითქმის ყველაფერი, საცხოვრებელი ფურგონისა ფა პატარა მიწის ნაკვეთის გარდა, რომელიც მემკვიდრეობით ერგო. მთელი 2 წლის განმავლობაში ის მანქანაში ცხოვრობდა და მუხლჩაუხრელად შრომობდა მისი ოცნების ასასრულებლად: აეშენებინა სახლი ყოველგვარი კრედიტებისა და იპოთეკური სესხების გარეშე.

ალექსანდრმა 2000 დოლარი დააგროვა და საკუთარი სახლი აიშენა, რომელსაც მშენებლობის ნებართვა არ სჭირდებოდა. შედეგი ნამდვილად განსაცვიფრებელი იყო: სახლი, რომელიც მან ასეთი მწირი ბიუჯეტით ააშენა, ნამდვილად მოგეწონებათ. გამოვიდა ორსართულიანი ქოხი ტერასით, რომელიც მას ნებისმიერ ამინდში შეიფარებს.

როგორ ავაშენოთ ეკონომიური სახლი

1. ამ ფოტოგრაფიაზე მშენებლობის დასაწყისია ასახული: ალექსანდრმა საძირკველი ჩაუყარა ბეტონის ბოძებით და ხის ჩარჩოებით.

2. შემდეგ კარკასი პლასტმასის დალუქული იზოლაციით შექმნა.

3. ამისშემდეგ იატაკი სპეციალური ფირფიტებით დაფარა, რომლებიც ასევე ფარავდნენ კარკასის კედლებს.

4. გარე კედლების მოპირკეთების ქვეშ გადახურვის მასალა ან ნებისმიერი სხვა საიზოლაციო მასალა გამოიყენა.

5. მეორე სართულის იატაკიც ისეთივე კონსტრუქციით დააგო, როგორც პირველი სართულისა (მერქნის ბურბუშელების ფილების გამოყენებით).

6. სახლის გადახურვა. აქ კი ლამარს ოსტატების დახმარება დასჭირდა.

7. ფანჯრებისა და კარების ჩასმით ამ ქოხმა ნელ-ნელა ნამდვილი სახლის სახე მიიღო.

8. სახურავიც დსპ ფილებით გადახურეს. და საბოლოოდ მჭიდროთ დაფარეს თერმოიზოლაციით. ამ ყველაფრის ზემოდან კი მოკლე ყავრებით გადახურეს.

9. უბრალოდ განსაცვიფრებელია, როგორ შეძლო ალექსანდრმა ამ პატარა ქოხში ყველაფრის განთავსება. სულ რაღაც 18 კვადრატული კილომეტრი და სრული კომპლექტი! მან ეზოში ჭაც კი გააკეთა.

10. საძინებელი მამაკაცმა მეორე სართულზე მოაწყო. ჯერკიდევ დაუსრულებელი შენობა უკვე ძალიან მყუდროდ გამოიყურება.

11. ლამარმა სახლის ფასადს წინა მხარეს ასევე დაამატა ტერასა საკუთარი თავისა და თავისი 2 ძაღლისთვის. ასეთი ტერასიდან მზის ჩასვლის ცქერა ერთი სიამოვნებაა.

12. სახლის მშენებლობა დასრულებულია. ალექსანდრმა ამ მიწის ნაკვეთზე პირადი ბოსტანიც კი მოაწყო. ტერასის ქვეშ მზის პანელების სისტემაა განთავსებული. სახლში მთელი ელექტროენერგია მზისა და ქარის ენერგიისგან მიიღება.

ალექსანდრ ლამარი ძალიან კმაყოფილია თავისი პატარა დამოუკიდებელი სამყაროთი. ამასობაში, მისი იდეები საზოგადოებას ძალიან მოეწონა.

და თქვენ თუ იცხოვრებდით ასეთ პატარა, მაგრამ პრაქტიკულ და მყუდრო ქოხში?