როგორ დავამზადოთ მაგიდა, რომელიც სიბნელეში ანათებს

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ დაამზადოთ პრაქტიკული და ლამაზი მაგიდა, რომელიც სიბნელეში ანათებს. ავეჯის ეს ელემენტი ძალიან კოსმიურად გამოიყურება, მაგრამ მისი დამზადება რთული სულაც არ არის!

მანათობელი მაგიდა ეფექტური იქნება როგორც ეზოში, ისე სახლშიც. საკუთარი ხელით ასეთი სასწაულის შექმნის ხელის შემშლელი მიზეზი არ არსებობს. თქვენ მხოლოდ რამდენიმე დაფა, ფოტოლუმინესცენტული ფხვნილი, ფისი და რამდენიმე ინსტრუმენტი დაგჭირდებათ. მოდით, საქმეს შევუდგეთ!

დასაწყისისთვის, იპოვეთ შესაფერისი დაფა. ამ სურათებში კვიპაროსის ხის დაფაა გამოყენებული.

დაფა ოდნავ ზედაპირის მოსაპრიალებელი ინსტრუმენტით დაამუშავეთ, რომ ხვრელებს საჭირო ფორმა მისცეთ.

ფისს ფოტოლუმინესცენტური ფხვნილი შეურიეთ და ეს ნაზავი დაფაზე დაასხით. უმარტივესია!

აცადეთ ფისს კარგად გაშრობა. მანათობელი მაგიდის ზედაპირი მზადაა!

ასეთი ორიგინალური მაგიდა ნებისმიერი აგარაკის ნამდვილ დეკორაციად იქცევა.

როგორც ხედავთ, ზოგჯერ ასეთი ფანტასტიკური ობიექტების შექმნა საკუთარი ხელებით ძალიან მარტივია, ამიტომ, გირჩევთ, დაზოგოთ ფინანსები და დამოუკიდებლად შექმნათ ავეჯის ელემენტები თქვენი სახლისთვის.