21 უნიკალური რამ, რაც სამხრეთ კორეას სხვა ქვეყნებზე მაღლა აყენებს

კორეული ყოფაცხოვრების ზოგიერთი ნაწილი ტურისტებში გაკვირვებასა და აღტაცებას იწვევს. მაგალითად, ვერავინ დაიკავებს ფეხმძიმე ქალებისთვის განკუთვნილ ადგილს, კორეელები კბილებს სამსახურში იხეხავენ და ჩასათვლემ ბალიშებს კორეულ ავტობუსებში შხვდებით.

ჩვენი რედაქცია დარწმუნებულია, რომ ჩვენი მკითხველი დაინტერესდება კორეული ცხოვრების სტილით და ისურვებს, რომ მსგავსი რამ მასაც შეეძლოს.

1. კორეის მეტროში ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი შესასვლელია.

2. ამ ქვეყნის საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ასეთი მოსახერხებელი უნიტაზებია მშობლებისა და შვილებისთვის.

3. სამხრეთ კორეაში, დისპენსერიდან წყლის დასალევად, პლასტმასის ჭიქების ნაცვლად, ქაღალდის პარკებს იყენებენ.

4. არ აქვს მნიშვნელობა, წვიმს თუ მზეა – სამხრეთ კორეაში ნახავთ უზარმაზარ ქოლგებს გადასასვლელი ზებრების თავზე მათთვის, ვინც მწვანე შუქს ელოდება.

5. ესაა პლასტმასის სათითეები, რომლებიც ჩიფსებსა და მსგავს საკვებს მოჰყვება, თითები რომ არ დაისვაროთ.

6. კორეელები არამხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის მანქანებზეც ზრუნავენ. ესაა მანქანის კარების დამცავი, შემთხვევით სხვა მანქანა რომ არ გაიკაწროს.

7. ღირსეული სისტემა: მაღაზიის მფლობელი კლიენტებს სახლიდან უყურებს. კლიენტი იღებს სასურველ ნივთს, ფულს კი ყულაბაში აგდებს.

8. კორეაში, ასეთ აპარატებშო წინდების შძენა შეიძლება.

9. და თაიგულებისაც…

10. ასეთი კარადებია სამხრეთ კორეის სუპერმარკეტებში მათთვის, ვინც ცხოველთან ერთად შედის მაღაზიაში. კარადაში საკვებისა და წყლის კონტეინერებიცაა.

11. სეულში გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე ადგილი ქალებისთვის. ეს ადგილები, როგორც წესი, უფრო განიერი, გრძელი და სავაჭრო ცენტრთან ახლომდებარეა.

12. ამ ქვეყანას სპეციალური საპარკინგე ადგილი აქვს საბავშვო ეტლებისთვის.

13. სამხრეთ კორეაში მოწყობილია ჭკვიანი საპირფარეშოები, რომლებიც ეკრანზე აჩვენებს, თავისუფალია თუ დაკავებული.

14. კორეელები ძალიან უფრთხილდებიან პირის ღრუს ჯანმრთელობას. ამ კორეული რესტორნის საპირფარეშოში იპოვით უფასო ჯაგრისებსა და სავლებებს. ამ ქვეყანაში ნორმალურია კბილების გახეხვა სამსახურში.

15. კორეაში საპნის ნაჭრები ასეთ ჯოხებზეა დამაგრებული.

16. კორეელი ხარისხის კონტროლის მენეჯერი თანამშრომლების ფოტოებს ამაგრებს მოწყობილობებზე, რათა ახალმა მფლობელმა იცოდეს, ვინ დაამზადა ისინი.

17. სეულში ხეებს ზამთარში ასე ათბობენ.

18. ეს კიდევ ერთი ვარიანტია.

19. კორეაში, მატარებლის ვაგონებში მოწყობილია ერთკაციანი კარაოკე-კაბინები.

20. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯანმრთელობის დაზიანების რისკის შესამცირებლად, კორეულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ავტობუსებში საძილე ბალიშები დაემატებინა.

21. კორეელებს უამრავი ხერხი აქვთ განტვირთვისთვის, მათ შორისაა თევზების თერაპიაც.