6 ცათამბჯენი, რომლებიც ღრუბლებს გასცდა და ზეცას ეხება

კაცობრიობამ, ჩვეულ და, ზოგჯერ ნებადართულ ჩარჩოებიდან გამოსვლის მუდმივ მისწრაფებაში რამდენიმე შთამბეჭდავი ინჟინერული ოსტატობები გამოავლინა. ამ აკვიატებამ ისეთი დონის პროგრესი გამოიწვია, რომ თანამედროვე ადამიანს შეუძლია არა მხოლოდ მიაშტერდეს მაღალ კოშკებს ღრუბლებს მიღმა, არამედ საკმაოდ კომფორტულად იცხოვრონ მათში და დატკბნენ თვალწარმტაცი ხედებით. და რაც მთავარია, ნაგებობების შექმნის ახალი გზების ძიებისას, უფრო და უფრო მეტი ახალი შედევრი იქმნება, რომელთა შორის არის მსოფლიოში 6 ყველაზე მაღალი ცათამბჯენი.

საიდან დაიწყო ყველაფერი და როგორ მივაღწიოთ ცათამბჯენამდე

ცათამბჯენები განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ჩვენს ისტორიაში, ინჟინერიაში და კულტურაშიც კი. თავად ტერმინი უკვე 100 წელზე მეტი ხნის წინ გამოჩნდა, კერძოდ კი, 1880-იან წლებში, “ჩიკაგოს სტილის” განვითარებადი არქიტექტურის ფონზე. ამ პერიოდში მშენებლები ცდილობდნენ არა მხოლოდ სიმაღლის რეკორდის დამყარებას, ასევე რაც შეიძლება მეტი საცხოვრებელი ან კომერციული სივრცის შექმნას,რათა გამქირავებელს სივრცის გაცემისას მაქსიმალური სარგებელი მიეღო სხვადასხვა საჭიროებისთვის. მას შემდეგ უზარმაზარი სიმაღლის შენობები შეგიძლიათნახოთ მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ყველაზე პოპულარულ ქალაქებში, სადაც მილიონობით ადამიანი მიიღწვის უკეთესი ცხოვრების ძიებისკენ.

საინტერესოა: კოშკების მშენებლობის დროს, ცათამბჯენებად ითვლება ისინი, რომლებმაც სიმაღლეში 150 მეტრს გადააბიჯეს.

იმის წყალობით, რომ შემუშავებისადა მშენებლობის პროცესი განვითარდა, ჩნდება ცათამბჯენები, რომლებმაც სიმაღლეში ნახევარ კილომეტრს და 800 მეტრსაც კი გადააჭარბეს. მაგრამ ასეთი ამბიციური და გრანდიოზული პროექტები მოითხოვს იდეალურად ზუსტ გათვლებს, სპეციალური სამშენებლო მასალების შექმნას, საინჟინრო კომუნიკაციების გაყვანას, რომლებიც მშენებლებს არა მხოლოდ ძლიერი კონსტრუქციის შენარჩუნების საშუალებას მისცემთ, არამედ ნაგებობებს სრული უსაფრთხოებით, მდგრადობით უზრუნველყოფენ მიწისძვრის, ქარიშხლების შემთხვევაში, ადამიანების კომფორტულად გადაადგილებისა და ცხოვრებისთვის.

 

1. კოშკი 432 Park Avenue ნიუ-იორკში (აშშ)

425,5 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი გახდა ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლი დასავლეთ ნახევარსფეროში. ეს მდიდრული შენობა, რომელიც რაფაელ ვინოლიმ დააპროექტა, მანჰეტენის ზემო აღმოსავლეთის მხარეს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. 96 სართულიანი კორპუსის ფორმის სტრუქტურული საფუძველი იყო კვადრატი, რომელიც ორგანულად მოერგებოდარაიონის არქიტექტურულ სურათს. მიუხედავად იმისა, რომ მასზე რაიმე ფანტასტიკური დიზაინის ელემენტს ვერ შეხვდებით, იგი მაინც გახდა ყველაზე სასურველი საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც ბინის შეძენას მხოლოდ მილიარდერები და პლანეტის უმდიდრესი ხალხი შეძლებდნენ.

ჩვენი რედაქციის ცნობით, ამ კოშკში შეიხმა ფავალ ალ-ჰოკაირმა საუდის არაბეთიდან, ყველაზე მდიდრული რეზიდენცია შეიძინა, რომლის ფართობიც 767 კვ.მ-ს შეადგენს. გარდა 104 აპარტამენტისა, რომლებიც 16-დან 95 მლნ დოლარამდე ღირს, აქ ყველაფერია სუპერკომფორტული ცხოვრებისთვის: სრულფასოვანი სპა-სალონი, ფიტნეს ცენტრი, იოგას სტუდია, უზარმაზარი ჰოლი ღონისძიებებისთვის, ბილიარდის ოთახი, კინოდარბაზი, დახურული აუზი ქალაქის ფანტასტიკური ხედებით.

2. ცათამბჯენი Center Tower უჰანში (ჩინეთი)

წარმოუდგენელი სილამაზის მქონე ცათამბჯენი Centre Tower, რომელიც სიტვასიტყვით არის გახვეული შუშის მოძრავი პანელის ფანჯრებში, ჩინეთის ქალაქ უჰანის ნამდვილ მარგალიტად იქცა. ტრადიციული აფრებიანი ნავის ფორმებით შთაგონებულმა აღმოსავლეთ ჩინეთის არქიტექტურული დიზაინისა და კვლევის ინსტიტუტის ექსპერტებმა, გადაწყვიტეს შეექმნათ უნიკალური ცათამბჯენი, რომელიც სიმაღლეში 438 მეტრს აღწევს. კოშკის 88-ე სართულზე მოიძებნა ადგილი საცხოვრებელი აპარტამენტებისთვის, ოფისებისა და ფეშენებელური სასტუმროსთვის. უფრომეტიც, ამ პროექტის მთავარი განსაკუთრებულობა გახდა არა მხოლოდ კონსტრუქციის ორიგინალური ფორმა. აღსანიშნავია ისიც, რომ შენობა აღჭურვილია ულტრა თანამედროვე ენერგოეკონომიური ტექნოლოგიებით, უნიკალური დამცავი ელემენტების შემუშავებითა და გამოყენებით,რომლებიც მზის სხივებს, ქარის რყევებს და ძლიერ მიწისძვრებსაც კი მასზე ზემოქმედებისგან უშლის ხელს.

3. ტყუპი კოშკურები “პეტრონასი” კუალა-ლამპურში (მალაიზია)

451.9 მეტრიანი პეტრონასის ტყუპი კოშკები აღიარებულია ყველაზე მაღალ სტრუქტურად მთელს მალაიზიაში და გლობალურ რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს, მაგრამ ამავე დროს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტყუპი კოშკია. მალაიზიელი ხალხისთვის, პეტრონასის კომპლექსი გახდა ერთგვარი სიმბოლო, რომელმაც მსოფლიოს უამბო, რომ ქვეყყანა შევიდა მსოფლიო ეკონომიკაში. ეს მოვლენა გასული საუკუნის ბოლოს მოხდა და დაემთხვა ცათამბჯენის ექსპლუატაციაში შესვლას (1998 წელს). ბეტონისა და მეტალის განსაცვიფრებელი ფორმები, რომლებიც ისლამურ გეომეტრიაზეა დაფუძნებული, მალაიზიურ ტრადიციებს, იდეალებსა და მომავლის მისწრაფებებს აერთიანებს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია შენობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მახასიათებლით, “ცის ხიდით”, რომელიც ორ კოშკს ერთმანეთთან აკავშირებს.

საინტერესო ფაქტი: მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე შენობას შეძლია “დაიკვეხნოს” რომ მის დაპროექტებაში პრემიერ მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. ეს ტყუპი კოშკები კი შეიმუშავა მალაიზიის ერთ-ერთმა ზემდგომმა ხელმძღვანელმა მაჰათჰირ მოჰამედმა. სწორედ მან შესთავაზა ცათამბჯენის შექმნა ისლამური სტილით. ახლა უნიკალური კოშკები ორ რვაქიმიან ვარსკვლავს წარმოადგენენ, რომელთაც მდგრადობისთვის რკალისებრი შვერილები აქვს.

4. კოშკი ტაიბეი 101 ტაივანში

ცათამბჯენი ტაიბეი 101 გახდა მსოფლიოში პირველი შენობა, რომელმაც 500 მეტრიან ნიშნულს გადააბიჯა. 2003 წელს პლანეტის ერთ-ერთი საკულტო შენობის გახსნის ცერემონიის დროს ის ყველაზე მაღალი შენობა იყო მსოფლიოში, მაგრამ მხოლოდ 15 წლის შემდეგ რეიტინგით მე-10 ადგილზე ჩამოინაცვლა.

ყოველმხრივ მიმზიდველმა ცათამბჯენმა შექმნა მსოფლიო პრეცედენტი მაღალსართულიანი კორპუსების “მდგრადი არქიტექტურის” შემუშავების თვალსაზრისით. როგორც აღმოჩნდა, ტაივანის კოშკმა 2011წელს ექსპლუატაციისა და ტექნიკურობისთვის მიიღო პლატინის LEED სერტიფიკატი, რაც ამ ზომის შენობისთვის ძალიან იშვიათია.

ინტელექტუალური მართვის სისტემის, ენერგეტიკული კონტროლისა და განსაცვიფრებელი ვიზუალის გარდა, ტაიფეი 101-ის შიგნით 728 ტონიანი ამორტიზატორი. ეს მასშტაბური მოწყობილობა შექმნილია ქარის ძლიერი გვერდითი მოძრაობის ჩასახშობად. სწორედ ეს აძლევს ასეთ გრანდიოზულ შენობას შეინარჩუნოს თავისი სტრუქტურა ძლიერი ტაიფუნის დროს.

5. მექას (საუდის არაბეთი) სამეფო საათის კოშკი

ეს უზარმაზარი შენობა, რომელიც სიმაღლეში 601 მეტრს აღწევს, შედის კომპლექსში, რომელიც მექქაში შექმნილი 7 ცათამბჯენისგან შედგება – ყველა მუსლიმის წმინდა ქალაქში. ყველა ეს კოშკი არის მეფე აბდულაზიზის ფონდის პროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის მოდერნიზაციას, რათა ემსახუროს მუსლიმებს, რომლებიც ყოველწიურად ასრულებენ პილიგრიმობას. ცენტრალური სამეფო საათის კოშკი (Royal Clock Tower) წარმადგენს გრანდიოზულ სასტუმროს კომფორტული ოთახებით,რომელიც შექმნილია მორწმუნეების მისაღებად, რომლებიც ჰაჯის დროს მექას ეწვევიან.

ამ ნაგებობის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის კოშკისოთხივე მხარეს არსებული საათები. ციფერბლატის ზომა შეადგენს 45 43-ზე მეტრს, რაც ავტომატურად ხდის მას მსოფლიოში ყველაზე დიდს. იმის გამო, რომ საათები მიწიდან 450 მეტრზე იწევა, ისინი პლანეტაზე ყველაზე მაღალ არქიტექტურულ საათებად ითვლება.

6. ბურჯ ხალიფა დუბაიში (არაბეთის გაერთიანებული საამიროები)

უმაღლესმა ცათამბჯენმა ბურჯ ხალიფამ (Burj Khalifa), რომელიც დუბაიში მდებარეობს, მოხსნა ყველა რეკორდი, თანაც არა მხოლოდ მშენებლობაში. 828 მეტრის სიმაღლის შენობა ჯერ კიდევ 10 წლის წინ აშენდა და ამ დროის განმავლობაში არ გამოჩენილა ახალი ობიექტი, რომელიც მის ადგილს დაიკავებდა სიმაღლით, სართულების რაოდენობით და საინჟინრო კონსტრუქციებითა და მომსახურების სისტემით. 163 სართულიანი ცათამბჯენი ბურჯ ხალიფა დღესაც ყველაზე შთამბეჭდავი შენობაა მსოფლიოში, რომელიც სულ რაღაც 6 წელიწადში აშენდა.

 

ეს არის ნამდვილი ქალაქი ქალაქში, რომელსაც შეუძლია დაიკვეხნოს საკუთარი 11 ჰექტრიანი პარკით, რომელსაც ბულვარი და სურნელოვანი გაზონები აქვს, ასევე მდიდრული აპარტამენტებითა და სასტუმროებით, მრავალი ოფისითა და ბუტიკით, ჩოგბურთის კორტებითა და აუზებით, აბაზანებითა და სპორტდარბაზებით. აგრეთვე სადამკვირვებლო კოშკებით.