მფლანგველი ხართ თუ არა, ეს 3 მეთოდი ფულის დაგროვებაში დაგეხმარებათ

ფულის შენახვა ადვილი საკითხი არავისთვის არაა. თუმცა, ხშირად საჭირო ნივთების ყიდვა გვჭირდება და ასეთ დროს შენახული ფულის მარაგის ქონა ძალიან გამოსადეგი რამეა. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ 3 ხერხს, რომელიც ფულის დაზოგვის ჩვევას სწრაფად ჩამოგიყალიბებთ:

ფულის შენახვა ეტაპებად

ეს მეთოდი 52 კვირას ან ერთ წელს მოიცავს. მისი მიზანია ყოველ კვირას შეინახოთ წინა კვირაზე უფრო მეტი ფული. მაგალითად ამ კვირაში დაიწყეთ 5 ლარით, შემდეგ კვირაში გადადევით 10 ლარი გვერდზე, შემდეგ კვირაში 15 ლარი და ა.შ ბოლო კვირას თქვენ ყულაბაში 260 ლარს მოათავსებთ. ასეთი მეთოდით წლის ბოლოს თქვვენ 6890 ლარი გექნებათ დაზოგილი. ეს მეთოდი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც ფულს რეგულარულად ინახავთ. თუ ეს თქვენთვის რთულია, მაშინ შეამცირეთ თანხების გადადების რაოდენობა და გააკეთეთ ეს ყოველ თვე, ყოველი კვირის მაგივრად.

იყიდეთ და შეინახეთ

ეს მეთოდი ფულის დაზოგვასთან ერთად თქვენი ხარჯების გაკონტროლებაშიც დაგეხმარებათ. მისი მიხედვით ყოველი პროდუქტის ყიდვისას დახარჯული თანხის გარკვეული პროცენტი უნდა გადადოთ გვერდით. მაგალითად თუ გადაწყვეტთ, რომ შეინახოთ ყოველი დანახარჯის 10%, მაშინ 30 ლარიანი მაისურის ყიდვისას ყულაბაში 3 ლარს მოათავსებთ. თუ თვეში 150 ლარს ხარჯავთ მსგავს პროდუქტებზე, წელიწადში ამის წყალობით 180 ლარს დაზოგავთ.

თქვენი გადასაწყვეტია ის, თუ რისი ყიდვის დროს შეინახავთ ფულს. ამ მეთოდის გამოყენება მხოლოდ ძვირფასი ნივთების შეძენის დროსაც შესაძლებელია. თანაც, ბევრი ბანკი საშუალებას გაძლევთ ასეთი პროცენტები ავტომატურად გადაიტანოთ ყულაბაში საკრედიტო ბარათების გამოყენების დროს.

ცუდი ჩვევების ფულის დასაზოგ აქტივობებად ქცევა

ამ მეთოდის მიხედვით თანხის ფიქსირებული თანხა უნდა გადაინახოთ ყველა ცუდი ჩვევის საპასუხოდ. მაგალითად სამსახურში დაგვიანების, ვარჯიშების გაცდენის და მსგავსი აქტივობების რეგულარული პრობლემის შემთხვევაში ყოველ ჯერზე შეგიძლიათ 1, 3, ან 20 ლარიც კი გადადოთ ყულაბაში. მთავარია ფიქსირებული რაოდენობა დასაწყისშივე დაადგინოთ და ამ მეთოდის გამოყენებისას იგი არ შეამციროთ. ამის წყალობით ასეთი ფულის დაზოგვის ხერხი ცუდი ჩვევების დავიწყებასა და ფულის დაზოგვაში ერთდროულად დაგეხმარებათ.