სახლების 5 ჭკვიანური დიზაინი, რომელიც უსახლკარობის პრობლემას მოაგვარებს

საძილე ოთახები – რიდ უატსი

რიდ უატსის მიერ შექმნილ საძილე ოთახების ორიგინალური კონცეპტი სტანდარტული პლაივუდის ნაჭრებისგან მზადდება. ისინი ერთმანეთში ჯდება ყოველგვარი ლურსმნებისა და წებოს გარეშე. ისინი შეიძლება დადგათ სათითაოდ, ან ერთმანეთზე გადაბმით. ასევე მათი დაშლაც საკმაოდ მარტივი პროცესია და ისინი იდეალურ გარემოს ქმნიან პირადი კონფიდენციალური და უსაფრთხო სივრცის შესაქმნელად.

იმედის სახლები – მერი ანდ დევიდ მარტინსების მაღაზია

ლოს-ანჯელესში არსებული 9 კ/მ ფართობის მქონე სახლის მოდულები სწრაფად და იაფად შეიძლება დამონტაჟდეს ქალაქის მიერ გამოუყენებელ ტერიტორიებზე. მოძრავი მოდულები შეიძლება დაუმატოთ ერთმანეთს, მოხსნათ და დადგათ ცალ-ცალკე და ასევე სწრაფად დაშალოთ.

3D პრინტერით შექმნილი სახლები – აიკონი

კომპანია აიკონის მიერ შექმნილი 3D სახლი მოდელების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 75 კ/მ ფართობის მქონე სახლი 24 საათზე უფრო ნაკლებ დროში. მისი ფასი 4000 დოლარზე ნაკლებია და ნარჩენების გარეშე მზადდება. აიკონმა საკუთარი პირველი სახლის დემონსტრაცია ოსტინში, ტეხასის შტატში მოახდინა.

თანამედროვე სახლი – სტუდია Twenty Seven Architecture

უსახლკარობის პრობლემის გადასაწყვეტად გრძელვადიანი პრობლემის მოგვარების გზები საუკეთესო არჩევანია. სწორედ ასეთ ვარიანტს წარმოადგენს ცნობილი სტუდიის მიერ შექმნილი 2500 კ/მ სივრცის მქონე სახლი. იგი თავისუფლად შეიძლება განთავსდეს ხალხმრავალი უბნების ნაწილში და მასში შეიძლება 40 ადამიანის მოთავსება, რათა მათ მიიღონ საკუთარი პირადი სივრცე, უსაფრთხო ცხოვრების შესაძლებლობა და შიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის შანსი.

საზოგადოებრივი სოფელი

ოსტინში, ტეხასის შტატში განთავსებული 51 ჰექტარიანი დასახლება სამუდამო მიკრო-დასახლების ტიპს წარმოადგენს იმათთვის, ვისაც უსახლკარობიდან საბოლოოდ სურს ამოსვლა. საყვარელი ვიზუალის მქონე სახლებთან ერთად ეს სოფელი გთავაზობთ საზოგადო ბაღებს, სამედიცინო ობიექტებს, კინოთეატრს, მაღაზიებს და უსახლკაროების ღირსების აღდგენის შანსს.