ტყუილად ვკარგავთ დროს: რატომ არაა საჭირო საწოლის თეთრეულის დაუთოვება

კითხვა ეპიკური კატეგორიიდან. როდემდე უნდა ვაუთოვოთ თეთრეული? ეს კითხვა ჩემი ერთ-ერთი მეგობრის დეიდამ დამისვა და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კი საინტერესო დიალოგი წარიმართა დაუთოების და ზოგადად იმის შესახებ, თუ რომელი ქსოვილია უკეთესი საწოლის თეთრეულისთვის. დეიდა უკვე დიდი ხანია იტალიაში ცხოვრობს და ადგილობრივ წესრიგს არის შეჩვეული.

უნდა ითქვას, რომ ჩემი მეგობარი შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცა, დეიდას არგუმენტები მას სრულიად დამაჯერებლად არ მოეჩვენა, მაგრამ ჩათვალა, რომ გასათვალისწინებელი იყო. ჩვენც ინტერესით მოვუსმინეთ მათ და ახლა გთავაზობთ, თქვენთან ერთად გავარჩიოთ ეს საკითხი – რატომ არ უნდა დავაუთოოთ საწოლის თეთრეული?

საუკეთესო ქსოვილი საწოლის თეთრეულისთვის

ბაზარზე მრავალი საინტერესო ვარიანტია, ჩვენ ვეცდებით ისინი უფრო დეტალურად გაგაცნოთ, და ის, თუ რომელს აირჩევთ, თავად გადაწყვიტეთ. იქნებ გსურთ, რომ თქვენმა თეთრეულმა 1000-ჯერ გარეცხვას გაუძლოს და 10 წელზე მეტხანს გემსახუროთ. ან პირიქით, ჩვევად გაქვთ მუდმივად განაახლოთ შაბლონები და ფერები, ამიტომ იაფი და პრაქტიკული თეთრეული უფრო გამოგადგებათ. მაშ, ასე.

1. კოლენკორი

ეს ყველაზე პოპულარული ქსოვილია. პირველ რიგში, თავისი ბუნებრიობის გამო. კოლენკორი ასი პროცენტით ბამბისგან შედგება. ქსოვილი გამძლე, იაფი, ჰიპოალერგიულია. პირდაპირ ბავშვების საწოლებისთვის არის შექმნილი. ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციაა.

2. ატლასი

ბამბის ძაფისგან შექმნილი ნატურალური და ელეგანტური ქსოვილი. სატინი აბრეშუმივით ბზინავს, იწვევს მსგავს შეგრძნებას, მაგრამ ამავე დროს გაცილებით იაფი ღირს. სატინის თეთრეული 300-მდე რეცხვას უძლებს და თითქმის არ იჭმუჭნება. ეს ძალიან ელეგანტური და დახვეწილი თეთრეულია.

3. სელი

ეს არის კლასიკა საუკუნოვანი ისტორიით. სელის თეთრეულს უნიკალური თვისებები აქვს: სიცხეში სასიამოვნოდ აგრილებს და, სიცივეში პირიქით – ათბობს. უძლებს რეცხვის უსასრულო რაოდენობას, რისგანაც ქსოვილი მხოლოდ და მხოლოდ ღიავდება. მაგრამ სამუდამო მაინც არაფერია.

4. ჩითი

ყველაზე იაფი და უბრალო ქსოვილი, რომელიც შეგრძნებით კოლენკორს მოგაგონებთ. ჩითის თეთრეული სწრაფად იცვითება, სამაგიეროდ არ იჭმუჭნება. თუ სხვადასხვა ნახატები და ფერები მოგწონთ ან ხშირად მოგზაურობთ, შეგიძლაით ამ ქსოვილის თეთრეული გამოიყენოთ.

5. პერკალი

ვარიანტი, რომელიც შეიძლება ყველას არ გამოადგეს, თუმცა ამ ქსოვილის თეთრეული მაიცნ დიდი პოპულარობით სარგებლობს. უძლებს 1000 რეცხვას, ძალიან მკვრივი და გამძლეა. ამ თეთრეულის დაუთოება არ არის ადვილი ორთქლის უთოთიც კი.

6. აბრეშუმი

აბრეშუმი მეფეებისთვისაა შექმნილი. ის არამხოლოდ ლამაზი, გამძლე, ჰიპოალერგიულია, არამედ სამკურნალო თვისებებიც აქვს. ითვლება, რომ აბრეშუმის თეთრეულზე ძილი საშუალებას გაძლევთ უფრო სწრაფად გადალახოთ ყველანაირი გაციება. ერთადერთი უარყოფითი ის არის, რომ აბრეშუმი საკმაოდ ძვირი ღირს.

7. პოპლინი

ხელმისაწვდომი და უპრეტენზიო ქსოვილი ყოველდღიური მოხმარებისთვის. ძალიან რბილია, უყვარს ნათელი ფერები და ადვილად ირეცხება. შეაგდეთ მანქანაში, გააშრეთ და კვლავ გამოიყენეთ. მისი გარეცხვა 60 გრადუსზეც კი შეგიძლიათ.

8. ბამბუკი

ახალი ქსოვილი, რომელიც უკვე იძენს პოპულარობას. ბამბუკის თეთრეული თითქოს სხეულზე ადაპტირდება და კარგ ძილს უზრუნველყოფს. მოსავლელად ძალიან მარტივია – იდეალურად ირეცხება და ღირსეული გამძლეობა აქვს.

რატომ არ უნდა დააუთოვოთ საწოლის თეთრეული

უნდა გაერკვეთ ერთ კონცეპტუალურ საკითხში – საერთოდ რატომ უნდა დავაუთოვოთ ქსოვილები? ეს არის ძველი ტრადიცია, რადგან ჩვენ ჩვენი ცხოვრების მესამედს საწოლში ვატარებთ, შესაბამისად მას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. ადრე როგორ იყო? მდინარეში რეცხავდნენ, შემდეგ კი ცხელ უთოს გადაუსვამდნენ მიკრობების გასანადგურებლად. თანამედროვე სამყაროში ეს ყველაფერი არააქტუალურად გვეჩვენება.

მეგობრის იტალიაში მცხოვრები დეიდას სიტყვებიდან ეს დასკვნა გამოვიტანე: ადრე დაუთოებას ნამდვილად ჰქონდა აზრი, რადგან ამას ჰიგიენური პროცედურების ჩატარებისთვის აკეთებდნენ. ახლა კი თითქმის ყოველ ოჯახში არის სარეცხი მანქანა და უამრავი სარეცხი საშუალება, მათ შორის ანტიბაქტერიულიც. საწოლის თეთრეული კი 90 გრადუსზეც ირეცხება, ამიტომ, საეჭვოა, რომელიმე ბაქტერიამ გაუძლოს ამ ტემპერატურას.

გარდა იმისა, რომ სარეცხ მანქანებს უკვე აქვთ გაშრობის და დაუთოების ფუნქცია, თანამედროვე ქსოვილები რეცხვის შემდეგ ნაკლებად საჭიროებენ დაუთოებას. მაგალითად, აბრეშუმი, პოპლინი, ჩითი შეგიძლიათ საერთოდ არ დააუთოოთ, სელის დაუთობას კი აზრი არ აქვს, რადგან ის ოდნავ შეხებაზეც კი იჭმუჭნება. თუ თქვენ ძალიან იტანჯებით შინაგანი ესთეტიკით, შეგიძლიათ გარეცხვის შემდეგ თეთრეული გაასწოროთ, შემდეგ კი კარგად დაკეცოთ – ის ისე გამოიყურება, თითქოს სულ ახლახან დააუთოეთ.

იტალიელები ზოგადად თვლიან, რომ არ ღირს დროის დაკარგვა იმაზე, რაც მომდევნო დღეს თავის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდება. რატომ უნდა დაიტვირთოთ თავი ზედმეტი საქმით და ამაზე დამატებით ელექტროენერგია დახარჯოთ?