ტანსაცმლის სარეცხი კაფსულები: რატომ არ ღირს ამ პროდუქტში ორმაგის გადახდა

სარეცხი კაფსულები რა თქმა უნდა, მოსახერხებელი რამაა. ჩააგდებთ ბარაბანში, შეყრით თეთრეულს, ჩართავთ და – თავისუფალი ხართ. ჩვენც ვცადეთ ეს, მაგრამ ორი რეცხვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს პროდუქტი ჩემთვის მისაღები არ არის. გელით ტანსაცმლის რეცხვა ბევრად მირჩევნია, კაფსულებს კი არავის გირჩევთ.

როგორც გაირკვა, მხოლოდ მე არ მაქვს კითხვები კაფსულებთან დაკავშირებით. დავინტერესდი და წავიკითხე მიმოხილვები, რითაც საინტერესო ნიუანსები გავარკვიე. ამის შესახებ ახლა ამ სტატიაში მოგიყვებით. აი, რას წერს ბიჭი, რომელიც “კაფსულებით” რეცხავდა.

გელით რეცხვა სარეცხ მანქანაში

“ყველაფერი კარგად არის გააზრებული. კაფსულა შეიცავს ყველაფერს, რაც ხარისხიანი რეცხვისთვის არის საჭირო: გელს, კონდიციონერს, წყალში ხსნად გარსს. თქვენ უბრალოდ უნდა მოათავსოთ იგი სარეცხთან ერთად და დაიწყოთ რეცხვა.საინტერესო დაკვირვება. თავიდან ტანსაცმელი მხოლოდ წყალში ტივტივებდა, შემდეგ კი ქაფმა იფეთქა.

როგორც ჩანს, წყალში ხსნადი გარსი დაუყოვნებლივ არ გაიშალა, სარეცხი საშუალება კი იმდენი იყო, რომ ორ გავლებას არ ეყო, ქსოვილების სრულფასოვნად გასაეცხად. როდესაც მანქანას აღებთ, სუნი პირდაპირ ადგილზე გაგაქვავებთ. ეს მართლა მეტისმეტია. მისი სუნი იმდენად ძლიერი და უსიამოვნოა, მოშორებაც კი შეუძლებელია.

სუნამოზე ძლიერიც კია კაფსულის სუნი. კიდევ ერთი უსიამოვნო მომენტი. კაფსულა, რაღაც მიზეზით, მთლაინად არ დაიშალა. მისი ნარჩენები პირსახოცზე შევამჩნიე. შემდეგ გადავწყვიტე ბარაბანი მთლიანად გამევსო, იქნებ უფრო მეტი სარეცხი იყო საჭირო?

ამანაც არ უშველა. ზუსტად იგივე შედეგი მივიღე. კვლავ საშინლად მძაფრი კონცენტრირებული სუნი ჰქონდა ყველაფერს, რაც გაირეცხა. ამ სუნისგან თავიც კი ამტკივდა.

როდესაც ჩემი ცოლი მაისურის დაუთოებას იწყებდა, ყოველთვის ჩიოდა, რომ სარეცხი თითქმის არ გარეცხილა. და რომ ყველაფერი თითქოს წებოვანი იყო. ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, თითქოს ქსოვილებს სტრუქტურა შეეცვალა.”

გელით რეცხვა

“და ბოლო, რამაც განგაში გამოიწვია. როდესაც ჩვეულებრივი გელით რეცხვას დავუბრუნდით, რატომღაც მან კვლავ ასეთი რაოდენობის ქაფი გამოუშვა, თითქოს სარეცხ მანქანაში კვლავ კაფსულა იდო. მეჩვენება, რომ ამჯერად საქმე გადამეტებულ ქიმიკატთან გვაქვს. გავხსენი ბარაბანი და კვლავ ის სუნი ვიგრძენი! ვიფიქრე, რომმისგან ვეღარასოდეს გავთავისუფლდებოდი! ვფიქრობდი, რა მომეხერხებინა სარეცხი მანქანისთვის.

საბედნიეროდ, გელით ხელმეორედ რეცხვის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ახლა შემიძლია გავრეცხო ნებისმიერი რაოდენობის ტანსაცმელი და ნეიტრალური გელი ან სარეცხი ფხვნილი გამოვიყენო. რეცხვის ხარისხის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კაფსულა არანაკლებ კარგად რეცხავს. მაგრამ ეს ვარიანტი მე დაჩემს ცოლს ნამდვილად არ გამოგვადგა. თუ ვინმეს მოსწონს მძაფრი სუნები ან ვიღაცას ძალიან ბევრი ბინძური ტანსაცმელი აქვს, მაშინ ეს პროდუქტი აუცილებლად გამოადგება. ჩვენ კი ჩვეულებრივ გელს გამოვიყენებთ.”

რედაქციის რჩევა: მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როგორ და რით გარეცხავთ თქვენს ნივთებს. თუ კაფსულები ჯერ კიდევ არ გამოგიყენებიათ, მაგრამ გსურთ გაიგოთ, რა არის იგი, შეგვიძლია შემდეგი გირჩიოთ. სანამ კაფსულას მანქანაშიმოათავსებდეთ, გახსენით იგი ჭიქაში და სარეცხს ზუსტად ნახევარი წილი დაუმატეთ. პირდაპირ ბარაბანში. და ნახავთ, რაც მოხდება.