რატომაა იშვიათობა ამერიკულ სახლებში სარეცხი მანქანა

მრავალი ჩვენი თანამემამულისთვის, რომლებიც ამერიკას პირველად ეწვივნენ, სამრეცხაოებში სარეცხის რეცხვა უჩვეულო სიურპრიზია. ჩვენ მიჩვეულნი ვართ გავრეცხოთ ტანსაცმელი სახლში ნებისმიერ დროს, ამერიკულ ბინებში კი სარეცხიმანქანის დამონტაჟება რიგი მიზეზების გამო არ განიხილება.

ეს ჩვენ არც თუ ისე ხელსაყრელად გვეჩვენება, რადგან სამრეცხაოში სიარულს ბევრი დრო და ფული სჭირდება. განა უფრო იოლი არ არის ერთხელ გადაიხადო 500-600 დოლარი სარეცხ მანქანაში, როგორც ამას სხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა აკეთებს?

ჩვენი რედაქცია გაგარკვევთ, რატომ არის ამერიკელებისთვის უფრო ხელსაყრელი სამრეცხაო მომსახურებებით სარგებლობა და რა აიძულებს მათ უარი თქვან სახლში სარეცხი მანქანის დამონტაჟებაზე.

სარეცხი მანქანის დამონტაჟება

სარეცხი მანქანები აშშ-ში

დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა ამერიკელი სამრეცხაოებში არ რეცხავს სარეცხს. კერძო სახლის მფლობელები სარდაფში რამდენიმე სარეცხ მანქანას და საშრობს ამონტაჟებენ.

ქალაქის ბინებში სარეცხ მანქანებებს იშვიათად შეხვდებით და აქ კანონები არაფერ შუაშია. ქვეყანაში სარეცხი მანქანების დამონტაჟების აკრძალვის შესახებ კანონი არ არსბეობს.

ამავე დროს არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც გაქირავებული ბინის მეპატრონეები სარეცხი მანქანის დამონტაჟებას არ ჩქარობენ, და არც მცხოვრებლებს აქვთ ამაზე პრეტენზია. ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ფართო კავშირი ხელსაყრელ და ხელმისაწდომ სამრეცხაოებთან.

რატომ არ ამონტაჟებენ სარეცხ მანქანებს ამერიკულ ბინებში

1. ბინის მცხორებლები თავს იზღვევენ და თვლიან, რომ სარეცხი მანქანის დამონტაჟება ელექტრობასთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებსა და დატბორვას იწვევს, რაც იურიდიული ხარჯებით და ჯარიმებით დატვირთას მათ. ამიტომ, საიჯარო ხელშეკრულებებში ხშირად შეხვდებით პუნქტს, რომელიც მის დამონტაჟებას კრძალავს.

სურვილის შემთხევაში, მცხოვრებლებს შეუძლიათ მენეჯერს წერილობითი თხონით მიმართონ სარეცხი მანქანის დამონტაჟების შესახებ. მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველთვიური გადასახადი შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს.

2. ბევრ მრავალბინიან კორპუსში არ არის გაყავნილი კომუნიკაცია სარეცხი მანქანების დამონტაჟებისთვის. კომუნიკაციების თვითნებურად გაყვანა კი აშშ-ში კანონებთან სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის.

3. ამერიკელები სარეცხს თოკებზე არ ფენენ, საშრობების ჩართვა კი რთულია გამწოვვი ვენტილაციის არარსებობის გამო.

4. თავის როლს თამაშობს ხმის ფაქტორიც. ნებისმიერი სარეცხი მანქანა ხმაურობს, ეს კი შეიძლება მეზობლების უკმაყოფილების მიზეზი გახდეს.

5. აშშ-ში წყალი ძვირია. სარეცხის საერთო სამრეცხაოებში რეცხვა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრეე საკუთარ სარეცხ მანქანაში.

6. მობილური ამერიკელები ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. ამ მიზეზით, მსხვილი საყოფაცხორებო ტექნიკის შეძენა ბევრისთვის არარენტაბელურად ითვლება.

ამერიკული სამრეცხაოები

თანამედროვე თვითმომსახურების სამრეცხაოები აშშ-ში 24 საათის განმალობაში მუშაობს და მდებარეობს ხელსაყრელ ადგილებში ყველაზე დაკავებული ადამიანებისთვისაც კი. მათ აქვთ დამატებითი აღჭურვილობები, როგორიცაა საშრობი და საუთავებელი ტექნიკა, უფასო Wi-Fi, ტელევიზორები და ყავის აპარატები.

იქ არის ნებისმიერი ზომის სამრეცხაო. პროცესის დასაჩქარებლად, შეგიძლიათ ფერადი სარეცხი სხადასხვა მანქანებში შეყაროთ, ერთდროულად გარეცხოთ, მოათავსოთ პროფესიონალურ საშრობ კამერაში და სახლში ყოველკვირეული დამატებითი სუფთა ტანსაცმლით წახვიდეთ.

სამრეცხაოებში შეგიძლიათ ახალი მეგობრები შეიძინოთ, ესაუბროთ მეზობლებს და მომდევნო რეცხვის ციკლის ჩართვის შემდეგ წახვიდეთ საშოპინგოდ ან მშვიდად მოინახულოთ ახლომდებარე რესტორანი ფინჯანი ყავისთვის.

სამრეცხაოებში სიარულის მთელი ტრადიციაც კი ჩამოყალიბდა, ვიქენდებზე ოჯახები და მეგობრების ჯგუფები ერთად დადიან იქ, ამრიგად, რეცხვა გახდა დაღლილობისა და დაძაბულობისგან თავის დაღწევის საშუალება, და იქ დროს ადამიანები სასიამოვნოდ ატარებენ.

როგორც ხედავთ, აშშ-ში სახლში სარეცხი მანქანის დაყენება აკრძალული არ არის, მაგრამ ბევრი მისდევს ტრადიციას და სამრეცხაოების მომსახურებით სარგებლობენ.