კოსმეტოლოგიაში ეთერზეთების გამოყენება დასაფასებელია. როგორც აღმოჩნდა, არომატულ ზეთებს არა მხოლოდ თქვენი სახის კანის გაუმჯობესება ან ემოციური მდგომარეობის ჰარმონიზება, არამედ თქვენი მამაკაცის ფინანსური ზრდის ამაღლებაც შეუძლია.

“ვყიდულობ პიტნის ზეთს, შემდეგ კი ქმრის საფულეში ვაწვეთებ. ასე უკვე მეორე წელია ზაფხულობით საბერძნეთში ვისვენებ!” – მითხრა მეგობარმა, მე კი უბრალოდ გაოცებული ვუსმენდი მას. მისმა მონაყოლმა მაიძულა დაუყოვნებლივ წავსულიყავი უახლოეს მაღაზიაში არომატული ზეთების შესაძენად.

ეთერზეთების გამოყენება

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, რატომ უნდა ჩააწვეთოთ არომატული ზეთები საფულეში. ამას ვერავინ იფიქრებდა!

“ფული არის ენერგია. ენერგიის მოზიდვა კი გარკვვეული რიტუალებითა და არომატებით არის შესაძლებელი, სურნელები დაგეხმარებათ განეწყოთ გარკვეულ ტალღაზე, რადგან ფულის ენერგიასაც აქვს საკუთარი სიხშირე და ვიბრაცია!” – ასე დაიწყო ამბის მოყოლა ჩემმა მეგობარმა ირინამ.

ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან იყენებდნენ მცენარეებს და მათ არომატებს საკუთარ ცხოვრებაში სიმდიდრისა და წარმატების მოსაზიდად. დღესდღეობით, მცენარეების მაგიურ ძალას მეცნიერულ ლაბორატორიებში იკვლევენ.

და სანამ მეცნიერები ექსპერიმენტებს ატარებენ, მრავალი ადამიანი ეთერზეთებს ეკონომიკური ნაკადის მოსაზიდად იყენებს. მაგალითად, მოვაჭრეები არომატულ ბაზილიკის ზეთს აპკურებენ დახლებსა და საქონელს, კარგად გადამხდელი მყიდველების მოსაზიდად. ჩემი მეგობარი ლიკა კი, ნიჭიერი მეწარმე, ყოველთვის ატარებს ბერგამოტის ზეთით გაჯერებულ კულონს.

მისი თქმით, ის მას ეხმარება, რომ ბიზნესის სულისკვვეთებისკენ განეწყოს. ასევე, იგი თვეში ერთხელ, მზარდ მთვარეზე, ოფისში ანთებს არომატულ ლამფას პიტნისა და ბაზილიკის ზეთებით.

არომატული ლამფების გამოყენება

ოთახების არომატიზაციისა და ფულის მოზიდვისთვვის, თქვენ უნდა დაუმატოთ 5-7 წვეთი ეთერზეთი წყლით სავსე არომა ლამფაში, დაანთოთ სანთელი. პროცედურის ხანგრძლივობა ნახევარი საათია. ყველაზე მნიშვნელოვანი წესი – არომატი უნდა იყოს ახალი, რეგულარულად გამოცვალეთ “ფულის” არომატები.

აუცილებელი არ არის მხოლოდ არომა ლამფების გამოყენება. ირინა, რომელმაც მე ეთერზეთების ამ დადებით გავლენაზე მომიყვა, ეთერზეთებს უსვამს საფულის ზედაპირებს (შიგნიდან და გარედან), ასევე საბანკო ბარათებს, სავიზიტო ბარათებს, საქმიან დოკუმენტებს და სეიფსაც კი.

ასევე შეგიძლიათ უბრალოდ ჩააწვეთოთ რამდენიმე წვეთი ზეთი საფულეში ან ჩანთაში. და, რაც მთავარია, გჯეროდეთ, რომ ეს ნამდვილად იმუშავებს, რადგან გონების ძალას სასწაულების ჩადენა შეუძლია!

და ნუ ჩაიხვევთ ამ მოქმედებას: “მოეშვი და ჩვეულებისამებრ მიხედე საკუთარ საქმეებს, შედეგი კი არ დააყოვნებს. შესაძლოა, თავვიდან იგი მოკრძალებული იყოს, მაგრამ მასაც სჭირდება ბედნიერება. პირელი ფული შენს ცხოვრებაში უფრო მსხვილ კუპიურებს მოიზიდავს!” – დაასრულა რჩევის მოცემა ირინამ.

სურნელოვანი ზეთების სახეობები

ამ თემით იმდენად დავინტერესდი, რომ დავიწყე ეთერზეთების თვისებების შესწავლადა აი, რა აღმოვაჩინე: ფულის ენერგეტიკის მოზიდვაში გვეხმარება პიტნის, ნუშისა და მუსკატის კაკლის ზეთები. ისინი ხსნის დაძაბულობას, გეხმარებათ მოდუნებაში და არ აძლევენ შიშსა და ეჭვს ენერგიის წართმევის საშუალებას.

ვანილი სასურველის მიღწევაში, ყველაფერში წარმატების მიღწევაში გეხმარებათ. იგი იზიდავს ბიზნესისთვის საჭირო ხალხს. ადამიანებში დაფარულ შესაძლებლობებსა და ნიჭს გამოავლენს.

ბიზნესში ძალაუფლებისა და წარმატების მისაღწევად, საჭიროა მეწამულისფერ სანთელზე დააწვეთოთ ვეტივერის ზეთი დაიგი ყოველ კვირას დაანთოთ. ძალიან კარგად ერწყმის ჟასმისა და ვანილს. მიხაკი ქმნის საფუძველს სწორი, ფხიზელი გადაწყვეტილებებისთვის.

ილაგ-ილანგს შეუძლია წარმატების მოზიდვა საქმეებსა და სიმდიდრეში. ზოგჯერ სიმდიდრე გამოიხატება არა ფულადი ფორმით, არამედ იმის დაფასების შესაძლებლობით, რაც გაქვთ.

ჯანჯაფილის ფესვი კი შეგიძლიათ ჩანთის ჯიბეში მოათავსოთ ან გააკეთოთ საშე (მშრალი სუნამო) ჯანჯაფილის გამხმარი ფირფიტებით და მას კვირაში ერთხელ დააწვეთოთ ჯანჯაფილის ეთერზეთი. ადამიანი, რომელიც ამ მცენარეს იყენებს, ყოველთვის ამაღლებულ განწყობაზეა. ის ასწრებს ყველაფერს, რაც ჩაიფიქრა.

ფულის მომზიდავ ეთერზეთებთან მუშაობისას საჭიროა კარგ განწყობაზე იყოთ. არასდროს გააკეთოთ ეს ცუდ ხასიათზე ყოფნისას. ფულს ეს ძალიან არ უყვარს.

აძლიერებს ვიზუალიზაციის გავლენას. წარმოიდგინეთ, რომ თითქოს უკვე ყველაფერი აგიხდათ და მიიღეთ ზუსტად იმდენი ფული, რამდენიც გჭირდებათ. და, რა თქმა უნდა, იყავით სტაბილური თქვენს ქმედებებში! ფულს რეგულარულობა უყვარს.

დაბოლოს ვიტყვი, რომ ამას ასე სერიოზულად არ უნდა მიუდგეთ. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის თამაში, თქვენ კი თვალს ადევნებთ, თუ რა მოხდება.

სხვათა შორის, ეთერზეთების გამოყენება არც ამით შემოიფარგლება. მე, მაგალითად, სახლში გენერალურ დასუფთავებასაც კი არომატული ზეთების დახმარებით ვასრულებ, რადგან სუფთა ეთერზეთები შესანიშნავად მოქმედებს დეზინფექციისთვის და სახლს იდეალურად წმენდს. მათი სურნელი კი ადამიანებზე დადებითად მოქმედებს. მთავარია შეამოწმოთ, გიხდებათ თუ არა ზეთი. და მაშინ მათი გამოყენებით დაამზადოთ საწმენდი საშუალება სახლის პირობებში.

ასეთი საშუალებები საკმაოდ იაფი იქნება და ამასთან, ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი