როგორ გამოვიყენოთ ბაღის ძველი შლანგები: იდეები მათთვის, ვინც გარემოს უფრთხილდება

ეს იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე ჩვენ გვსურს: ბაღის შლანგი კვლავ ზიანდება და გამოუსადეგარი ხდება. ალბათ, ის ჟონავს, რადგან მასზე ნახვრეტები გაჩნდა, ან ხშირად იხლართება, რაც შემდგომში მის მუშაობას აფერხებს.

ალბათ არ არსებობს ბაღი, სადაც დაზიანებული მოსარწყავი შლანგი არ არის. სანამ მათ გადაყრიდეთ, გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ მათ მეორე სიცოცხლე აჩუქოთ. ზოგი მათგანი შეიძლება ნამდვილად გამოუსადეგარი იყოს, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებიც რეალურად გამოგადგებათ.

ყველაზე მზრუნველ მკითხველებს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ყველაზე პრაქტიკულ იდეებს ბაღის შლანგის უტილიზაციისთვის, რომელთა გარდაქმნაც საკუთარი ხელებით ძალიან მარტივია.

ძველი შლანგები

1. კალათა

რის გაკეთება შეიძლება ძველი შლანგებისგან? პირელ რიგში, შესანიშნავი საყოფაცხოვრებო კალათები. ისინი ადვილად ირეცხება და გადაერთების ადგილებს შორის არსებული ხვრელების ხარჯზე ჰაერს ატარებს.

ამ მიზნისთვის ყველაზე უფრო გამოგადგებათ თხელი და ძალიან რბილი შლანგები. მათთან მუშაობა ადვილია და ასეთი ნაკეთობა ძალიან აკურატულად გამოიყურება, და, რაც მთავარია, არ იქნება ზედმეტად დიდი ზომის. ქსოივს პროცესში, კალათის კედლები მავთულით ან საკაბელო მომჭერებით მაგრდება.

კალათის ფსკერი შეგიძლიათ ცალკე დაწნათ მოსარწყავი შლანგით, ასევე შეიძლება გამოიყენოთ პლასტმასის ფირფიტა. შლანგისგან დამზადებული კალათების შენახავ მარტივია და მათით შეგიძლიათ გადაზიდოთ ხილი და ბოსტნეული, ასევვე შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ბაღის საყვავილეები.

2. ბაღის ხალიჩა

ძველი შლანგისგან ასევე მარტივვია გამძლე, ხანგრძლივად გამოყენებადი და ტენგამძლე ხალიჩა.

ფორმა თავად აირჩიეთ, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყევლაზე უკეთ გამოიყურება და ადვილად გამოყენებადია მრგვალი და ოვალური ფორმის ხალიჩები, რადგან მათ გადახვევის უნარი აქვს.

3. ორიგინალური ღობე

წნული არის დაწნული ღობე, რომელიც ყლორტებით ან ტოტებით მზადდება. სარწყავი შლანგებისგან დამზადებული გამძლე და ლამაზი წნული შემოღობავს თქვენი ბაღის ბილიკებს, გამოყოფს საყვავილეებს, დაიცავს ნარგავებს და მეზობლებსაც მოაწონებს თავს.

მიწაში ესობა თხელი ლითონისგან დამზადებული ბოძები ან ხის კუნძები. შემდეგ მათ შორის უნდა დაწნათ შლანგი. ეს იგივე პრინციპით კეთდება, როგორც კალათების დაწნა. ასეთი ღობე მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ. ხოლო თუ შლანგი ბევრი გაქვთ და ისინი სხვადასხვა ფერისაა, შეიძლება იგი თქვენი მიწის ნაკვეთის ნამდვილ დეკორაციადაც აქციოთ.

4. ეზოს ავეჯის ელემენტები

დრეკადი შლანგებით ბაღის ავეჯის გაფორმება შეგიძლიათ. ის ძალიან უბრალოდ გამოიყურება, მაგრამ ამავე დროს, ტენგამძლეა და განსაკუთრებულ ზრუნვას არ საჭიროებს.

5. წვეთოვანი სარწყავი

თუ მიწის ნაკვეთზე სატუმბი გაქვთ ან წყლის მილია გაყვანილი, მაშინ შეგიძლიათ ძველი შლანგი წვეთოვან სარწყავ სისტემად გადააქციოთ. გაზომეთ შლანგის საჭირო9 სიგრძე საყვავვილეების ზომის მიხედვით და მასში რამდენიმე ნახვრეტი გააკეთეთ თანაბარი დისტანციებით.

თუ მცენარე უკვე დარგული გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ განათავსოთ შლანგი და თითოეულ ბუჩქთან ნახვრეტი გააკეთოთ. შლანგის ერთი ბოლო დალუქეთ, მეორე კი წყალმომარაგების სისტემასთან მიაერთეთ. ამ კონსტრუქციაში წყალი საჭიროების შემთხვევაში მოიმარაგეთ. ასე, თითოეული ნერგი შეძლებს საჭირო ტენიანობის მიღებას.

6. მოსახერხებელი სახელურები

როგორც წესი, ლითონის სათლებს, რომლებსაც მებაღეები თავიანთ ნაკვეთებში იყენებენ, თხელი ლითონის სახელურები აქვს, რომლებიც ხელის გულს უხეშად ეხება. ამ სიტუაციის გამოსწორებაში სარწყავი შლანგის პატარა ნაჭერი დაგეხმარებათ.

გადაჭერით შლანგისთვის საჭირო სიგრძე და ამ ნაჭერზე გრძივი ჭრილი გააკეთეთ. ხელზე გაიკეთეთ და წებოს ლენტის გამოყენებით დაიფიქსირეთ. ახლა წყლის ტარება ბევრად მოსახერხებელი იქნება.

7. მოქნილი დამჭერი ახალგაზრდა ხეებისთვის

იმის ნაცვლად, რომ ხის ნერგების ერტიკალურ მდგომარეობაში გასამაგრებლად მავთული ან პლასტმასი გამოიყენოთ, გამოიყენეთ შლანგის პატარა ნაწილი. შემოახვიეთ იგი ნაკვეთის გარშემო ისე, რომ ახალგაზრდა ხეები არ დააზიანოთ.

8. შესანიშნავი ამორტიზატორები

ხდება ხოლმე, როდესაც ავტოფარეხის დაუმონტაჟებელი კარები უხეშად ეხება მანქანის კარს. შედეგი – ნაკაწრები ან საღებავის ლაქებია. გააკეთეთ ელემენტარული ამორტიზატორები. შლანგის ნაჭრები იატაკზე იმ ადგილებში მოათასვეთ, სადაც კარები იხსნება და, თვითმჭრელი შურუპებით დააფიქსირეთ. ეს რეზინები შესანიშნავად დაიცავს თქვენს მანქანას მოულოდნელი დაზიანებებისგან.

9. შლანგ-არტი

მოხერხებული ხელები შეძლებენ ძველი რეზინის შლანგები დეკორის გამრავალფერონების საფუძვლად აქციონ.

ჩამოთვლილი ვარიანტების გარდა, კიდევ უამრავი გზა არსებობს აგარაკზე ძვველი შლანგების გამოსაყენებლად. თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ფანტაზია და დამოუკიდებლად მოიფიქროთ საინტერესო იდეები, რომლებიც დაგეხმარებათ სასარგებლოდ მიუჩინოთ ადგილი ძველ სარწყავ ინვენტარებს.