რატომ ცვთება მანქანის საბურავები ასე სწრაფად და შეგვიძლია თუ არა რამის გაკეთება

ავტომობილის მფლობელები ხშირად ვარდებიან სიტუაციაში, როცა მათი მანქანის საბურავები იმაზე სწრაფად ცვდება, ვიდრე სურდათ. საბოლოოდ უწევთ ზედმეტი დანახარჯების გაღება. იმისათვის, რომ მსგავსად არ შეგეშალოთ ხელი, უნდა გაიგოთ რა ხდება სინამდვილეში.

1. გზის საფარის ხარისხი

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გზის საფარის უხარისხობაა. ამას ვერაფერს მოუხერხებთ, განსაკუთრებით თუ პერიფერიებში გიწევთ სიარული. ერთადერთი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, მაქსიმალურად აარიდოთ თავი ცუდ გზებზე სიარულს.

2. მართვის სტილი

საბურავების გაცვეთის სწრაფი მაჩვენებელი მანქანის ტარების მანერაზეცაა დამოკიდებული. თუ ძალიან სწრაფად მოძრაობთ და ხშირად აკეთებთ უეცარ, მკვეთრ შემოტრიალებებს, რეზინის რესურსის ამოწურვა მოსალოდნელია. ამ პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში თუ ამ ქმედებებს გადაეჩვევებით.

3. დატვირთვის დონე

ეს არანაკლებ გავლენას ახდენს საბურავის რეზინზე. სავალალო შედეგებისგან თავის ასარიდებლად საჭიროა არამხოლოდ სიჩქარის კონტროლი, არამედ ავტომობილის მწარმოებლის რეკომენდაციების დაცვა, რომლებიც ტექნიკურ დოკუმენტებშია მოცემული.

4. არასეზონური რეზინი

რეზინის შეცვლა შესაბამის სეზონზე მნიშვნელოვანი ასპექტია ავტომობილის მოვლისას. წელიწადის თბი დროს ზამთრის რეზინით სიარული საბურავებს დააზიანებს.  მაღალი ტემპერატურა მათზე ნეგატიურად მოქმედებს და სწრაფ განადგურებას იწვევს. იგივე მოხდება თუ ზაფხულის რეზინით ყინვაში ივლით.

5. საბურავების ხარისხი

ყველა გამოცდილმა ავტომობილის მფლობელმა იცის, რომ არ უნდა იყიდოს იაფიანი რეზინა საბურავებისთვის. ისინი სწრაფად ფუჭდებიან და ნეგატიური ზემოქმედებით ხასიათდებიან.