სჭირდება თუ არა თანამედროვე პატარძალს მზითვი?

ალბათ, ახლა ბევრმა თინეიჯერმა არც კი იცის, რა არის პატარძლის მზითვი. ეს არც არის უნცაური, რადგან ამ ტრადიციამ უკვე მრავალი ასწლედი გამოიარა. მოდით გავიგოთ, საიდან წარმოიშვა იგი და ღირს თუ არა ამ ჩვეულების დაცვა ჩვენს დროში.

პატარძლის მზით[ე]ვი

მზითვად ყოველთვის ითვლებოდა რამდენიმე ნივთი, რომლებიც ქორწინების დროს გოგონას საკუთრება იყო. ამ ქონების შეგროვების ჩვეულება არსებობდა და ახლაც არსებობს მრავალ ხალხში, თუმცა, თითოეული მათგანი ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან.

ჩვენი კულტურის თანახმად, ამ მზითვის შეგროვებით ყოველთვის გოგონას დედა იყო დაკავებული. განსკაუთრებით საინტერესოა ის, რომ ეს პროცესი თითქმის ქალიშვილის დაბადებიდანვე იწყებოდა. გოგოებს, რომლებსაც მზითვი არ ჰქონდათ, უმზითვოებს ეძახდნენ. მაგალითად, საბერძნეთში, რამდენიმე საუკუნის წინ, ასეთ გოგოებს საერთოდ არ ჰქონდათ გათხოვების შანსი.

ჩვეულებრივ რა შედიოდა მზითვში რამდენიმე საუკუნის წინ? სია საკმაოდ გრძელი იყო. იგი იწყებოდა საყოფაცხოვრებო ნივთებით: ბუმბულის საწოლით, ხალიჩებით, ჭურჭლით… დამთავრდებოდა ძვირფასეულობებითა და ფასიანი ქაღალდებით. ჩვენს ქვეყანაში, მზითვის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჭადრაკი და “ვეფხისტყაოსანი”. ყველამ არიცის, მაგრამ მზითვი ყოველთვის ქალის განუყოფელ საკუთრებად ითვლებოდა. ეს კი ნიშნავს, რომ განქორწინების შემთხვევაშიც კი, იგი ქალთან რჩებოდა.

მიუხედავად ამისა, ყოველთვის მოიძებნებოდა ისეთ გოგოებზე მონადირე კაცები, რომლებსაც მდიდრული მზითვი ჰქონდათ. ეს ჩვევა დღემდეა შენარჩუნებული, თუმცა, მან ოდნავ განსხვავებული ფორმა შეიძინა. ბევრი საქმრო, პირველ რიგში, თავად გოგოს კი არა, არამედ მის ბინას ათვალიერებს.

მზითვის აქტუალობა თანამედროვე სამყაროში

წარსულში ასეთი ტრადიციის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მამაკაცი ყოველთვის ინარჩუნებდა თავის მეუღლეს. ქალი დაკავებული იყო სახლის საქმეებით და შვილების აღზრდით, მაგრამ ოჯახში ფულის შემოსატანად ნამდვილად არ მუშაობდა. ეს ქმარს უნდა გაეკეთებინა.

ახლა სიტუაცია ძალიან შეიცვალა. ქალების უმრავლესობა ზუსტად ისევე მუშაობს, როგორც მათი კაცები. სწორედ ამიტომ, უზარმაზარი და მდიდრული მზითვის შეგროვება აქტუალური აღარ არის. საკმაოდ სამართლიანი იქნება, თუ საცხოვრებელიც, ისევე როგორც კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა სხვა აღჭურვილობა, საერთო ფინანსებით იქნება შეძენილი.

რა თქმა უნდა, ეს იდეალური ვარიანტია. თუმცა, ყოველთვის შეგიძლიათ წახვიდეთ კომპრომისზე ასეთ გადაწყვეტილებებში და ყველა დეტალი განიხილოთ. განხილვა დაკავშირებულია კერძოდ ქალისა და მამაკაცის ფინანსებთან, რომლებიც დაქორწინებას ან საცხოვრებლად ერთად გადასვლას აპირებენ. ამიტომ ცოტა უცნაურია, როცა წყვილის მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ან აქტიურად ერევიან ახალგაზრდების ცხოვრებაში.

გახსოვდეთ, რომ დამოუკიდებლობა და რთული გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღების უნარი მნიშვნელოვანია როგორც ქმრისთვის, ასევე ცოლისთვის. სწორედ ეს თვისებები მოგცემთ ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გარანტიას.