12 მცენარე, რომლებიც თქვენს სახლს სხვადასხვა მავნე მწერისგან დაიცავს

ტკიპები, კოღოები, ბუზები, ტარაკანები – ის არასასურველი სტუმრები არიან, რომელთაგან თავის დაღწევა არც ისე ადვილია. ზოგი მათ წინააღმდეგ მავნე ქიმიურ საშუალებებს იყენებს, მაგრამ არსებობს შესანიშნავი მეთოდი, რომელიც იმის გარდა, რომ მწერებს სამუდამოდ მოგაშორებთ, თქვენს ბაღს ადამიანებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის, მწერებისთვის კი აუტანელს.

აუცილებლად დარგეთ ამ მცენარეთაგან ერთ-ერთი:

1. ლავანდა

ადამიანებს უყვართ ლავანდას სურნელი, რასაც ვერ ვიტყვით მწერებზე. გარდა იმისა, რომ ლავანდას ზეთი მოქმედებს როგორც ბუნებრივი რეპელენტი კოღოების წინააღმდეგ, ასევე, გარდერობში ლავანდის გამხმარი ყვავილების კონა ჩრჩილს აფრთხობს. ერთადერთი მწერი, რომელსაც ლავანდის სურნელი იზიდავს, ფუტკარია.

2. რეჰანი

რეჰანი ყველა ბოსტანში უნდა იზრდებოდეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უგემრიელესი საკმაზია კერძებში, არამედ იმ თვისების გამოც, რომ მას კოღოების დაფრთხობა შეუძლია. ბუნებაში მფრინავი არსებების მხოლოდ ექვსი ისეთი ტიპი არსებობს, რომლებიც კოღოებს აშინებს და მათგან ოთხს სწორედ რეჰანი შეიცავს. აგრეთვე, მისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ძალიან ეფექტური კოღოების საწინააღმდეგო აეროზოლი.

3. პიტნა

პიტნა – არომატული საკმაზის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც პარაზიტებს აფრთხობს. მენთოლი, პიტნაში არსებული აქტიური ნივთიერება, კოღოებისა და ბუზებისთვის მოქმედებს როგორც პესტიციდი. ის ჭიანჭველებსა და ობობებსაც კი აფრთხობს. და კიდევ ერთი ბონუსი: პიტნა თაგვებს აშინებს.

გაითვალისწინეთ, რომ პიტნა ინვაზიური სახეობაა. შეინახეთ იგი ბაღში სხვა მცენარეებისგან შორს.

4. როზმარინი

რეჰანი, პიტნა, როზმარინი – თქვენი ბოსტანი მალე მწერებისთვის შეუღწეველ ადგილად იქცევა!

როზმარინი ფართოდ გამოიყენება გრილზე კერძების გამოცხობისას, მაგრამ იცით თუ არა, რომ თუ მას უბრალოდ დადებთ გისოსზე, იგი თქვენს პიკნიკს კოღოებისგან დაიცავს? უბრალოდ დადეთ რამდენიმე ღერო როზმარინი გრილზე – არომატული ბოლი მაშინვე დააფრთხობს მფრინავ სისხლისმწოველებს!

5. ნარგიზელა

ნარგიზელა ნებისმიერი ბაღის დეკორაციად იქცევა, მაგრამ ის მხოლოდ თვალს არ ახარებს. იგი არა მხოლოდ კოღოებს დააფრთხობს, არამედ დაიცავს თქვენს ბაღს ნემატოდებისგან – მიკროსკოპული მრგვალი ჭიებისგან, რომლებიც ფესვებით იკვებებიან.

6. კატაპიტნა

ზოგიერთი კვლევის მონაცემებით, კატაპიტნა ათჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე DETA – ძირითადი ქიმიური ნივთიერება მრავალ რეპელენტში. თუ ეს საკმარისი არ არის, მაშინ მოხარული ვართ გაცნობოთ,რომ ის ასჯერ უფრო ეფექტურია ტარაკანების წინააღმდეგ, ვიდრე DETA. მაგრამ გაითვალისწინეთ: ის იზიდავს კატებს!

7. მაკლურა ფორთოხალი

მაკლურა კიდევ ერთი ნატურალური რეპელენტია ტარაკანების წინააღმდეგ. ხალხში, ეს მწვანე ნაოჭებიანი ნაყოფი დიდი ხანია განიხილება, როგორც ეფექტური საშუალება სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ. 1953 წელს, ამერიკელმა ქიმიკოსმა დონალდ პიტიმ აღნიშნა, რომ “ოთახში ერთ მაკლურას ყველა ტარაკანის დაფრთხობა შეუძლია, ეს კი კედრის არომატის დამსახურებაა.”

თუ მაკლურა ფორთოხლის გაშენება გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ მის ხეს შეუძლია სიმაღლეში 6 მეტრს მიაღწიოს, მისი შტამბი კი ერთ მეტრზე მეტია.

8. ქრიზანთემები

ქრიზანთემები ძალიან ლამაზი ყვავილებია, რომლებიც ამავდროულად იცავენ ბაღს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. ქრიზანთემები შეიცავს პირეტრუმს, ნივთიერებას, რომელიც კლავს და აფრთხობს ჭიანჭველებს, ტკიპებს, რწყილებს, ობობებს და საწოლის ტკიპებსაც კი.

9. დედოფლის ყვავილი

ფრთათეთრებსა და ბუგრებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ თქვენს ბაღს. საბედნიეროდ, შეგიძლიათ ეს პატარა არსებები დაიჭიროთ დედოფლის ყვავილების დახმარებით. ფრთათეთრებს და ბუგრებს ძალიან უყვართ ეს მცენარეები, ამიტომ მავნებლების დასაჭერად, დარგეთ დედოფლის ყვავილები თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ყვავილების გვერდით. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, “ხაფანგის” რეგულარულად შემოწმება, რომ მწერებმა მათი განადგურება ვერ მოასწრონ.

10. ნიორი

თქვენ, ალბათ იცით, რომ ნიორი შესანიშნავი საშუალებაა ვამპირების წინააღმდეგ. მაგრამ იცოდით, რომ თუ თქვენს ბოსტანში ნიორს დარგავთ, მიწის ნაკვეთს ტკიპების, ჭიების და ბაღის სხვა მავნებლებისგან დაიცავთ? თუ ნიორს ბაღის პერიმეტრზე დარგავთ, ეს იქნება საიმედო ბარიერი მრავალი ცხოველისგან დასაცავად. შემდეგ კი აიღებთ მოსავალს და ნიორს კერძებში გამოიყენებთ!

11. ლიმონის ურო

ლიმონის ურო შეიცავს ციტრონელს – ერთადერთ ინგრედიენტს, რომელიც კოღოების საწინააღმდეგო მრავალი რეპელენტის შემადგენლობაში შედის. მაგრამ სინამდვილეში, ლიმონის უროს გაზრდა გაცილებით ეფექტურია სისხლისმწოველი მწერებისგან თავის დასაცავად, რადგან ბუნებრივ ფორმაში მცენარეს უფრო მძაფრი სუნი აქვს.

12. დიონეა (ვენერას ბუზსაჭერი)

თუ მავნებლებისგან თავის დაცვისთვის უფრო ექსტრემალური მეთოდების გამოყენება გსურთ, მიწის ნაკვეთში დარგეთ დიონეა. ის ჭამს ბუზებს და სხვა პატარა ზომის მწერებს. ბუზსაჭერი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყველა მწერს, რომლებიც წინა თერთმეტმა მცენარემ ვერ დააფრთხო.