13 ძველი ხრიკი, რომლებიც ყოველდღიურ პრობლემებს ორ თვლაში დაგაძლევინებთ

თანამედროვე მაღაზიების თაროები სავსეა ყველანაირი გაჯეტებით და მოწყობილობებით, რომლებმაც ცხოვრება უნდა გაგვიადვილონ. მაგრამ, არანაკლებ ეფექტურია ძველი ხრიკები, რომლებითაც ჩვენი ბებიები სარგებლობდნენ. ჩვენ 13 მათგანი შევაგროვეთ.

1. ელვა-შესაკრავის დაფიქსირება

იმისათვის, რომ შარვალზე ელვა-შესაკრავი არ გაიხსნას, დააფიქსირეთ ის გასაღების რგოლით. უბრალოდ ჩამოკიდეთ ის ღილზე.

2. ნივთების დანიშვნა

თუ სახლში ბევრი დამტენი გაქვთ და მუდამ ერთმანეთში გერევათ, ან სტუმრად დადიხართ და არ გსურთ დაკარგვა, ფერადი სკოტჩი გამოიყენეთ. დააკარით ის მოწყობილობებს ან ყურსასმენების სადენებს, რათა მუდამ მოახერხოთ საკუთარი ნივთების გარჩევა.

3. ფოლგა გაზქურაზე

თუ ყოველ ჯერზე გაზქურის ზედაპირის მოსუფთავებით დაიღალეთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი ფოლგა. დააფარეთ ის უბრალოდ გაზქურას და როცა დაჭუჭყიანდება, მისი მოცილება ძალიან მარტივია.

4. ნიშნულები ბოსტნისთვის

ღია ტერიტორიებისთვის ქაღალდის ნიშნულები არ გამოგადგებათ. მარტივი პლასტმასის ნიშნულები კი სწრაფად მიგანიშნებთ სად რაა დარგული. მათ მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ აგურის, ქვის ან თიხის მოდელები. თუ გსურთ, დაახატეთ კონკრეტული ბოსტნეული და ხილი ან უბრალოდ დააწერეთ სახელები.

5. როგორ მოვიქცეთ სახეხთან

თუ რამის წვრილად გახეხვა გსურთ, ჩანგალი გამოიყენეთ. ასე მინიმუმამდე დაიყვანთ ხელის გაჭრის რისკს.

6. სადენების დაცვა

დამტენების სადენები შეერთების ადგილას ხშირად ფუჭდებიან. ამის თავიდან ასარიდებლად, ჩამოაცვით მათ კალმების პატარა ზამბარები.

7. კურკების მოცილება

ალუბლიდან კურკების ამოღების რამდენიმე ხერხი არსებობს, მაგრამ ყველაზე მარტივი და ძველი მეთოდი ძაბრის გამოყენებაა.

8. ავეჯის რესტავრაცია

ხის ავეჯზე არსებული ნაკაწრები მარტივად შეგიძლიათ დამალოთ ფეხსაცმლის ჩვეულებრივი კრემით. დაადეთ მისი თხელი ფენა დაზიანებულ ადგილს და ნაკაწრები პრაქტიკულად შეუმჩნეველი გახდება.

9. კვერცხის გაცალკევება

ცილის და კვერცხის გულის გამოსაცელკევებლად ყველაზე მარიტივ მეთოდი ნახვრეტებიანი კოვზია. უბრალოდ დაახალეთ მას კვერცხი და დაუცადეთ სანამ ცილა ჯამში არ ჩაიწურება.

10. გაჭედილი ელვაშესაკრავი

ამ პრობლემის გადაჭრა ჩვეულებრივი ფანქრით შეგიძლიათ. კარგად „დახატეთ“ მისი მეშვეობით პრობლემური ადგილი და ის ისევე ადვილად გავა, როგორც მანამდე.

11. ბუსუსები

ბუსუსების მოშორება ჩვეულებრივი სამართებლით შეგიძლიათ. ფრთხილად „გაპარსეთ“ პრობლემური ადგილი და ჯემპერი ახალივით იქნება.

12. სამზარეულოს დაფების გაწმენდა

ხის დაფები სხვადასხვა სურნელს იწოვს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია რეგულარულად ჩაუტაროთ ხარისხიანი წმენდა. ყველაფერი რაც ამისთვის დაგჭირდებათ: მარილი და ლიმონია. დააყარეთ დაფას მარილი და წაუსვით ლიმონი მის ზედაპირს. დატოვეთ 10-15 წუთო, შემდეგ წყლით გარეცხეთ.

13. დამჭერები ბოთლებისგან

ნუ გადააგდებთ შამპუნების და დასაბანი საშუალებების ბოთლებს. შეგიძლიათ ისინი დამჭერებად აქციოთ. მიამაგრეთ კედლებზე და მოათავსეთ მათში სავარცხელი, კოსმეტიკა, გაჯეტები და სხვა წვრილმანები.