7 ვერტიკალური ბაღი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან: ასეთის აშენებას ჩვენს ქვეყანაშიც მოინდომებდით

თანამედროვე ქალაქები იმდენად სწრაფად იპყრობენ ბუნებრივ ზონებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და არქიტექტორები დაფიქრდნენ თუ როგორ შეუძლიათ მეგაპოლისების გამწვანება. გამოსავალი ნაპოვნია: სახლების ფასადები ვერტიკალურ ბაღებად უნდა იქცეს. ზოგიერთ მეგაპოლისში უკვე შევხვდებით ცათამბჯენებს, რომელთა კედლებიც მცენარეებითაა მოცული. ეს მხოლოდ დეკორაციის მიზნით არ კეთდება! ამით უმჯობესდება ჰაერის ხარისხი და იცვლება მიკროკლიმატი შენობის შიგნით.

1. «ვერტიკალური ტყე» (Bosco Verticale) მილანში (იტალია)

უჩვეულო სილამაზით და კონსტრუქციით ჩაფიქრებული ეს პროექტი მილანის ნამდვილი მორთულობაა. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი სტეფანო ბოერიმ დააპროექტა და ის პრესტიჟულ უბანში, პორტა ნუოვაში მდებარეობს. ცათამბჯენების სიმაღლეა 80 და 112 მ. მათ ფასადს კი 800-ზე მეტი ხე რთავს.

აქ ყველა ოჯახი ავტომატურად საკუთარი ბაღის მფლობელი ხდება. ამასთან, მაცხოვრებლები დასვენებულები არიან ქუჩის ხმაურისგან, მტვერისგან და მზის პირდაპირი სხივებისგან. ეს ოაზისი საკუთარი ელექტროენერგიით გამოირჩევა. შენობების სახურავზე მზის პანელებია განლაგებული.

2. კულტურული ცენტრი CaixaForum Madrid მადრიდში (ესპანეთი)

ეს საკმაოდ პოპულარული შენობა პრადოს მუზეუმთან მდებარეობს. ის ესპანეთში პირველი ნაგებობაა, რომლის კედელიც ვერტიკალური ბაღით მოირთო. „ცოცხალი ფასადი“ პატრიკ ბლანკმა დააპროექტა და მას 250 სახეობის 15 000-ზე მეტი მცენარე რთავს.

3. ხელოვნების სკოლა WOHA სინგაპურში

სინგაპურში საგანმანათლებლო შენობა ეგზოტიკურ ბაღად აქციეს. თითოეული კედელი მთლიანად მცენარეებითაა დაფარული და ნაგებობას ოაზისად აქცევს. ვერტიკალური ტყის გარდა, კომპლექსის სახურავზე დასასვენებელი პარკია მოწყობილი ხეების ჩრდილში. სტუდენტებს სწავლა და სუფთა ჰაერზე დასვენება ერთ სირცეში შეუძლიათ.

4. ეკო-ცათამბჯენი Clearpoint Residencies კოლომბოში (შრილანკა)

ეს ელიტური საცხოვრებელი კორპუსი ნამდვილი სამოთხეა. 185 მ სიმაღლის ცათამბჯენის „ცოცხალი ფასადი“ 47 სართულისგან შედგება და თავს უჩვეულო დიზაინით იწონებს. ის თანამედროვე მრავალსართულიანი შენობის ეტალონადაც იქცა. თითოეულ ოჯახს ტერასებსა და აივნებზე საკუთარი ბაღი აქვს.

5. ვერტიკალური ორანჟერეა Hortus Celestia ნალდვეიკში (ჰოლანდია)

ის ფუტურისტულ შუშის სკულპტურას ჰგავს. 80 მეტრი სიმაღლის მწვანე ცათამბჯენი ყურადღებას მაშინვე იქცევს. აქ ექსკურსია სახურავიდან იწყება, რომელზეც საოცარი სილამაზის ბაღებია განლაგებული პანორამული ხედით პარკზე, რომლის შუაგულშიც შუშის კოშკია. დაბლა გადანაცვლებისას ვიზიტორებს შეუძლიათ იხილოთ მცენარეთა უნიკალური სახეობები და ცოცხალი ექსპოზიციები.

6. კომპლექსი Vertical Forest ნანკინში (ჩინეთი)

ამ ორი ცათამბჯენის ფასადი ნამდვილ ჯუნგლებს ჰგავს. პროექტი ცნობილმა არქიტექტორმა სტეფანო ბოერიმ შეიმუშავა. ჩინური კომპლექსი გამოირჩევა არამხოლოდ სპეციალური აივნებით და ტერასებით, რომლებზეც ხეები, ლიანები, მრავალწლოვანი მცენარეები და ნერგები იზრდება, არამედ აუზების მთელი სისტემით. მხოლოდ ამ შენობებზე არსებული ფლორა წლის განმავლობაში 18 ტონა ნახშიროჟანგს შეისრუტავს და ყოველდღიურად 60 კგ სუფთა ჟანგბადს გამოყოფს.

7. ტყე-ქალაქი Forest City ლუჩჟოუში (ჩინეთი)

ეს პროექტიც სტეფანო ბოერის ეკუთვნის. ამჯერად მისი ამბიციური გეგმები მთელი ქალაქის აშენებას გულისხმობს. ეს არაორდინალური კონცეპტი ჩინეთში რეალობად იქცევა და კონკრეტული რაიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. კომპლექსის ტერიტორიაზე 40 ათასზე მეტი ხის და მილიონი სახეობის მცენარის დარგვა იგეგმება, რომლებიც 900 ტონა ჟანგბადს გამოყოფენ.