ავიამიმოფრენები ისეთი აღარ იქნება, როგორიც პანდემიამდე: 15 სიახლე თვითმფრინავში

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ავიაგადამზიდებს უზარმაზარი დარტყმა მიაყენა, ექსპერტების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ის მაინც გამოსწორდება. მაგრამ როდის?

არსებობს კიდევ ერთი შეკითხვა: როგორ? ზოგი კორონავირუსის მეორე და მესამე ტალღას პროგნოზირებს და გვაფრთხილებს, რომ ჩვეულ ნორმაში  დაბრუნებას არა უადრეს 2021 წლისთვის შევძლებთ.

ამასობაში, ავიაკომპანიები ყველანაირად ცდილობენ ფრენების აღდგენას. ამისთვის, მათ შემოიღეს ახალი წესები და პროცედურები, რომლებიც შეიქმნა მგზავრებში ნდობის მოსაპოვებლად და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

აქ მოცემულია 15 ცვლილება, რომლებსაც სულ მალე უნდა ველოდოთ:

1. სისხლის ან ცხვირიდან ნაცხის ანალიზი

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიდან წამსვლელ მგზავრებზე სისხლის ტესტირების გაკეთება ჯერ კიდევ აპრილში დაიწყეს. პასუხი 10 წუთში მზად არის.

ახლახან ჰონგ კონგმა შემოიტანა სავალდებულო ტესტირება COVID-19-ზე ყველასთვის ვინც ქვეყანაში ჩამოდის, ტოკიოს (იაპონია) აეროპორტში კი ტესტები სავალდებულოა იმ ადამიანებისთვის, ვინც რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოდის, მაგალითად, იტალიიდან და შეერთებული შტატებიდან.

2. ტემპერატურის გაზომვა

Air Canada ჩრდ ამერიკის პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც 15 მაისიდა ტემპერატურის სავალდებულო გაზომვის შესახებ განაცხადა.

მას მოჰყვა კომპანია Frontier Airlines, რომელიც ამ პროცედურას პირველი ივნისიდან შემოიღებს და ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, რომელმაც გამოაცხადა, რომ აპირებს ყველა მგზავრს გაუზომოს ტემპერატურა.

Eithad-მა აბუ-დაბში დაამონტაჟა ჯიხურები მგზავრების ჯანმრთელობის შესამოწმებლად, ხოლო პუერტო რიკოში კიდევ უფრო შორს წავიდნენ: სან-ხუანის აეროპორტში დამონტაჟდება თერმოვიზუალიზაციის კამერები, რომლებიც განგაშის სიგნალს გამოგზავნის, თუ ადამიანს 37.9 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება.

აშშ-ში ამგვარი ზომების მიღების საკითხი მხოლოდ განიხილება, მაგრამ ავიაკომპანიების American Airlines, United Airlines, Delta Airlines და Southwest-ის ალიანსმა მათ უკვე დაუჭირა მხარი.

3. ნიღბების სავალდებულო ტარება

ნიღბების ტარება საზოგადოებრივ ადგილებში სავალდებულო გახდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ავიახაზების უმრავლესობაც მგზავრებისგან იგივეს ითხოვს. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) რეკომენდაციას უწევს ნიღბების ტარებას არა მხოლოდ მგზავრებზე, არამედ ეკიპაჟის წევრებზეც.

4. სმს-შეტყობინება რიგში დგომის ნაცვლად

ჰითროუს აეროპორტის დირექტორის, ჯონ ჰოლანდ ქეის თქმით, თვითმფრინავში ჩასხდომისას სოციალური დისტანციის დაცვა ისეთ რიგებს წარმოქმნის, რომ აეროპორტში უბრალოდ ადგილები საკმარისი არ იქნება.

ამიტომ, მომავალში თვითმფრინავში ჩასასხდომად მობილურ ტელეფონებს გამოიყენებენ. როგორც კი სისტემა დაადგენს თქვენს ყოფნას აეროპორტში, შეძლებთ ფრენაზე ონლაინ დარეგისტრირდეთ და მაშინვე გადახვიდეთ გვირაბში, სადაც მმგზავრები ყველა შემოწმების გავლის შემდეგ შეუფერხებლად გადაადგილდებიან თვითმფრინავის ბორტისკენ. შესაძლოა, ჩასხდომის დაწყების შესახებ სმს-ის მეშვეობით შეგატყობინონ.

5. ფასის გაზრდა

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი ავიაბილეთების ფასების შემცირებას პროგნოზირებს, რაც მეტი მომხმარებლის მოსაზიდად იქნება გამიზნული, IATA-ს პრესრეილზიი პროგნოზირებს ფასების ზრდას 54%-ით. თვითმფრინავში სოციალური დისტანციის დაცვის საჭიროების გამო ადგილები უფრო ნაკლები იქნება. IATA-ს შეფასებით, ეს დატვირთვას 62%-მდე შეამცირებს, მაშინ, როცა ავიაკომპანიების უმრავლესობას ხარჯის გასანულებლად სჭირდება არანაკლებ 77%.

6. სალონის ახალი განლაგება

იტალიურმა საპროექტო ბიურო Avio Interiors-მა გამოაქვეყნა შესაძლო დიზაინის მაკეტები ავიახაზებისთვის, რომლებსაც სურთ მთელი სალონის შევსება, მაგრამ ამავე დროს დაინფიცირების რისკების მაქსიმალურად შემცირებაც. რიგში სამიდან შუა სავარძელი სხვა მხარეს იქნება შებრუნებული, სავარძლებს შორის კი გამჭვირვალე ტიხრები დამონტაჟდება.

ხოლო ფრანგმა ინჟინერმა ფლორიან ბარჟომ შექმნა მოსახსნელი შირმა, რომელიც შუა სავარძელზე ისმევა, რათა მგზავრი მის უკან და გვერდებზე მსხდომი ადამიანებისგან გამოყოს.

7. ახალი კლასი სოციალური დისტანციისთვის

ფუტურისტი როს დოუსონი ვარაუდობს, რომ ავიახაზები გზავრებს შორის დაშორების გაზრდას შეეცდებიან. იგი ფრენების მთელი კლასის წარმოქმნას პროგნოზირებს, რომელსაც ხუმრობით “საიზოლაციოს”უწოდებენ: მაგალითად, სავარძლები გამოყოფილი იქნება ტიხრებით ან საერთოდ ცალკე კაბინებად განლაგდება, როგორც ზოგიერთპირველი კლასის სალონში.

საინტერესოა, რომ Frontier, ამერიკული იაფი ავიაკომპანია, უკვე შეეცადა საფასურის დაწესებას სოციალური დისტანციისთვის. 39 დოლარად, ავიაკომპანია გთავაზობთ თავისუფალ მეზობელ სავარძელს. თუმცა, ამ ინიციატივამ კრიტიკის ისეთი ქარცეცხლი გამოიწვია, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე გასტანა.

8. სადეზინფექციო ჯიხურები და რობოტები დამლაგებლები

ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტშიუკვე იტესტება ჯიხურები, რომლებიც ადამიანებს ანტიმიკრობული აეროზოლით უტარებენ დეზინფექციას თავიდან ფეხებამდე ზუსტად 40 წამში. რობოტი დამლაგებლები კი სტერილიზაციას უკეთებენ ზედაპირებს ულტრაიისფერი სხივებით და ჰაერში დეზინფექტორს აშხეფებენ.

9. ბარგის ცალკეული სანიტარიული დამუშავება

ბორტზე დატვირთვის წინ ბარგი დეზინფექციის ცალკეულ პროცესს გაივლის გარეცხვის ან ულტრაიისფერი სხივების მეშვეობით.

10. უკონტაქტო ტერმინალები და სალონები

სავარძლების საზურგეებზე არსებული ჯიბეები ერთ-ერთი ყველაზე ჭუჭყიანი რამაა თვითმფრინავის სალონში. ალბათ, ამიერიდან ისინი ცარიელი იქნება, თუ რა თქმა უნდა საერთოდ არ მოიხსნება.

სენსორული ეკრანები, სავარაუდოდ, ასევე შეიცვლება ტექნოლოგიებით, რომელბიც საშუალებას მოგცემთ ბორტზე ფილმების საყურებლად საკუთარი მოწყობილობა გამოიყენოთ. სავარძლები აღჭურვილი იქნება USB კონექტორებითა და დენცქვიტებით, ასევე სმარტფონებისა და პლანშეტების დამჭერებით ან თაროებით.

11. ცხელი კერძების გაუქმება

ბევრმა ავიაკომპანიამ ან უკვე თქვა უარი ბორტზე კვებაზე, ან გადავიდა ცივ და დაფასოებულ კერძებზე. ჭიქაში წყლის დასხმაც აღარ მოხდება – ახლა გაფრენის წინ თითოეულ მგზავრს ბოთლით წყალს დაურიგებენ. შესაძლოა, ფრენის წინ თქვენ შეძლოთ მზა ლანჩის შეძენა უკონტაქტო მანქანაში.

12. დამლაგებლები, როგორც ეკიპაჟის ნაწილი

ფრენებზე გამოჩნდებიან  სპეციალური ადამიანები, რომელთა საქმეც იქნება “ყველაზე ხშირად შეხებადი” ზედაპირების გაწმენდა. მაგალითად, ტუალეის დასუფთავება განხორციელდება ვიზიტისთანავე, დაშვების შემდეგ კი დაუყოვნებლივ გაიწმინდება ყველაფერი.

13. ფლექსიგლასის ტიხრები

ფლექსიგლასის ტიხრები აეროპორტის თანამშრომლებსა და მგზავრებს შორის არის რეკომენდაცია ამერიკის მოგზაურობის ასოციაციისგან. სავარაუდოდ, ისინი გახდება ყეელგან არსებული – რეგისტრატურიდან დაწყებული, დამთავრებული მაღაზიებსა და კვების ობიექტებზე.

14. იმუნური პასპორტები

ტაილანდი გარკვეული ქვეყნებიდან ჩასული მგზავებისგან უკვე ითხოვს COVID-19-ის არქონის ცნობას. IATA რეკომენდაციას უწევს ანალოგიური ზომების ჩატარებას და კომპანიებს სთავაზობს ე.წ. “იმუნური პასპორტის” შემოღებას. ეს იქნება ყვითელი ცხელების ვაქცინის ცნობის მსგავსი, რაც დღეს აუციელბელია ტროპიკულ რეგიონებში ფრენისთვის.

15. აეროპორტში მისვლა უფრო ადრე მოგიწევთ

ადამიანებისა და ბარგისთვისყველა ეს სანიტარული კონტროლის მიზნით მიღებული ზომა ნიშნავს, რომ ფრენებზე რეგისტრაციას და ჩასხდომას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება. აეროპორტის, ავიაკომპანიებისა და კონკრეტული პროცედურების შესაბამისად, აეროპორტში მისვლა აფრენამდე ოთხი საათით ადრე მოგიწევთ. ეს არასასიამოვნო იქნება ბავშვიანი ოჯახებისთვის და ხანდაზმულებისთვის – არ არის გამორიცხული, რომ მათ ალტერნატივად აირჩიონ სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტი.