სამსახურში მუდმივად დაგვიანება იმის გამო, რომ გასაღებს ან ფეხსაცმლის კრემს ვერ პოულობთ? ეს პრობლემა აღარ შეგაწუხებთ. საქმე ჰოლის სწორ ორგანიზებაშია. ჩვენ გეტყვით როგორ გააფორმოთ შემოსასვლელი, რომ ყველაფერი თავის ადგილას იყოს.

1. დაფა ჩანაწერებისთვის

ცხოვრების სწრაფი რიტმი და ბევრი საქმე ხანდახან თავიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიგდებს: დარეკვა, დოკუმენტების აღება, შეხვედრის დამახსოვრება, სავარჯიშო სამოსის თან წაღება და აშ. ამ დროს ეფექტური გადაწყვეტილებაა მაგნიტის ან ცარცის დაფაა ჩანაწერებისთვის, რომელსაც ჰოლში დაკიდებთ. სახლიდან გასვლის წინ თვალს შეავლებთ დღის განრიგს.

2. გასაღების საკიდი

გასაღები ხშირად იკარგება ყუთებში თუ თაროებზე სხვა ნივთებთან ერთად. იმისათვის, რომ ყოველ დილას დრო არ დაკარგოთ, ჩამოკიდეთ ისინი. შეგიძლიათ აქვე დაამაგროთ სმარტფონის დამჭერი, რათა ქურთუკისა და ფეხსაცმლის ჩაცმის დროს მობილური მასში მოათავსოთ.

3. ბარათებისა და დოკუმენტების სათავსო

ფურცლები, გაზეთები, კონვერტები, სარეკლამო პოსტერები და სავიზიტო ბარათები – არასაჭირო მაკულატურაა სახლში შესვლისას. სად ანთავსებთ მათ? მაგიდაზე, ყუთში, თაროზე და დივანზე? წარმოიდგინეთ, რამდენად მარტივი იქნება თუ მაშინვე მოახდენთ ფურცლების მოწესრიგებას და მნიშვნელოვანი დოკუმენტების ყუთში მოთავსებას. შექმენით ცალკე სივრცე მსგავსი წვრილმანებისთვის და დადგით ის ჰოლში.

4. ადგილი ჭუჭყიანი ფეხსაცმლისთვის

მსგავსი სივრცე აქტუალურია ზამთარსა და შემოდგომაზე, მაშინ როცა ქუჩაში მტვერი ან თოვლია. თუმცა ის საჭიროა ზაფხულის წვიმების დროსაც. ამ მიზნით დადგით ვარცლი ან სინი და გაუკეთეთ გვერდები. შეგიძლიათ დაუმატოთ ხალიჩა. სახლში შესვლისთანავე მოათავსეთ მათში ფეხსაცმელები. წყალს და ჭუჭყს ჭურჭელი შეიწოვს და იატაკზე აღარ მოხვდებიან.

5. ფეხსაცმლის მოვლის საშუალება

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ჩაიცვით, მოწესრიგდით, მოამზადეთ ჩანთა და მზად ხართ გასასვლელად, მაგრამ ფეხსაცმელები კარგად არ გამოიყურებიან. ამ დროს აუცილებელია ხელთ ფეხსაცმლის საწმენდი საშუალება გქონდეთ. გამოუყავით ადგილი: ჩვეულებრივი მუყაოს ყუთი ან კალათა და დადგით კარებთან ახლოს.

6. საკიდები სამოსისთვის

დაამაგრეთ რამდენიმე საკიდი იმ ტანსაცმლისთვის, რომელსაც ყოველდღე იყენებთ. მაგალითად, მოსაცმელი, ქურთუკი ან ჰუდი მაღაზიაში ჩასასვლელად.

7. სამოსის მოვლის საშუალებები

სამოსსაც საგულდაგულო მოვლა სჭირდება. შეიძინეთ ჯაგრისები და შესაბამისი პროდუქცია, რომელიც ამ პროცესს გაგიადვილებთ.

8. საკიდი ჩანთისთვის

თუ შემოსასვლელში მაგიდა ან სკამი არაა, რომელზეც ჩანთას დაკიდებთ, გააკეთეთ სპეციალური სამაგრი კედელზე.

9.  სამაგრი თასმებისთვის

თუ ძაღლი გყავთ და დილა-საღამოს ასეირნებთ, საკიდი მისი საბელისთვისაც დაგჭირდებათ.

10. სარკე

ეს ნივთი უმნიშვნელოვანესია, როცა საქმე შემოსასვლელის მოწყობას ეხება. პირველ რიგში, ის ვიზუალურად ზრდის სივრცეს, მეორე რიგში კი აუცილებელია სახლიდან გასვლის წინ საკუთარ თავს საბოლოო მზერა შევავლოთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი