იაფი და ეფექტური: ასე ფარები დიდხანს აღარ დაბინძურდება

ავტომობილების ერთ-ერთი მთავარი მტერი – მტვერი და ჭუჭყია. გვსურს, რომ ავტომობილი მუდამ სუფთა და მოწესრიგებული გვქონდეს, მაგრამ ამინდი და გზები თავისას შვება. პირველ რიგში ფარები და მთლიანად პლასტმასის ზედაპირი ზარალდება.

1. რა ზემოქმედება აქვს ჭუჭყს მანქანაზე?

ის დიდ ზარალს აყენებს როგორც გარეგნულ, ისე მანქანის შიდა მდგომარეობას. ავტომობილი შესაძლოა გაფუჭდეს ან მწყობრიდან გამოვიდეს.

2. ეფექტური საშუალებები ფარების დასაცავად

ყველა მძღოლია ვალდებული ფარები სუფთად ჰქონდეს. მათი დაბინძურების გამო ბინდში მანქანის გარჩევა რთული ხდება. სპეციალური საშუალებების რეგულარული გამოყენება ამ პრობლემისგან გიხსნით.

1. WD-40

ეს უნივერსალური და წყალგაუმტარი საშუალება არამხოლოდ სახლში, არამედ ავტომობილებისთვისაც გამოიყენება. ამ დროს მუშავდება პლასტიკური დეტალები და საკეტები.

WD-40 იცავს მანქანას ყველაანირი ჭუჭყისგან. დაასხით უბრალოდ ის ზედაპირს და მშრალი ხელსახოცით გაავრცელეთ გარშემო. ჩამორეცხვა საჭირო არაა. მსგავსი მანიპულაციის შემდეგ ფარებიც და პლასტმასის საფარიც იბრწყინებს.

2. სილიკონის საშუალება

სილიკონისგან დამზადებული საშუალება – კარგი ვარიანტია ზამთრის პირობებში. ის შეიძლება იყოს სპრეის ან გელის ფორმით. დაადეთ უბრალოდ ფარის ზედაპირს და აცალეთ შეაშრეს.

3. ამიაკი

ამიაკის სპირტი მარტივად უმკლავდება დაბინძურებას და არ ტოვებს ლაქებს. ავტომობილების მფლობელები მას შუშების, ფარების, პლასტიკური ელემენტების და სალონის წმენდისთვისაც კი იყენებენ.

გააზავეთ ამიაკი წყალთან პროპორციით 1:1. ასევე, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი გლიცერინი.

საშუალებები კორპუსის გასაწმენდად

ჭუჭყი, ულტრაიისფერი სხივები და წვრილი ქვები საფარზე დამანგრეველად მოქმედებენ. ამის გამო მანქანა ცუდად გამოიყურება და ზიანდება შიდა ელემენტებიც. სიტუაციის გამოსასწორებლად გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს.

1. ლაქი ან ცვილი

ეს ყველაზე მარტივი სახლში შესასრულებელი ხერხია. დაასხით ზედაპირს სპეციალური საშუალება. შედეგად ზედაპირი გლუვი გახდება. თუმცა, პროცედურა რეგულარულ გამეორებას საჭიროებს.

2. კერამიკული მოპირკეთება

უფრო ხანგრძლივი ხერხია კერამიკული საფარი, რომელიც ლაქს გვაგონებს. ის გამჭვირვალე ფონს ქმნის და დაცვის გარდა, ავტომობილის ფერს უფრო სასიამოვნოს ხდის. დამოუკიდებლად მას ვერ გააკეთებთ. მიაკითხეთ სპეციალისტებს.

3. ჰიდროფობიური საშუალებები

წაუსვით საშუალება ზედაპირს და გაწმინდეთ ტილოთი. წყლის წვეთები გამჭვირვალე ფენად გადაიქცევიან და მტვერი გაქრება. ამ მეთოდის წყალობით ავტომობილი დიდხანს შეინარჩუნებს სიუსფთავეს.