9 უახლესი მოწყობილობა, რომლებიც ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს

როგორც ჩანს, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის სიჩქარეზე, ვერანაირი პრობლემა და კატაკლიზმები ვერ ახდენს გავლენას. ამრიგად, ბაზზარზე რეგულარულად ჩნდება გაჯეტები და ტექნოლოგიები, რომლებსაც სამართლიანად შეიძლება ეწოდოს ინოვაციური. მაგრამ ზოგჯერ ასეთი მოწყობილობები იმდენად მომდევნო საუკუნისაა, რომ ყველა ჩვენგანი არ არის მზად მათ შესაძენად. აქ მოცემულია 9 გაჯეტი, რომლებიც იმდენად ინოვაციურია, რომ შეიძლება თქვენში შიშიც კი გამოიწვიოს.

1. Spot Mini: რობოტიზებული შინაური ცხოველი

ეს მოწყობილობა იდეალურია მათთვის, ვისაც ძალიან უნდა ძაღლის ყოლა, მაგრამ საკმარისი რესურსები არ გააჩნია – მაგალითად, დროის უკმარისობა – იმისთვის, რომ ნამდვილი შინაური ცხოველი იყოლიოს. პატარა ოთხფეხა რობოტს სახელად Spot Mini-ს შეუძლია სიარული, კიბეზე ასვლა, ნივთების მოტანა და მათთან თამაში. ამასთანავე, მას არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა.

2. Sgnl: დარეკვა თითის წვერით

Sgnl არის ჭკვიანი გაჯეტი, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ თითის წვერით დარეკოთ. მისი გამოყენება შეგიძლიათ კლასიკურ საათებთან ან უბრალოდ, როგორც ინოვაციური აქსესუარი. მის გასააქტიურებლად, თქვენ უბრალოდ უნდა დააკავშიროთ გაჯეტი სმარტფონთან Bluetooth-ით.

3. Muzo: დუმილის პირადი ზონა

ეს ტექნოლოგია შესანიშნავია  მათთვის, ვისაც ხელისშემშლელი უცხო ხმებისგან საქმეზე კონცენტრირება სჭირდება ანუბრალოდ სიჩუმის მოყვარულებისთვის. Muzo არის აკუსტიკური ანტივიბრაციული მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია შექმნას საკუთარი უხმო ველი. უფრო მეტიც, ამ დევისის წყალობით, ასევე შეგიძლიათ საუბრის სრული კონფიდენციალურობა შეინარჩუნოთ.

4. Nora: ჭკვიანი მოწყობილობა ხვრინვის წინააღმდეგ

ხშირად, ადამიანი ხვრინვას იწყებს ორგანიზმისთვის მოუხერხებელი ძილის მდგომარეობის გამო. ამ შემთხვევაში, დაგეხმარებათ ტექნოლოგია, სახელად Nora. ის ორი გაჯეტისგან შედგება: ერთი, რომელიც ყუთს ჰგავს, საწოლთან იდება, მეორე – უფრო მცირე ზომის – ბალიშის ქვეშ. თავად მოწყობილობა ასე მუშაობს – თუ ხვრინვას იწყებთ, მოწყობილობა ფრთხილად ამოძრავებს თავს ისე, რომ არ გაგაღვიძოთ და თქვენ შეწყვეტთ ხმის გამოცემას.

5. Scribble: კალამი, რომელიც ნებისმიერ ფერში ხატავს

ეს უნიკალური გაჯეტი გახლავთ კალამი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ობიექტის ფერის კოპირება, რასაც მფლობელი მთელი დღის განმავლობაში იყენებს. უფრო მეტიც, ფერის შეთვისებისთვის მას მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება. კალმით შეგიძლიათ წეროთ და ხატოთ 16 მილიონი ფერით  უმეტეს ზედაპირებზე – ქაღალდზე, ტანსაცმელზე ან კედლებზე. თანამედროვე მელანი ისეა შექმნილი რომ ისინი არ გაუფერულდება ან ბუნდოვანი გახდება.

6. JUNO: ჭკვიანი სარკე მაკიაჟისთვის

ბოლო წლებში ჭკვიანი სარკეების კონცეფცია უფრო და უფრო მატულობს. ასეთი ტექნოლოგიის ერთი ნათელი მაგალითი არის მოწყობილობა სახელად JUNO, რომელიც ყველა გოგონას გამოადგება. ჭკვიან სარკეს აქვს შემდეგი ფუნქციები: იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სანათი კითხვისას, სარკე მაკიაჟისთვის, განათება სელფისთვის და უჯრანივთების შესანახად.

7. Ili: პორტატული თარჯიმანი

ენის ბარიერი საზღვარგარეთ ძალიან არასასიამოვნო რამაა, ზოგჯერ ხელის შემშლელიც კი. თუმცა, ყველა ენისა და დიალექტის შესწავლა შეუძლებელია, ამიტომ მოგზაურობის მოყვარულებისთვის და უბრალო ტურისტებისთვის ეს  მოწყობილობა იდეალური იქნება.

პორტატული თარჯიმანი Ili საკმაოდ მძლავრია იმისთვის, რომ თარგმნოს ყველაზე გავრცელებული შემოთავაზებები, რომლებსაც ტურისტები იყენებენ სულ რაღაც 0.02 წამში. გარდა ამისა, მისი მუშაობისთის არ არის საჭირო Wi-Fi-სთან დაკავშირება.

8. Noonee – ჯდომა სკამის გარეშე

ეგზოსკილეტის ცნება ძირითადად რობოტექნიკასთან ან მედიცინასთან ასოცირდება. თუმცა, მისი ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გავრცელდა. ეგზოსკილეტი Noonee არის დასაჯდომი ადგილი, რომელიც ადამიანს მოძრაობაში არ ზღუდავს. მაგალითად, მეპატრონეს შეუძლია მშვიდად მოხაროს ფეხები და ასეთი სკამიდან გადმოვარდნის არ შეეშინდეს.

9. Zungle – უსმინეთ უსაფრთხოდ ღია დინამიკებით

ყოველთვის არ არის შესაძლებელი ტელეფონის გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელები დაკავებული გაქვთ. ამ შემთხვევაში, ტექნოლოგია სახელად Zungle დაგეხმარებათ. ეს გახლავთ მზისგან დამცავი სათვალე, რომელიც აღჭურვილია ძვალგამტარი დინამიკებით. ამრიგად, გაჯეტი არამხოლოდ იცავს თვალს მავნე სინათლისგან, არამედ გაძლევთ მუსიკის მოსმენის და ტელეფონის ზარზე პასუხის საშუალებასაც, რადგან ტექნოლოგია ვიბრაციის საშუალებით ხმის ტალღებს პირდაპირ ტვინს გადასცემს.