რაში გამოვიყენოთ მუყაოს ყუთები: 11 საინტერესო იდეა

ყველა სახლში მოიძებნება ერთი-ორი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ფეხსაცმლის, ჭურჭლის უსარგებლო მუყაოს ყუთი. ისინი  გადასაყრელად გვენანება, მაგრამ საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. თქვენ ვერც  კი წარმოიდგენთ, რად შეიძლება გადაიქცეს ჩვეულებრივი მუყაოს ყუთი. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ იდეებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.

ნაკეთობები მუყაოს ყუთებისგან

1. სხვადასხვა ელექტრონული  მოწყობილობების დამტენებს ახლა თავისი ადგილი ექნება და თითოეული მათგანი შესანიშნავად იქნება შენიღბული.

2. ფანქრების, ფლომასტერების და კალმების ადგილი იატაკზე ან დივნის ქვეშ არ არის!

3. საჭირო ფერის ძაფის აღება ახლა ბევრად ადვილია…

4. შესანიშნავი იდეა კოსმეტიკური ელემენტების განსათავსებლად…

5. და აღარც საყურეები დაგეკარგებათ…

6. ცოტაოდენი ინსპირაცია, PVA წებო, წებოვანი ლენტი და ქაღალდი – სულ ეს არის, რაც მრავალდონიანი შესანახი “მინი კომოდის” შესაქმნელად გჭირდებათ.

7. სათამაშო სახლი – ნებისმიერი ბავშვის ოცნება… ერთად აქციეთ იგი რეალობად!

8. თქვენი შვილი ბედნიერებისგან ცას ეწევა, თუ მას პირად ვერტმფრენს დაუმზადებთ!

9. ასეთი სათამაშოების შექმნა ავითარებს ბავშვების წარმოსახვის უნარს.

10. ფეხსაცმლის ყუთის სახურავებს სამხატვრო ქაღალდები დააწებეთ და კედელზე განათავსეთ. მოდური პანო მზადაა!

11. კატები – არსებები, რომლებიც მუყაოს ყუთებზე გიჟდებიან!

ძველი მუყაოს ყუთის რაღაც ახალ და გამოსადეგ ობიექტად გარდაქმნით, თქვენ არა მხოლოდ საგრძნობლად დაზოგავთ ოჯახის ბიუჯეტს, არამედ შეიტანთ თქვენს წვლილს გარშემო არსებული რესურსების შენახვაში. შექმენით საკუთარი ხელით და ამით მიიღეთ სიამოვნება!