როგორ გავბეროთ მფრინავი ბუშტები საშინაო პირობებში, ჰელიუმის გარეშე

გსურთ სადღესასწაულო წვეულებისთვის სახლი მფრინავი ბუშტებით გააფორმოთ? ჩვენი რედაქცია არ გთავაზობთ ძვირადღირებული ჰელიუმის ბალონის შეძენას. ჩვენ უფრო იოლ  გზას ვირჩევთ!

როგორ გავბეროთ მფრინავი ბუშტი

ამ საქმეში მონაწილეობის მიღება განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბავშვებისთვის, ამიტომ თამამად ჩართეთ ისინი პროცესში! მაგრამ სანამ საქმეს შეუდგებოდეთ, არ დაგავიწყდეთ წინსაფრისა და რეზინის ხელთათმანების გაკეთება: ყველა კომპონენტი მარტივია, მაგრამ უსაფრთხოების წესები მაინც უნდა დაიცვათ!

დაგჭირდებათ

  • ჰაეროვანი ბუშტები
  • ცარიელი ბოთლი, უმჯობესია 1 ან 1,5 ლიტრიანი
  • ჩაის კოვზი
  • ძაბრი
  • სუფრის ძმარი
  • საკვები სოდა

მუშაობის პრინციპი

1. ბოთლის 1/3 ძმრით გაავსეთ.

2. ბუშტში ძაბრით ჩაყარეთ 2-3 ჩ.კ. სოდა.

3. ბუშტი ბოთლის თავზე დაამაგრეთ. შედეგად, სოდისა და ძმრის ურთიერთქმედებით გამოიყოფა ნახშირორჟანგი, რომელიც, როგორც ცნობილია, ჰაერზე უფრო მძიმეა. ნახშირორჟანგის აირით სავსე ბუშტი ზემოთ აფრენას ვერ შეძლებს.

4. იმისთვის, რომ ჰაეროვანი ბუშტი ჭერში გაჩერდეს, გაწმინდეთ იგი ნებისმიერი სინთეტიკური მასალით, შემდეგ კი “ჭერზე” მიაწებეთ. სტატიკური ელექტროენერგიის წყალობით, ბუშტი ასეთ მდგომარეობაში 5 საათის განმავლობაში გაჩერდება.

როგორ გავბეროთ ბუშტი ჰელიუმის გარეშე, იხილეთ ვიდეორგოლში.

ზოგჯერ, სასწაულების ჩასადენად ძალიან ცოტაა საჭირო… მეცნიერება საოცარი ხრიკების გაკეთების საშუალებას გვაძლევს! მთავარია კარგი ფანტაზიის უნარი გქონდეთ.