საზაფხულო კოტეჯის ღობეები, მიუხედავად მათი სტილისა და ფერისა, ხშირად ძალიან ერთფეროვნულად და მოსაწყენად გამოიყურება. თუმცა ამას მარტივად გამოასწორებთ რამდენიმე მცენარის დახმარებით, რომლებიც ქმნიან არა მხოლოდ ცალკეულ, მწვანე ზონებს, არამედ გაგაოცებთ თავისი ფერებით, მიიზიდავს თქვენი მეზობლების ყურადღებას. დღეს ჩვენ მოგიყვებით იმაზე, თუ რა მცენარეები შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ღობის გასამწვანებლად და როგორ მოუაროთ მათ.

1. გლიცინია

გლიცინია, იგივე ვისტერია, ახარებს თვალს თავისი უხვი ყვავილებით  და ფერებით.მის მთავარ უპირატესობებს შორის რა თქმა უნდა, არის ტკბილი, თაფლის არომატი, ასევე ბუჩქის ან ვაზის მსგავსად გაზრდის შესაძლებლობა.

მოვლა. ეს მცენარე ძალიან მომთხოვნია და სითბო ძალიან უყვარს. ის მხოლოდ წელიწადის თბილ დროს უნდა მორწყათ, რის შემდეგაც უნდა გაანოყიეროთ და მოახდინოთ ნიადაგის მულჩირება. ასევე მნიშვნელოვანია ვაზის გასუფთავება და კიდევ, თუ ის ძალიან გაიზარდა, კარგი იქნება, თუ მის მსხვილ ტოტებს მოჭრით.

2. ბალჯუანის მაღალმთიანი

ამ მრავალწლიან მცენარეს არა მხოლოდ სასიამოვნო სუნი აქვს, არამედ უხვი ყვავილობით გამოირჩევა, თანაც, იგი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. მაღალმთიანი – ეს არის მრავალწლიანი თოლიანა, რომელიც უხვად იზრდება და მოკლე დროში შეუძლია დაფაროს უზარმაზარი ფართობი.

მოვლა. მაღალმთიანი მცენარეების დაავადებების მიმართ საკმაოდ გამძლეა. საკმარისია გადარგოთ იგი განათებულ ადგილას, სადაც არ არის ძლიერი ქარი. არ საჭიროებს დამატებით გადაჭრას, თუმცა იგი ყოველდღიურად უნდა მორწყოთ, ასევე უნდა იზრუნოთ ნიადაგის განოყიერებაზეც. როგორც ბონუსი – მაღალმთიანი ბალჯუანი კარგად იტანს ყინვებსა და თოვლიან ზამთარს.

3. იპომეა

იპომეა დაკავშირებულია ე.წ. ხვართქლასთან, და ასევე აქვს დიდი რაოდენობით ყვავილები და ფორმები. ეს ერთწლიანი მცენარე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ყვავის, თავს მზის სხივებისკენ ხრის.

მოვლა. იპომეას ლიანები საერთოდ არ საჭიროებენ მოვლას და პრაქტიკულად არ ავადდებიან. ასე რომ, მის ასაყვავებლად და სწრაფი ზრდისთვის, აუცილებელია იგი თბილი წყლით მორწყათ და გამოკვებოთ. მნიშვნელოვანია არიდოთ ღია ტერიტორიებს, სადაც ძლიერი ქარია.

4. კატაბარდა

კატაბარდა არის მრავალწლიანი ლიანა, რომელსაც მრავალი ჯიში აქვს და ისინი ფერით, კვირტის ზომითა და გაჯერებული არომატით განსხვავდება. ეს ლიანა ზაფხულის განმავლობაში ყვავის, ასევე განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა აქვს.

მოვლა. კატაბარდა მზიან ზონებში უნდა დარგოთ, სადაც არ არის ძლიერი ქარი. მცენარის ფესვიანი ზონა სასურველია მზისგან დაფაროთ, მის გვერდით სხვადასხვა ბუჩქების დარგვით. საჭიროა ნიადაგი ყოველკვირეულად დატენიანდეს, ასევე პერიოდულად გამოკვებოთ იგი.

5. კობეა

ამ ლიანების ოჯახის წარმომადგენელ ერთწლოვან მცენარეს უხვი ყვავილობა და ასევე მრავალი ფორმა და ზომა სჩვევია. საგულისხმოა, რომ კობეა დამოუკიდებლად ვრცელდება ღობეებზე, კარგად უძლებს ქარს და გიჟდება სითბოზე და მზის სხივებზე.

მოვლა. კობეა ოდნავ პრეტენზიულია, ის ნიადაგში მჟავიანობის განსაკუთრებით დაბალი დონეს საჭიროებს. ყოველ კვირას აუცილებელია მისი გამოკვება კალიუმის ან ფოსფორის სახით. რეკომენდებულია ჩრდილიანი ზონებისგან მოშორებით დარგვა. ხოლო იმისთვის, რომ მცენარე უფრო კარგად და მეტად აყვავდეს, საჭიროა ნიადაგის განტვირთვა ჟანგბადით გაჯერების სახით.

6. ვარდები

მცოცავი ვარდები არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა საზაფხულო კოტეჯის ღობეების გასაფორმებლად. მათ დიდი რაოდენობით ჯიშები, ფერები და ფორმები აქვთ, ასევე უხვად და მრავლად ყვავილობენ, აქვთ რბილი, ტკბილი არომატები.

მოვლა. ვარდი საკმაოდ ჭირვეული მცენარეა და მუდმივ ზრუნვას მოითხოვს. მას არ უყვარს ქარიანი ადგილები, კარგად ყვავილობს მზიან ღობეებზე. ის ხშირ და რეგულარულ მორწყვას საჭიროებს. ვარდს ბევრი წყალი სჭირდება – თითო ბუჩქს დაახლოებით  ათი ლიტრი. მორწყვის შემდეგ აუცილებელია ნიადაგის მულჩირება კომპოსტის ან ჩალით.მნიშვნელოვანია დროული გადაჭრა, ასევე მცენარის განკურნება მავნებლებისა და დაავადებებისგან.

7. გოგონების ყურძენი

პარტენოცისუსი კარგია იმით, რომ მას აქვს დიდი, ნათელი ფოთლები, ასევე სწრაფად იზრდება და არ ეშინია სიცივისა და უამინდობის. როგორც ბონუსი – ყურძენი არ საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას, შესანიშნავად იტანს ზამთარს, ასევე თითქმის ყველგან იზრდება, სადაც თავისუფალი ადგილი ეგულება.

მოვლა. ყურძენი მოვლას პრაქტიკულად არ საჭიროებს. ახალგაზრდა ლიანებს მუდმივი მორწყვა სჭირდებათ, მაშინ, როცა ხანდაზმული მცენარე მორწყვას მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საჭიროებს. ასევე შეგიძლიათ ღეროები მოაჭრათ და ისინი სწორი მიმართულებით მიმართოთ იმისთვის, რომ ღობის მთელი ტერიტორია დაფარონ.

8. კამპსისი (ტეკომა)

კამპსისის ლიანებს აქვს ნათელი, მილისებური ყვავილები და ისინი კარგად იზრდებიან ზემოთ. ეს არის თერმოფილური მცენარე, რომლის ჯიშიც ამერიკასა და ჩინეთში გამოიყვანეს, და, შესაბამისად, მას ყინვების ატანა არ შეუძლია. ჩრდილიან ღობეებზე მისი ყვავილობა უფრო მცირე იქნება, ვიდრე მზიან ზონებში.

მოვლა. კამპსისს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. დარგვის წინ აუცილებელია ნიადაგის დრენაჟი, ასევე მისი მულჩირებაც. აუცილებლად გაანოყიერეთ ნიადაგი და პერიოდულად გამოკვებეთ იგი. მნიშვნელოვანია დროულად მოაშოროთ სარეველები, ასევე არ დაუშვათ ფესვებში წყლის ჭარბი რაოდენობით დაგროვება. საუკეთესოდ ყვავილობისთვის აუცილებელია მცენარეს მოაჭრათ ღეროები ვეგეტატიურ პერიოდში.

9. ცხრატყავა ხვეულა

სურნელოვანი ცხრატყავა საზაფხულო კოტეჯების ხშირი სტუმარი და ლანდშაფტის დიზაინერების რჩეული მცენარეა. მას აქვს ეფექტური ყვავილობა, თვალს ახარებს ყვავილებისა და ფერების სიმრავლით, ასევე სწრაფად იზრდება ღობის გასწვრივ.

მოვლა. ცხრატყავა შეგიძლიათ დარგოთ ცივ კლიმატშიც კი, რადგან იგი ყინვაგამძლე ყვავილია. მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად მორწყოთთ, ასევე ფოსფორით ან კალიუმით გამოკვებოთ. გარდა ამისა, უნდა მოარიდოთ ფესვებში წყლის დაგროვება და ზედმეტი ქარი.

10. ბუგენვილეა

ამ მცენარით, ძალიან ბევრი მებაღე ამშვენებს ღობეებს, რადგან მას ნათელი და ლამაზი, განუმეორებელი ყვავილობა აქვს, თანაც, ის მრავალწლიანი ყვავილია. ბუგენვილეას მთავარ მახასიათებლებს შორის არის მდგრადობა სხვადასხვა პარაზიტების,ტემპერატურის ვარდნისა და სხვა პრობლემების მიმართ.

მოვლა. ბუგენვილეას დარგვა უმჯობესია იქ, სადაც  არის მზის პირდაპირი სხივები და საკმარისი სითბო. მთავარია მცენარე მოარიდოთ ქარს, ასევე კომპეტენტურად მორწყათ იგი, ნიადსგი ზედმეტად არ დაატენიანოთ. მისი გამრავლება შესაძლებელია განაჭერებით, არ არის საჭირო სასუქისა და ყლორტების გადაჭრისგან თავის არიდება.

11. სურო

სურო არის ყველაზე მარტივი ვარიანტი ღობის გასამწვანებლად. ეს არის მრავალწლოვანი და ყველაზე ნაკლებად მომთხოვნი მცენარე, რომელიც კარგად იტანს ჩრდილს, მზესა და ყინვასაც კი. თავისი ფესვების დახმარებით შესანიშნავად იკავებს თავს ნებისმიერ ზედაპირზე. აგრეთვე, სურო მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მწვანე ფერს, თანაც, საკმაოდ წონით საკმაოდ მსუბუქია.

მოვლა. უმოჯბესია სურო ქვიშიან ნიადაგზე დარგოთ, დარგვის შემდეგ, პირველი წლის განმავლობაში საჭიროა რეგულარულად მორწყათ იგი დაზედმეტი ღეროები მოაჭრათ. როდესაც მცენარის ფესვები გამრავლდება – შეგიძლიათ პერიოდულად მისცეთ სასუქი უფრო მდიდარი ყვავილობისთვის. საჭიროა ყოველწელს მოაჭრათ ზედმეტი ტოტები და ღეროები.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი