ბელგიური სასტუმრო, რომელსაც ვერ შეელევით: განსაკუთრებული, შთამაგონებელი დიზაინი

არქიტექტურა ხშირად სტატიკურ სფეროდ აღიქმება. თუმცა, ზოგჯერ ჩვენ ვხვდებით მეტალის და შუშის ისეთ სტრუქტურებს, რომელიც შენობის სტრუქტურასთან ერთად მისი შემოგარენის სილამაზესაც ამაღლებს. სწორედ ასეთი განსაკუთრებული ძალით გამოირჩევა ეს ბელგიური სახლი, რომელიც უკანა ეზოში მდებარეობს მინდორის, ხეების და საცურაო აუზის გვერდით.

მისი დიზაინი მაარტენ ვანბელის და დრი ვენსის ატელიე ვენს ვანბელის მიერაა შექმნილი. მათ სახლის კონცეფტი ფილმის ინდუსტრიაში მომუშავე კლიენტისთვის შექმნეს. დამკვეთმა მათ დაავალა ისეთი დიზაინის შექმნა, როგორის ნახვაც მის სტუმრებს არასდროს დაავიწყდებოდათ. ამიტომ დუეტმა გადაწყვიტა ყველაზე ექსტრაორდინალური, არაამქვეყნიური და კომფორტული დიზაინის შექმნა. მათ სურდათ სახლში დარჩენილ სტუმრებს თავი მშვიდად ეგრძნოთ, რის გამოც სტრუქტურის დიზაინი ხის გამოქვაბულს გავს, რომელიც მაქსიმალურ სიმშვიდესა და კომფორტს უზრუნველყოფს.

სტრუქტურა დაფარულია გაცრეცილი მეტალით, რომლის ჟანგის მსგავსი ვიზუალიც გაფიქრებინებთ, რომ ეს სახლი უკვე დეკადებია რაც აქ დგას. ავტორებს სურდათ სახლი გამოჩენილიყო აბსტრაქტული, ზედმეტად შოკისმომგვრელი იერის გარეშე. მის ინტერიერს დიზაინერები მიუდგნენ როგორც ერთ დიდ ავეჯს, რომელსაც გამოძერწვა სჭირდებოდა მასიურად. მათი ჩანაფიქრის მიხედვით იატაკი და კედლები ერთ, უწყვეტ გრადაციის ზოლებს წარმოადგენს.

ინტერიერის დიზაინი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად მონოტონური, რის გამოც მისი ერთფეროვანი კედლების შუაგულში, სტუმრების მზერის მისაზიდად ერთი ექსტრაორდინალური დეტალის სახით დიდი მრგვალი ფანჯრების დამონტაჟება არჩიეს. შეაფასეთ სტუმრების სახლის სხვა გასაოცარი ელემენტები მის მომხიბვლელ სურათებში: