მე ასეთ ხარახურას დაუფიქრებლად მოვისვრიდი ნაგავში, მაგრამ ამ ქალმა შეცვალა ჩემი შეხედულება ძველ ნივთებზე!

ალბათ, ბევრ ჩვენგანს გვაქვს ძველი კომოდი სოფელში ან აგარაკზე. მაგრამ ყველამ არ იცის, როგორ შეიძლება მისი გარდაქმნა თანამედროვე სახლისთვის ავეჯის შესანიშნავ ელემენტად.

ამ გოგონამ, სახელად ლარისამ, აუქციონზე 60-იანი წლების კომოდი სულ რაღაც 5 დოლარად შეიძინა, რადგან მასში უზარმაზარი პოტენციალი დაინახა.

გოგონა ამტკიცებს, რომ ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა და ავეჯის ძველი ელემენტი შეგვიძლია რაღაც არაჩვეულებრივ ობიექტად გარდავქმნათ.

როგორ გადავაკეთოთ ძველი კომოდი

ლარისამ ეს კომოდი არტ-დეკორის სტილში მეგობრის აუქციონზე შეიძინა. ის, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგად გამოიყურებოდა.

გოგონამ ფანერის დაზიანებულ ზედა ფენაზე სველი პირსახოცი დააფინა, რომ მომდევნო დილას მისი აძრობა უფრო მარტივი ყოფილიყო.

შემდეგ მან ყველა ადგილი გააპრიალა.

ლარისამ კომოდიდან შუშის სახელურები მოხსნა, რათა ის მომავალი პროექტისთვის გამოეყენებინა.

შემდეგ გოგონამ კომოდი გრუნტით დაფარა.

ლარისამ მუყაოს ყუთები გამოიყენა, როგორც ტრაფარეტები ახალი დიზაინის შესაქმნელად. მისი იდეა? Volkswagen-ის ავტობუსის შექმნა!

მან კომოდის უჯრებით დაიწყო.

გასაფორმებლად შეარჩია შესაფერისი ცისფერი ფერი.

დეკორისთვის გოგონამ ლითონის ბზინვარე ნიშანი Vw შეიძინა.

მან წინასწარ გააკეთა ნახაზი ფანქრით, შემდეგ კი ძველი კომოდი მოხატა. საქარე მინის საწმენდები ლითონის სახელურებით გააკეთა.

გამოვიდა ძალიან საყვარელი და ორიგინალური კომოდი. შესანიშნავი ფერი და აქცენტის ქრომირება – არაჩვეულებრივია!

რთული დასაჯერებელია, რომ ამ ძველი, დაზიანებული და გამოუსადეგარი კომოდისგან ასეთი ლამაზი საგანი შეიქმნა, არა?

ლარისა გეგმავს ეს ნივთი აუქციონზე გაიტანოს, ხოლო ყველა შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოახმაროს.