რატომ ურჩევნიათ იაპონელებს ძილი მაგიდის ქვეშ

ისტორიულად ისე მოხდა, რომ იაპონური ბინების უმრავლესობას არ აქვს ცენტრალური გათბობა. უფრო სწორად, ის მხოლოდ ქვეყნის ყველაზე ჩრდილოეთ პრეფექტურაში – ჰოკაიდოშია. მაგრამ ზამთარში ყოველთვის ცივა, ამიტომ ქვეყნის მოსახეობა ისე თბება, როგორც შეუძლია. ზოგიერთი ადამიანი ამონტაჟებს კონდიციონერს, მაგრამ ეს ვარიანტი მისი მაღალი ღირებულების გამო ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ხშირად, მზის ამოსვლის ქვეყნის მაცხოვრებლები იყენებენ კოტაცუს ან მაგიდის ქვეშაც კი იძინებენ. რა სახის ადაპტაციაა ეს და რატომ გვეჩვენება, რომ იაპონელებს მაგიდის ქვეშ სძინავთ.

1. რატომ არ არის იაპონიაში ცენტრალური გათბობა 

ამ კუნძულ სახელმწიფოში ისეთი რესურსები, როგორიც საწვავია, მაქსიმალურად არის შეზღუდული. შესაბამისად, სტანდარტული ცენტრალური გათბობა არ მონტაჟდება, რადგან ეს მოსახლეობას დიდი თანხა დაუჯდებოდა.

გარდა ამისა, იქ ხშირია მიწისძვრები. ეს ფაქტორი შენობების მშენებლობისას გათვალისწინებულია. სახლებს აპროექტებენ ისე, რომ ისინი მიწისძვრების მიმართ მდგრადი იყოს. და ეს, თავის მხრივ, აყენებს გარკვეულ შეზღუდვებს გათბობის მაგისტრალებისა და კომუნიკაციების გაყვანაზე.

რა თქმა უნდა, ზოგიერთი სახლი ქვეყანაში გათბობით შენდება, რისთვისაც ელექტრო ან ბუნებრივი აირის ქვაბები მონტაჟდება. ეს ძირითადად ეხება პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კორპუსებს, ასეთი კი აქ მხოლოდ სამიდან ხუთ პროცენტამდეა, და თანაც, მხოლოდ მაღალი შმოსავლის მქონე პირთათვის არის ხელმისაწვდომი.

სხვათა შორის, იაპონური სახლების უმეტესობა ძალიან ცივია, რადგან ისინი წინა საუკუნეში ააშენეს, 70-80-იან წლებში. მაშინ სამშნებლო მასალები სეისმოგამძლე იყო, მაგრამ არ ჰქონდა სითბოს შენარჩუნების თვისებები. თანამედროვე კონსტრუქციები უკვე ახალი მასალებითაა აგებული, რომლებიც ამ ორივე ფუნქციას აერთიანებს, ამიტომ ისინი გაცილებით თბილია, მაგრამ ამავე დროს უფრო ძვირიც.

2. როგორ შველიან თავს იაპონელები სიცივის დროს

ზამთარში ქვეყნის მრავალი მაცხოვრებელი თბილ სვიტერებსა და თერმულ თეთრეულს ატარებს. სითბოს დამატებითი წყაროს სახით ყველაზე ხშირად ისინი ინფრაწითელ გამათბობლებს იყენებენ,  რომლებიც მინიმალურ ელექტროენერგიას საჭიროებს. არიან ისეთებიც, რომლებიც ფულის დაზოგვის მიზნით ნავთის ტიპის გამათბობლებს იყენებენ. და პრაქტიკულად ყველა ბინაში აქვთ სპეციალური საბნები, რომლებშიც გამათბობელია ჩამალული.

მაგრამ, ალბათ, ყველაზე საინტერესო მოწყობილობა კოტაცუა. გარეგნულად, ეს სხვა არაფერია, თუ არა დაბალი მაგიდა, რომელსაც მაგიდის ზედაპირის ქვეშბ  სპეციალური გამათბობელი აქვს. იგი ძირითადად ინფრაწითელ სხივზე მოქმედებს. მაგიდის ზედაპირის ქვეშ ასევე მოთავსებულია საბანი. გამოდის, რომ კოტაცუ გამოიყენება საკვების მისაღებად, სამუშაოდ და არა მხოლოდ სულის, არამედ იქ მჯდომი ადამიანების სხეულის გასათბობადაც.

ზამთრის ცივ საღამოებში კოტაცუს ქვეშ მრავალი იაპონელი მალავს ფეხებს. იქ ყოფნა საკმაოდ კომფორტულია, და რაც მთავარია, ძალიან თბილა. ამიტომ, აღმოსავლეთის ქვეყნის მაცხოვრებლები არ ტოვებენ კოტაცუს ქვეშ გათბობის შესაძლებლობას. ხშირად, გათბობის დროს მათ ღრმად ეძინებათ. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ იაპონელებს არა მხოლოდ სძინავთ მაგიდის ქვეშ, არამედ მასში ეხვევიან კიდეც.