რა შეიცვლება ტურიზმში კორონავირუსის შედეგად. დასვენებამდე ყველაფერში უნდა გაერკვეთ

ახალი სტანდარტები ჰოტელებისთვის

ახალი სტანდარტების დანერგვა დაიწყეს პატარა ჰოტელებთან ერთად ისეთმა დიდმა ბრენდებმა, როგორიცაა მერიოტი, ჰილტონი და მსგავსი ცნობილი სასტუმროების ქსელები. ძირითადი ცვლილებები შეეხება სანიტარული ნორმების დაცვის გამკაცრებას და სასტუმროებში ჰიგიენისა და სისუფთავის უფრო გამკაცრებულ კონტროლს.

ასევე, სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ მომავალი სეზონისთვის შეიცვლება მომსახურეობის პროცესის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალიც. აღნიშნულ ცვილებებში შედის ციფრული ჩექინის პროცესის დანერგვა, ქაღალდის გამოყენების შემცირება და ჰოტელების სტუმრების რაოდენობის შემცირება, რათა სტუმრებმა უკეთ შეძლონ სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა. ასევე ფართოდ დაინერგა რესტორნების, სპების, ლიფტების, და ხშირად გამოყენებადი ლოკაციების შესასვლელში სანიტარული კუთხეების განთავსების ნორმებიც. ასევე სასტუმროები მოთხოვნის საფუძველზე ასევე მოგაწოდებენ ნიღბებსა და ხელთათმანებსაც.

ვილაში დარჩენის მოთხოვნის გაზრდა

სანიტარული ნორმების გამკაცრების მიუხედავად, დამსვენებლები სოციალური დისტანცირების დასაცავად სასტუმროების ნაცვლად ვილებში უფრო ამჯობინებენ დარჩენას. ადამიანების უმრავლესობა წელს მხოლოდ ვილების გამოყენებით აპირებს დასასვენებლად წასვლას და მომავალი სეზონების მანძილზეც დიდი ალბათობით სწორედ ასეთი ლოკაციები იქნება ყველაზე უსაფრთხო ადგილი დასასვენებლად.

ავიაციის დიდი ცვლილებები

11 სექტემბრის შემდეგ აეროპორტებში უსაფრთხოების კონტროლი დრამატულად გაიზარდა, ამ სეზონის შემდეგ კი აეროპორტების შესასვლელში ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ჯანმრთელობის შემოწმების ნორმებიც.

მაგალითად, რომის აეროპორტებში უკვე გამოიყენება უკონტაქტო სიცხის გასაზომი ხელსაწყოები. Emirates გახდა პირველი ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო თითის ტესტების გამოყენება კორონავირუსის აღმოსაჩენად. ასევე ცნობილი ავიაკომპანიები უკვე სავალდებულო წესად თვლიან თვითმფრინავის პერსონალის მიერ ნიღბების გამოყენებას. ზონური ჩასხდომის პროცესი უფრო გამკაცრდება, ზოგიერთი კომპანია კი საერთოდ ბლოკავს შუა სკამების გაყიდვას და მგზავრებს ყოველ მეორე რიგში ანთავსებს. .

მოჭარბებული ტურიზმის გაქრობა და სტაბილურობა

მალე ალბათ ვიხილავთ ცნობილი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად მისული ტურისტების რაოდენობაზე დაწესებულ ლიმიტებს და აღნიშნულ ლოკაციაზე დარჩენის დროზე დაწესებულ შეზღუდვებსაც. რომის მუზეუმებში უკვე შეხვდებით დროის ბილეთებს, რაც დარბაზებს გადავსებისგან იცავს. თუმცა, სწრაფი მოგზაურობის სტაბილურობას დასასრული ელის, რადგან კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები ადამიანებს მოგზაურობისთვის საკმარისი რესურსების მოგროვებაში მნიშვნელოვნად უშლის ხელს.