სარეცხ საპონს თქვენი დახმარება ბევრ რამეში შეუძლია. იაფი, მარტივი და სწრაფი საშუალება

საყოფაცხოვრებო საპონი უნივერსალური პროდუქტია, რომელიც ცხოვრების ყველა სიტუაციაში გიშველით. თუ თქვენ მას ჯერ კიდევ მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით იყენებთ და მისი სასწაულებრივი თვისებების შესახებ არაფერი იცით, სასწრაფოდ წაიკითხეთ ეს სტატია.

სახლში ყველას გვაქვს 72%-იანი შავი საპნის ფილა, მაგრამ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა სფეროშია შესაძლებელი. მოდით, დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.

1. ხალხური მედიცინა

  1. საყოფაცხოვრებო საპონს ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. იგი გამოიყენება კანის დაავადებებისა და დაზიანებების სამკურნალოდ. საპნით შეგიძლიათ ჭრილობის დეზინფექცია, ის გამოდევნის ჩირქს და ხელს უწყობს ქსოვილის შეხორცებას.
  2. პროდუქტი ასევე დაგეხმარებათ მწერების და ცხოველების ნაკბენის დროს. კარგად დაიმუშავეთ ჭრილობა საპნიანი ხსნარით, რათა სისხლის დაინფიცირება არ მოხდეს.
  3. იშვიათ შემთხვევებში, ეს საშუალება გინეკოლოგიაშიც კი გამოიყენება. ზოგჯერ, ქალებში სოკოს აღმოფხვრის მიზნით, რეკომენდებულია საყოფაცხოვრებო საპნით დაბანა.
  4. საყოფაცხოვრებო საპნისა და სოდის თანდემი უშველის ნახეთქებს, კოჟრებსა და ბზარებს თქვენს ქუსლებზე. გაავსეთ თასი ცხელი წყლით, ჩაყარეთ მასში 60 გრ გახეხილი საპნის ნამცეცები და 12 გრ სოდა. ჩაიტარეთ ფეხების აბაზანები 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი კანი ქუსლის ქვით გაიხეხეთ. პროცედურა ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს ერთი კვირის განმავლობაში.
  5. საყოფაცხოვრებო საპონი სურდოს დროსაც გამოიყენება. დაიმუშავეთ ცხვირის ნესტოები საპნის სქელი ქაფით დღეში რამდენიმეჯერ. 3-4 პროცედურის შემდეგ თავადაც იგრძნობთ შვებას.
  6. პარსვის შემდეგ ბევრი მამაკაცი და ქალი განიცდის კანის გაღიზიანებას. ჩამოიბანეთ გაღიზიანებული ადგილები საპნით და სიწითლეც უკვალოდ გაქრება.
  7. თუ რეგულარულად გაქვთ სტომატოლოგიური პრობლემები, ექსპერტები გირჩევთ ყოველდღიურად ჩაუტაროთ დეზინფექცია თქვენს კბილის ჯაგრისს საყოფაცხოვრებო საპნით. ყოველ საღამოს კბილის ჯაგრისი საპნით კარგად დაამუშავეთ და დილამდე დატოვეთ საპნიან წყალში.
  8. პროდუქტი აგრეთვე გამოიყენება ბუასილის სამკურნალოდ. გამოიყენეთ იგი დაბანის დროს ძირითად სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
  9. ფეხის სოკო – გავრცელებული პრობლემაა. დაზიანების განკურნებას საპონი და კბილის ჯაგრისი შეუწყობს ხელს. კარგად წაუსვით საპონი კბილის ჯაგრისს და დაზიანებული ადგილები დაიმუშავეთ. ამის შემდეგ კი იგივე ადგილები იოდით დაამუშავეთ.
  10. ჩირქგროვის მოშორება შესაძლებელია დაჭყლეტილი ხახვისა და საყოფაცხოვრებო საპნის დახმარებით. წვრილად დაჭერით ერთი ცალი ხახვი და ასეთივე რაოდენობით გახეხეთ საპონიც. შეურიეთ კომპონენტები ერთგვაროვანი ფაფისებრი მასის მიღებამდე (სულ საჭიროა 50გრ). დაიდეთ კომპრესი დაზიანებულ ადგილზე მთელი ღამით.
  11. თუ შემთხვევით კანი მდუღარე წყლითდაიწვით და გეშინიათ, რომ შესაძლოა ბუშტუკები გაჩნდეს, სასწრაფოდ საპონი გამოიყენეთ. კარგად წაისვით საპონი დაზიანებულ ეპიდერმისზე და დაელოდეთ, სანამ პროდუქტი მთლიანად გაშრება.

2. თმის მოვლა

  1. ცხიმიანი თმის ტიპის მფლობელებს, ისევე როგორც ადამიანებს, რომლებსაც სებორეა, კანის ქავილი, ქერტლი და სხვა დაავადებები აწუხებთ, ტრიქოლოგები დაჟინებით გირჩევთ თავი სამრეცხაო შავი საპნით დაიბანოთ. ის აკონტროლებს ცხიმის გამოყოგას და ახანგრძლივებს თმის სისუფთავეს. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, რომ არ გადააჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თმა მშრალი და უსიცოცხლო გახდება.
  2. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თმის მდგომარეობა უარესდება. თუმცა, რამდენიმე პროცედურის შემდეგ შეძლებთ პირველი შედეგების შეფასებას. თმა შეეგუება და ქავილიც გაქრება.
  3. თუ თქვენ თმას იღებავთმ ფრთხილად იყავით ასეთ ხრიკებთან, რადგანაც ტუტე ყოველთვის კარგად არ ურთიერთქმედებს საღებავთან.
  4. როგორ გამოვიყენოთ საპონი სწორად? გახეხეთ ცოტაოდენი საპონი და ზემოდან წყალი დაასხით, ხსნარის მისაღებად. სწორედ ამით, და არა მყარი ფილით უნდა დაიბანოთ თმები. პროცედურების დასასრულს, კულულები წყლისა და ვაშლის ძმრის ნაზავით ჩამოიუბანეთ (1:1 პროპორციით), რომ ტუტეს ბალანსი აღადგინოთ.

3. კანის მოვლა

  1. პროდუქტი განთქმულია ბაქტერიციდული თვისებებით, შესაბამისად, ის გეხმარებათ აკნესთან, გამონაყართან, ღია კომედონებთან, შავ წერტილებთან ბრძოლაში. დაიტანეთ იგი სახის კანზე, ზურგზე, მხრებსა და მკერდზე კვირაში რამდენიმეჯერ, პათოგენების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც გამონაყარის გაჩენას პროვოცირებს. ამ მიზნებისთვის საუკეთესოა საპნის ქაფი. მთლიანი ფილით კანის დამუშავება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა ამით ზიანი მიაყენოთ ეპიდერმისს.
  2. საპნის ქაფი გიშველით მზის დამწვრობისგანაც. კანის გაწითლების პირველივე ნიშნებზე, საყოფაცხოვრებო საპნით ჩამოაყალიბეთ ქაფი და წაისვით იგი დაზიანებულ ადგილებზე.
  3. საყოფაცხოვრებო საპნით დაბანა სასარგებლოა ასავე იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც კანის დაავადებები აქვს. გამოიყენეთ იგი კვირაში ერთხელ. ასე თქვენ დაიცავთ თავს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან.
  4. საპონს უარყოფითი მხარეც აქვს – ტუტეს მაღალი კონცენტრაცია. ხშირი გამოყენებით, ის აშრობს კანს და მას ნაკლებად ელასტიურს ხდის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო საპონი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გამოიყენოთ.

4. გამოყენება საყოფაცხოვრებო საქმეებში

  1. საყოფაცხოვრებო საპონი ბუნებრივი ნედლეულის საფუძველზე მზადდება. ის შესანიშნავია როგორც ზრდასრული ადამიანების, ისე ბავშვების ტანსაცმლის გასარეცხად, რადგან ის ჰიპოალერგიული გახლავთ.
  2. პროდუქტს აქვს მათეთრებელი თვისებები და თეთრი ქსოვილებიდან ჭუჭყის ამოყვანაში გეხმარებათ. ფერადი ტანსაცმლის რეცხვისთვის ის სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.
  3. საყოფაცხოვრებო საპონი კარგია არა მხოლოდ იატაკის საწმენდად, არამედ ჭურჭლის გასარეცხადაც. პროდუქტი წმენდს ზედაპირს ბაქტერიებისგან და მათ სიპრიალეს ანიჭებს, ამასთან, არ ტოვებს ლაქებს.

ახლა თქვენ იცით, რომ სამრეცხაო საპონი მრავალ გაუთვალისწინებელ სიტუაციებში გშველით და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გეხმარებათ. მთავარია, ის ზომიერად გამოიყენოთ. ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს.