მექსიკელმა გოგონამ ნაგვისგან ააწყო სისტემა, რომლითაც თავის ქალაქში წყალი შეიყვანა

მეცნიერებაზე ფიქრისას ბევრი თვლის, რომ მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს შეუძლიათ დიდებული მიზნების მიღწევა. სწორედ ასეთი მითის დამსხვრევა შეძლო მექსიკელმა გოგონამ, რომელსაც სურდა მის ირგვლივ არსებულ მოსახლეობას თბილი წყლის მიღებაში დახმარებოდა. ამის მისაღწევად მან მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი სისტემა ააგო მხოლოდ გადამუშავებული ნაწილების გამოყენებით. მისი გამოგონება იმდენად ეფექტური გამოდგა მთელი ქვეყნისთვის, რომ 8 წლის ბავშვს ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო გადასცეს.

4 წლის ასაკიდან კრუზი სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო, სადაც მას მეცნიერების ინტერესს უღვივებდნენ სხვადასხვა მინი პროექტებში მონაწილეობით. სწორედ პროგრამა PAUTA დაეხმარა 8 წლის გოგონას საკმარისი გამოცდილების მიღებაში. მისი საცხოვრებელი ქალაქი მექსიკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ჯუნგლებთან ახლოს ყოფნის მიუხედავად იგი მაინც ცივი ამინდებით გამოირჩევა თითქმის მთელი წლიკს განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ამ ქალაქის მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება თანამედროვე წყლის გათბობის სისტემებზე, რის გამოც მათი უმრავლესობა ხეებს ჩეხავს ბუხრისთვის ან ცივი წყლით ბანაობს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა 8 წლის მეცნიერმა წყლის გათბობის უფრო იაფი სისტემის გამოგონება.

გოგონას გამოგონება ფულის დაზოგვასთან ერთად ქალაქის ირგვლივ არსებული ტყის გადარჩენაშიც დაეხმარება მექსიკას, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეებს დიდი ოდენობით ჭრიან შეშისთვის. კრუზს სისტემის ასაწყობად კვირა დასჭირდა და ამისთვის ძველი გამაგრილებლის 2 ცალი კრისტალის კარი, 10 პლასტმასის ბოთლი, 2 მეტრის სიგრძის შლანგი და 2 ხის ფიცარი გამოიყენა. აწყობის შემდეგ მას მამა დაეხმარა მოწყობილობის დაყენებაში მათი სახლის სახურავზე. სკოლიდან მოსვლის შემდეგ იგი მოწყობილობის მუშაობასა და წყლის ტემპერატურას ზომავდა და ინფორმაციას იწერდა.

იგი არ ელოდა იმას, რომ ასეთი გამოგონებით ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევდა. პოპულარობამ და ჯილდოს მიღებამ მთელი ოჯახი ძალიან გაახარა და გააოცა კიდეც. მომავალში გოგონა აპირებს მისი მოწყობილობის გაუმჯობესებას. ამისთვის მას სურს პლასტმასის ბოთლები მზის სინათლის პანელებით ჩაანაცვლოს, რადგან გამათბობლიდან ცხელი წყალის გაჟონვის პრობლემა მოგვარდეს. კრუზი ახლა უკვე 10 წლისაა და მართლაც იდეალურ მაგალითს წარმოადგენს სხვა ბავშვებისთვის, რადგან მან სწორედ მონდომებითა და მეცნიერების სიყვარულით მართლაც უდიდესი საჩუქარი გაუკეთა მის ქალაქს და ბუნებას.