როგორ ვაქციოთ პალეტი საგარეო ძელსკამად

შესაძლოა, თქვენს ავტოფარეხში მოიძებნებოდეს ძველი დიდი ზომის პალეტი, რომელიც გამოუყენებლობისგან იმტვერება, მაგრამ თუ ეს არ გაქვთ, მაშინ, აუცილებლად ექნებათ იგი თქვენს მეგობრებს ან ნაცნობებს. უამრავი იდეა არსებობს უსარგებლო პალეტის გამოსაყენებლად. მაგრამ, ამ შესანიშნავი ხრიკის წყალობით გააკეთებთ კომფორტულ გრძელ სკამს, რომელიც შეგიძლიათ ტერასაზე ან აგარაკზე ბაღში დადგათ. და სახლშიც საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება ავეჯის ეს ლამაზი ელემენტი!

ასეთ სკამზე ორმაგად კარგი იქნება ჯდომა, რადგან თქვენ მას საკუთარი ხელით დაამზადებთ. მოიმარჯვეთ საჭირო ინსტრუმენტები და საქმეს შეუდექით!

ძელსკამი პალეტისგან

დაგჭირდებათ

  • ხერხი
  • დრელი
  • ზუმფარის ქაღალდი
  • ჯაგრისი
  • გრუნტი ხისთვის
  • საღებავი
  • ხის პალეტი (120 x 80 სმ)
  • 4 ხის ბლოკი (30 x 9 სმ)
  • 2 ხის დაფა (120 სმ სიგრძის)
  • 4 დიდი კუთხე
  • 3 საშუალო კუთხე
  • 7 დასამაგრებელი ლითონის ფირფიტა
  • 2 ლითონის პეტლი
  • ხრახნები

1. კარგად გაწმინდეთ პალეტი ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული. სკამის დასაჯდომი ნაწილი უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე საზურგე.

2. დიდი ნაწილი გადააბრუნეთ და კუთხეებზე ხის ბლოკები განათავსეთ.

3. დაამაგრეთ ფეხები 4 დიდი ლითონის კუთხეების და ხრახნების გამოყენებით.

4. გარე მხარეს თითოეული ფეხი ლითონის სამაგრიანი ფირფიტებით დაამაგრეთ უფრო მეტი სიმტკიცისა და გამძლეობისთვის.

5. ახლა კი დროა საზურგე მიამაგროთ. იგი დანარჩენი სამი ლითონის ფირფიტით დაამაგრეთ.

6. საშუალო ზომის კუთხეებით შეაერთეთ სკამის საზურგე და დასაჯდომი ნაწილები.

7. ფითხით დაფარეთ ყველა უსწორმასწორო და ნაპრალებიანი ადგილი.

8. ხის სკამი ზუმფარის ქაღალდით გახეხეთ. ზედაპირი კარგად გაასუფთავეთ.

9. გრძელი სკამი ხის გრუნტით დაფარეთ.

10. როდესაც იგი მთლიანად გაშრება, სკამი თქვენთვის სასურველ ფერში შეღებეთ.

11. შექმენით საიდუმლო უჯრები. ხის დაფა, რომელიც სახურავი უნდა იყოს, შეღებეთ და საზურგეზე ლითონის პეტლებით დაამაგრეთ.

12. მეორე დაფა ქვეშ დაამაგრეთ. მიღებულ პატარა ყუთებში შეგიძლიათ ნებისმიერი წვრილმანის შენახვა.

13. სკამზე რბილი ბალიშები დააწყვეთ და დატკბით თქვენი შემოქმედებით!

უბრალო პალეტი სახლსა თუ ბაღში სხვადასხვა გზით შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ეს იდეა მართლაც შესანიშნავია!