ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როდესაც სააბაზანო ოთახში რემონტის ჩატარება ხდება საჭირო. თუმცა, ეს თქვენს სურვილებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს ყოველთვის როდი ემტხვევა. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ გადააქციოთ ეს ოთახი თქვენი ოცნების აბაზანად ისე, რომ ამაში უზარმაზარი დროის, ძალისხმევისა და თანხების დახარჯვა არ მოგიწიოთ. გვერწმუნეთ, ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

რჩევა 1: ნუ გააკრავთ ფილებს ჭერამდე

ფილების შეძენამდე, სასარგებლო იქნება, თუ იფიქრებთ მის ფუნქციურ დანიშნულებაზე – არ გვგონია, რომ იგი ორი მეტრის სიმაღლეზე ნამდვილად საჭირო იყოს. იმისთვის, რომ ზონები ზუსტად განსაზღვროთ, სადაც ფილები თავის ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს, წყლის პროცედურების დროს ყურადღება მიაქციეთ, სად ხვდება წყლის შხეფები ყველაზე ხშირად. ადგილები, რომლებიც ამ ნიშნულის ზემოთ მდებარეობს, შეგიძლიათ უბრალოდ წყალგამძლე საღებავით შეღებოთ. ამრიგად, თქვენ შეძლებთ კედლის საფარის ღირებულების დაზოგვას და რამდენიმე წელში  უპრობლემოდ განაახლებთ ზედაპირს, რაშიც პროფესიონალის მომსახურება არ დაგჭირდებათ.

ფინანსური თვალსაზრისით ასეთი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ? მაშინ შეადგინეთ ხარჯთაღრიცხვა მანამდე, სანამ სამშენებლო მაღაზიაში წახვალთ. გამოთვალეთ, რამდენი ფულის დახარჯვა მოგიწევთ, თუ მხოლოდ ფილებს გამოიყენებთ და რამდენი დაგიჯდებათ რემონტი, თუ ფილები საღებავთან იქნება ტანდემში. ასე თქვენ შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას.

რჩევა 2: უარი თქვით მოზაიკაზე

მოზაიკა ძალიან ლამაზი მოსაპირკეთებელი მასალაა, რომელსაც შეუძლია განსაკუთრებული ხიბლი შესძინოს თუნდაც ყველაზე უბრალო და ბანალურ სააბაზანო ოთახსაც კი. თუმცა, მისი  ღირებულება საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, მოზაიკის დაგების სამუშაოები ყოველთვის ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ფილების. და თუ თქვენი აბაზანა დიდი ზომისაა, მაშინ რემონტი შეიძლება წარმოუდგენლად ძვირი დაგიჯდეთ. არის კიდევ ერთი ნიუანსი: რაც უფრო მცირე ზომისაა ფილა, მით უფრო მეტი ნაკერია ფილებს შორის. ეს კი ნიშნავს, რომ ამავე დროს იზრდება ხარჯები ფუგაზეც.

მიაქციეთ ყურადღება: თუ მტკიცედ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ სველი წერტილის ინტერიერში მოზაიკაა საჭირო, შეამცირეთ მისი ფართობი. ნაცვლად იმისა, რომ მასალა მთელი ოთახის გასაფრმებლად გამოიყენოთ, მისი დახმარებით გამოყავით მხოლოდ ნიშე ცალკეული თაროებით. ასევე, არ დაგავიწყდეთ, შეადაროთ ფასები მწარმოებლებთან და კონსულტანტთან დააზუსტოთ, ხომ არ არის მაღაზიაში შემორჩენილი ძველი კოლექციის ნარჩენები – ჩვეულებრივ, ისინი გაცილებით იაფია.

რჩევა 3: შეღებეთ კედლები ავეჯის მიღმა

როგორც უკვე ვთქვით, არ არის აუცილებელი სააბაზანო მთლიანად ფილებით დაფაროთ, შეგიძლიათ ეშმაკობა გამოიყენოთ. სანამ რემონტის გაკეთებას დაიწყებთ, შეადგინეთ სქემა და ჩამოწერეთ, სად რა ავეჯი უნდა განთავსდეს. ამის შემდეგ, შეღებეთ კედლის მონაკვეთები ტუმბოს, კარადის ან სარკის უკან, იმის ნაცვლად, რომ ამ ზონებში ფილები გააკრათ. გსურთ შეამოწმოთ, ამ გზით რამდენს დაზოგავთ? მაშინ გამოთვალეთ ინტერიერის საგნების მთლიანი ფართობი და გაამრავლეთ მისი მოსაპირკეთებელი მასალის 1მ² ღირებულებაზე.

რჩევა 4: გააკეთეთ გასაჭიმი ჭერი

გასაჭიმ ჭერებს მრავალი უპირატესობა აქვს: იაფია, ადვილად მონტაჟდება, არ ეშინია ტენიანი ჰაერის და შხეფების, არ აგროვებს კონდენსატს. ჭერის საფარის გასაწმენდად არ არის საჭირო სპეციალური საწმენდი საშუალებები – ჩვეულებრივი რბილი ტილო და თბილი წყალი სავსებით საკმარისია. გარდა ამისა, ასეთ ჭერებს ძალიან ლამაზი და ესთეტიკური ვიზუალი აქვს, თანამედროვე ბაზარზე კი ინტერიერის გასაფორმებლად უამრავი ვარიანტი არსებობს. და, როგორც ბონუსი – გასაჭიმ ჭერს გარკვეული კომუნიკაციების დამალვის და ორიგინალური განათების მოწყობის შესაძლებლობა აქვს -ჩაშენებული ნათურები, ტრეკებიანი სისტემები.

რჩევა 5: შეიძინეთ სტანდარტული ზომის საგნები

თუ თქვენი სააბაზანოს ზომები არასტანდარტულია, მოგიწევთ ფინანსურ მსხვერპლზე წასვლა და ავეჯის და სანტექნიკის შეკვეთა. თუმცა, თუ სააბაზანო სტანდარტულია, უმჯობესია მისდიოთ შინაგან ხმას და თქვენს ახირებას, რომელიც გიმტკიცებთ, რომ ინტერიერი არაორდინალური უნდა იყოს. შეიძინეთ ავეჯის საგნები და სანტექნიკა, რომლებიც მაღაზიაში ფასდაკლებით ან ამოყიდვითაა. შეკვეთის დროს კი, პოზიციები ყოველთვის მოითხოვს მსხვილ ინვესტიციას. გარდა ამისა, ის წინასწარ გადახდას მოითხოვს და დამზადებას 2-3 კვირა დასჭირდება.

რჩევა 6: ნუ დახარჯავთ ფულს ყველაზე იაფ მასალებზე

ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს რჩევა ეწინააღმდეგება რჩევებს ეკონომიის შესახებ. თუმცა, სინამდვილეში, ხარისხიანი მასალის შეძენა თავიდან აგარიდებთ  იმედგაცრუებებს და განმეორებით რემონტს ერთი-ორი წლის შემდეგ. მაგალითად, თქვენ ვერ შეძლებთი იაფფასიანი ფილების გადაჭრას 45 გრადუსზე – ის დაიფშვება, ან ბზარები გაუჩნდება, კუთხეები უსწორმასწორო იქნება. ხოლო თუ ფილების ნაცვლად შპალერს გააკრავთ, მოკლე პერიოდის შემდეგ ის ტენიანობის გავლენას ვეღარ გაუძლებს და უბრალოდ კედლებიდან ჩამოცვივდება.

რჩევა 7: მოხსენით ძველი ფილების ნაწილი

თუ თქვენი მიზანი რემონტის განახლებაა და არა მისი ნულიდან დაწყება, სცადეთ შემდეგი რჩევა. იმის ნაცვლად, რომ მთლიანად შეცვალოთ კედლის საფარი, უბრალოდ მოხსენით ძველი ფილების რამდენიმე მწკრივი და შეღებეთ კედლები. სააბაზანოს ვიზუალი მაშინვე შეიცვლება უკეთესობისკენ. თუმცა, ფრთხილად იყავით – თუ პროცედურას აკურატულად არ ჩაატარებთ, მაშინ შესაძლოა დაზიანდეს ფილები, რომელთა დატოვებასაც აპირებდით.

რჩევა 8: დააყენეთ აკრილის აბაზანა

აბაზანის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ აკრილის ვარიანტს. ის ყველაზე ბიუჯეტური, დასამონტაჟებლად მარტივი და მოსავლელად ძალიან ადვილია. მას ერთი მინუსი აქვს – აკრილის აბაზანის ხანგრძლივობის ვადა არც ისეთი მაღალია, თუმცა, თუ სანტექნიკას სირთხილით მიუდგებით, მისი შეცვლის საჭიროება ახალ რემონტს დაემთხვევა. აუცილებლად გაითვალისწინეთ აბაზანის ზომები – რაც უფრო მცირეა პროდუქტი, მით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მისი ფასი.

თუ ახალი სანტექნიკა თქვნთვის ხელმისაწვდომი არ არის, ძველი თუჯის აბაზანა კი თქვენთვის სავსებით მისაღებია (გარეგნობას თუ არ ჩავთვლით), შეგიძლიათ მისი რესტავრაცია სცადოთ. იმისთვის, რომ დაფაროთ სიყვითლე და მინანქრის დაზიანების ნიშნები დამალოთ, თხევადი აკრილი გამოიყენეთ. აბაზანის გარეგნული მხარე გაცილებით უკეთესი გახდება და თქვენც აღარ მოგიწევთ ფულის დახარჯვა ახლის შესაძენად.

რჩევა 9: დაელოდეთ ფასდაკლებასა და ამოყიდვებს

წინასწარ დაგეგმეთ აბაზანის რემონტი და მაშინ ნამდვილად აიცლებთ თავიდან სამშენებლო მასალების სპონტანურად შეძენას. ეს რას მოგცემთ? დაზოგვის შესაძლებლობას. თუ თქვენ არ იჩქარებთ, შეძლებთ დაელოდოთ ფასდაკლებას, აქციას ან ამოყიდვას სამშენებლო მაღაზიებში. სავსებით შესაძლებელია ხარისხიან საქონელზე 50-დან 70%-მდე ფასდაკლება გააკეთონ.

შეგიძლიათ კერამიკული ფილები შეიძინოთ შიდა, და არა უცხოელი მწარმოებლებისგან. ის ბევრად არ ჰაისწრებს ხარისხით, მაგრამ ფასი ნამდვილად მოგეწონებათ.

იგივე ეხება გაუფასოებულ საქონელს. გაუფასოებული საქონელი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქცია დეფექტიანია. სავსებით შესაძლებელია, რომ საწყობში მხოლოდ მცირე რაოდენობის ეგზემპლარი დარჩა, რომელიც  ძლივს იქნება საკმარისი ერთი კედლის მოპირკეთებისთვის (თუ საუბარია ფილებზე). ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა აირჩიოთ რამდენიმე ვარიანტი და ჰარმონიულად დააკავშიროთ ისინი.

რჩევა 10: მოერიდეთ ზედმეტი მასალის შეძენას

თუ თქვენი აბაზანა საკმარისად დიდია, უარი თქვით დეკორატიულ დასრულებაზე. უბრალოდ შელესეთ და შეღებეთ კედლები და ჭერი ნესტგამძლე საღებავით. ის გაცილებით დიდხანს მოგემსახურებათ, ვიდრე ზეთის საღებავი, რადგან ის არ ექვემდებარება ტენიანობის, ორთქლის,ტემპერატურის ცვლილების ნეგატიურ ზემოქმედებას. აგრეთვე მიაქციეთ ყურადღება სანტექნიკას და ავეჯს დამატებითი ფუნქციის გარეშე, რომლებიც არ გამოგადგებათ. მაგალითად, შხაპის არჩევისას უარი თქვით მოდელებზე, რომლებსაც ახლავს რადიო, სანათი და სხვა. მათი ფასი გაცილებით დაბალი  იქნება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი