ხელოსნების რჩევები: რა შეცდომებს უშვებენ ბინის მფლობელები სააბაზანოს გარემონტებისას

სააბაზანო ოთახში ადამიანი საკმაოდ დიდ დროს ატარებს თავისი ცხოვრების მანძილზე. ეს კი ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად უნდა სუფევდეს კომფორტი. ეს მასალა მოგიყვებათ სველი წერტილების რემონტის მთავარ შეცდომებზე.

1. საშხაპის ყურმილის ცუდი სამაგრი

საშხაპის ყურმილის ასეთი დამჭერები, როგორც წესი, აქტიური გამოყენებისას უკვე რამდენიმე თვეში გამოდის მწყობრიდან. ეს კი ნიშნავს, რომ საშხაპე ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოვარდეს და თავზე დაგეცეთ. შემდეგ კი ძლიერი თავის ტკივილი და მსუბუქი შერყევა ყველაზე მცირეა, რაც შეიძლება დაგემართოთ. უმჯობესია არ გარისკოთ და გამოიყენოთ სტაციონარული სამაგრი, რომელიც უფრო ძვირია, მაგრამ ბევრად სანდო.

2. მხოლოდ ერთი დენცქვიტა სააბაზანოში

ძალიან ხშირად, სააბაზანოში მხოლოდ ერთი დენცქვიტაა დაყენებული – სარეცხი მანქანისთვის. სააბაზანოში დენცქვიტების ნაკლებობა გამოიწვევს იმას, რომ დერეფნიდან დამაგრძელებლის შეყვანა მოგიწევთ, რაც, დაგვეთანხმებით, ნამდვილად არ არის მიმზიდველი და მოსახერხებელი. საყოფაცხოვრებო ტექნიკა სულ უფრო და უფრო იზრდება ჩვენს ცხოვრებაში, აბაზანის თაროებზე ჩნდება ელექტრო საპარსი, ელექტრო ჯაგრისი, თმის სასწორებელი უთო, ფენი, ტრიმერრი და ა.შ. უმეტესი მათგანი ქსელით იკვებება, დანარჩენს კი ელემენტის დამუხტვა სჭირდება. ამიტომ, სააბაზანო ოთახი მინიმუმ ორი ან სამი წყალგაუმტარი დენცქვიტით უნდა იყოს აღჭურვილი.

3. კერამიკული ფილების დაგება 

ეს უწყვეტი დაბრკოლებაა. აუცილებელია ფრთხილად მოამზადოთ ზედაპირი, საიმედოდ დააწებოთ ელემენტები და ამოავსოთ ყველა ნაკერი ფილებს შორის. ყველამ კარგად იცით: ფილები ძალიან ძვირია. ამიტომ, დღეს ადამიანების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს პლასტმასის პანელებს. მაგრამ მათ სერიოზული ნაკლოვანებები აქვთ, როდესაც საქმე სააბაზანო ოთახის რემონტს ეხება. შემრევებიდან ამოფრქვეული წყალი თანდათან ანადგურებს საფარის ზედაპირს, ხოლო ლაქების მოშორების პირველივე მცდელობა მათზე ახალი თეთრი ლაქების წარმოქმნით სრულდება. გარდა ამისა, პანელებსა და კედელს შორის ყოველთვის არის პატარა ნაპრალი, სადაც ნესტი გროვდება. დროთა განმავლობაში, ეს ობისა და სოკოს წარმოქმნას იწვევს. ეს განსაკუთრებით საშიშია ალერგიისა და ასთმის მქონე ადამიანებისთვის.

4. ჭერი თაბაშირ-მუყაოსგან

თაბაშირ-მუყაო იდეალურად სწორი ჭერის ზედაპირის შესაქმნელად გამოიყენება, მაგრამ სააბაზანო ოთახში გაზრდილი ტენიანობა აუცილებლად გამოიწვევს მის დეფორმაციას. ამიტომ, თუ თქვენ გსურთ მიიღოთ იდეაურად ბრტყელი და გამძლე ჭერი, არჩევანი გასაჭიმ ჭერზე შეაჩერეთ: ის კარგად იტანს ტენიანობას და არ კარგავს თავის მიმზიდველ იერს მრავალი წლის განმავლობაში. თუ მეზობელი დაგტბორავთ, გასაჭიმი ჭერი დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ძალიან უსიამოვნო შედეგები: უარეს შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ აფრისის შეცვლა მოგიწევთ, უკეთეს შემთხვევაში კი გასაჭიმი ჭერი უბრალოდ ჩამოიზნიქება და მთელს წყალს მასში იტოვებს.