ამას როგორ აკეთებენ: 10 “ჯადოსნური” ილეთის სავსებით რაციონალური ახსნა

10. მოძრავი ქსოვილი

ამ ხრიკით ილუზიონისტი ნაჭრის ქვეშ მოჩვენების მოძრაობის ილუზიას ქმნის. სინამდვილეში კი ნაჭრის კუთხეში დამალულია მავთული, რომლის კიდეზე დაჭერითაც ნაჭერი მთელ პერიმეტრზე მოძრაობას იწყებს. მისი ფერადი ვიზუალი მაყურებელს საკმარისად აბნევს, დეტალების შესანიღბავად.

9. ბუშტში ნემსის შერჭობა

ამ ხრიკის შესრულება მარტივია. ნემსი უნდა ამოავლოთ ზეთში და შეარჭოთ ბუშტის ზედაპირის ყველაზე სქელ წერტილებში, რომელიც მის თავზე და ძირზე მდებარეობს. ლატექსის ასეთი სქელი მონაკვეთების გახვრეტით ბუშტი არ გასკდება.

8. გაჭრა და აღდგენა

ილუზიონისტი ხრიკის დროს თოკს ორად ჭრის, თუმცა შემდეგ იგი კვლავ გამთელებულ მდგომარეობას უბრუნდება. სინამდვილეში მას ხელში მეორე თოკი აქვს დამალული და სწორედ მას ჭრის ორიგინალი თოკის ნაცვლად.

7. მათემატიკური პრობლემების ამოხსნა მაგიური ცარცით

ამ ხრიკის შესრულებისას ილუზიონისტი ერთ დაფაზე გამოცანას წერს, შემდეგ მას მეორე ცარიელ დაფას აფარებს და ამ მეორე დაფის აწევის შემდეგ მასზე გამოცანის პასუხს ვხედავთ. რეალურად ეს მეორე დაფა ცარიელი არაა და მასზე უკუღმა დადებული დაფაა მიწებებული ზედ დაწერილი პასუხით. დაფების დახურვის და რხევის შედეგად დაფა ტრიალდება და ასე ვხედავთ სწორ პასუხს.

6. მონეტის გატარება შუშაში

ამ ხრიკის შესრულებისთვის ილუზიონისტი ორ ერთნაირ მონეტას იყენებს. ერთი მათგანი შუშის ზევიდან იდება, ხოლო მეორეს ილუზიონისტი შუშის ქვევით მოთავსებული ხელის გულში მალავს. ზევიდან მოთავსებული ხელის ბეჭედზე მაგნიტია მოთავსებული. სწორედ მისი დახმარებით გამოაქვს ილუზიონისტს შუშის ზედაპირის შუაში მონეტა და შემდეგ იგი მისი მოშორებით ძირს აგდებს მონეტას მეორე ხელით დასაჭერად. პარალელურად შუშის ზემოდან დადებულ მონეტას იგივე მაგნიტით სწევს მაღლა დასამალად.

5. ნაჭრის ყელში გატარება

ამ ხრიკის შესასრულებლად კისერზე შემოხვეული ნაჭერი ორი ცალი მსუბუქი კვანძით უნდა გადააჯვარედინოთ ერთმანეთზე, რაც მაყურებლის თვალში ერთი ძლიერი და მჭიდრო კვანძის ილუზიას ქმნის. სწორედ ამიტომ ნაჭრის სწრაფად გამოქაჩვისას მისი კისრიდან ჩამოძრობა გაოცებას იწვევს.

4. ხელის გაჭრა

ილუზიონისტი ამ ხრიკის დროს ხელს დანით ჭრის, თუმცა ბოლოს ხელი უვნებელი რჩება. ამ მეთოდის საიდუმლო დანაში მდებარეობს, რომელსაც მოძრავი პირი აქვს და ამით ქმნის კანში დანის წვერის შესვლის ილუზიას.

3. დანების სროლა

ილუზიონისტი ასეთი შოუს დროს დაფაზე დაბმულ ასისტენტს დანებს ესვრის. სინამდვილეში იგი დანას ხელს საერთოდ არ უშვებს და მის მკლავებში მალავს, ხოლო ზუსტად დანის სროლის მომენტში დაფის უკან დამალული მისი დამხმარე შიგნიდან წევს მეორე დანას სცენის მხარეს. მათი შეთანხმებული ერთდროული მოქმედება და შერჭობის ყალბი ხმა სწორედ დანის გასროლის ილუზიას ქმნის.

2. ტყვიის კბილებით დაჭერა

ილუზიონისტი ამ ხრიკის დროს იარაღს ტყვიის წამალით და ტყვიით ტენის და მას ასისტენტს აძლევს სასროლად. გასროლის შემდეგ მაყურებელი ხედავს, რომ ტყვია მის კბილებშია გაჭედილი. სინამდვილეში ეს იარაღი ნამდვილი არაა და სროლის ეფექტი მის შიგნით მოთავსებული სპეციალური მექანიზმით იქმნება. იარაღის გადატენვისას დამალული მაგნიტის საშუალებით ილუზიონისტი ტყვიას თვითონ მალავს იქამდე, სანამ მას კბილებით დაჭერილს არ გამოაჩენს.

1. აღმოსავლეთის ექსპრესის გაუჩინარება

დევიდ კოპერფილდმა აუდიტორიის წინ გააქრო აღმოსავლეთის ექსპრესის ვაგონი. მას ნაჭერი გადააფარა, ჰაერში აწია და ნაჭრის მოშორების შემდეგ ვაგონი იქ აღარ იყო.

რეალურად ვაგონის მაღლა აწევის პროცესში იგი ძირს რჩება, ხოლო ამწეს მაღლა ააქვს ვაგონზე გადაფარებული ნაჭერი. ვაგონის ნაცვლად ნაჭერს მაღლა მიჰყვება მასში დამალული ვაგონის ფორმის მსუბუქი კონსტრუქცია, რის გამოც გარედან დანახვისას გგონიათ, რომ ნაჭერი კვლავ ვაგონს აქვს გადაფარებული. მკვეთრი სინათლის წყალობით ხალხს ყურადღება ნაჭერზე გადააქვს, რის დროსაც ვაგონს პირდაპირ იატაკიდან აგორებენ სცენის მიღმა.