აუზი თუ ზღვა: რომელი უფრო უსაფრთხოა პანდემიის დროს და რატომ

გადადის თუ არა COVID-19 წყლით?

დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სანდო წყაროების განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი აუზებით, სპებით და სხვა სათამაშო წყლის აქტივობების საშუალებით გადის. ასევე არ არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ ოკეანესა და ზღვაში ბანაობას ვირუსის გადატანა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ თვითონ წყალი რისკის ფაქტორს არ წარმოადგენს, ხალხით სავსე სანაპიროები და აუზის სივრცე მაინც საშიშ გარემოს ქმნის ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ასეთ ლოკაციებზე ადამიანები თავისუფლად აიგნორებენ ფიზიკური დისტანცირების ნორმებს. შესაბამისად მოცურავეები უფრო საშიშ ასპექტს წარმოადგენენ თქვენთვის, ვიდრე თვითონ წყალი.

სანაპირო თუ აუზი?

ექსპერტების თქმით სანაპირო უფრო უსაფრთხოა აუზთან შედარებით, ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში სანაპიროზე უფრო მეტად გაზავებულ წყალს ვხვდებით, რაც მისი დახმარებით ვირუსის გადატანის რისკს ამცირებს. ასევე სანაპიროზე უფრო ადვილია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა სხვა ადამიანებისგან. საცურაო აუზების უმრავლესობა ხშირად ივსება სტუმრებით, რის გამოც ასეთ სივრცეებში დისტანცირება ძნელი ხდება და გახარებული ბავშვებიც აქტიურად დარბიან წინ და უკან. სანაპიროზე უფრო მარტივად იპოვით თავისუფალ წერტილს.

სანაპიროსა და აუზს შორის არჩევანის გაკეთების მაგივრად თქვენ თავის დაცვაში დაგეხმარებათ ჰიგიენის ნორმების დაცვა, ნიღბები, სოციალური და ფიზიკური დისტანცირება და ადამიანებთან არასაჭირო კონტაქტის შემცირება. წყალში და ცხელ აბაზანებშიც კი წყლის მიერ ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია, თუმცა ეს მაინც შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანები სპეციალურ ჰიგიენურ ნორმებს არ დაიცავენ კორონავირუსთან საბძოლველად.

ყველა საცურაო აუზს გააჩნია საკუთარი სანიტარიისა და ჰიგიენის წესები, რომელთა დაცვაც აუცილებლად უნდა უზრუნველყოთ თქვენს ოჯახთან ერთად. ასევე სასურველია ესტუმროთ თქვენს სახლთან ახლოს არსებულ აუზებს, რადგან მგზავრობა პანდემიის დროს დაავადების რისკს ზრდის.