ახლის ყიდვა საჭირო არაა: როგორ მოვარგოთ ძველი კარადა ახალ მოთხოვნილებებს.

საკმაოდ ხშირად ხდება, რომ დროთა განმავლობაში კარადა ექსპლუატაციაში ძალიან მოუხერხებელი  ხდება. ეს ლოგიკურია: ცხოვრება მიედინება, ყველაფერი იცვლება, ოჯახში ცვლილებები ხდება და იცვლება ნივთების რაოდენობაც. კარადა არასაკმარისი ხდდება და გვიჩნდება თაროების ან უჯრების დამატების, ან სულაც, ახალი კარადის ყიდვის სურვილი, რომელსაც უფრო სრულყოფილი განლაგება ექნება. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი ასეთი რადიკალური ზომების მიღება. არსებობს მარტივი გამოსავალი ძველი კარადის ოპტიმიზაციისთვის, რათა ის უფრო ხელსაყრელი და გამოსადეგი გახდეს.

1. კარადის ძელი

კარადის ერთი ძელი კარგია, მაგრამ ორი ან სამი – ბევრად უკეთესი. თუ კარადის სიგრძე უფრო ნაკლებია, ვიდრე თქვენ გინდათ და ტანსაცმლის საკიდები ერთ ხაზში უკვე ვეღარ ეტევა, ამ დაბრკოლებას დამატებითი ძელი მოაგვარებს. ზემოთ დაკიდეთ გრძელი სტილის ნივთები ან ისეთები, რომლებსაც იშვიათად იყენებთ, ქვემოთ კი მოკლე და ხშირადგამოყენებადი სამოსი. მრავალდონიანი ძელების სისტემა ასევე მოსახერხებელია, როდესაც სახლში სხვადასხვა ასაკის ოჯახის წევრები ან ბავშვებიც ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში, ზედა ძელზე უნდა დაკიდოთ დიდი ადამიანის ტანსაცმელი, ბავშვების სამოსი კი ქვედა ძელზე უფრო მოსახერხებელი იქნება.

2. მრავალდონიანი საკიდი

დამატებითი ძელი არ არის ერთადერთი გზა, რომელიც კარადაში ადგილის უკმარისობასთან დაკავშირებულ პრობლემას მოგიხსნით. ნივთების შენახვის ორგანიზება ასევე შესაძლებელია მრავალდონიანი საკიდების დახმარებითაც. ის სხვადასხვა ვერსიითაა წარმოდგენილი, განსხვავდება წარმოების მასალით, დონეების რაოდენობით და დიზაინის მახასიათებლებით. ასეთ საკიდებზე თითქმის ნებისმიერი ნივთის და აქსესუარის შენახვაა შესაძლებელი.

სასარგებლო რჩევა რედაქციისგან: გლუვი ქსოვილისგან დამზადებული ნივთები შეიძლება საკიდიდან ჩამოსრიალდეს. ეს კი უფრო მეტ ძვირფას დროს წაგართმევთ. იმისთვის, რომ აბრეშუმისა და ატლასის ქსოვილები საკიდიდან არ ჩამოვარდეს, მხრების ბოლოები ზოგიერთი მდგრადი ქსოვილით დაფარეთ. მაგალითად, ქსოვილის ლენტით ან ჩენილის მავთულით.

3. კონტეინერები და კალათები

თუ კარადაში მხოლოდ თაროებია და უჯრები პრაქტიკულად არ არის, ეს წესრიგის შენარჩუნების თვალსაზრისით ძალიან მოუხერხებელია. ამ შემთხვევაში, სივრცის ოპტიმიზებაში სხვადასხვა კალათები ან კონტეინერები დაგეხმარებათ, რომლებიც წარმატებით ჩაანაცვლებს არარსებულ უჯრებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ თაროს სიმაღლის კალათები ან აირჩიოთ თავსახურიანი ვარიანტები, რომ ნივთები უცხო თვალისთვის დაფარული იყოს. ოპტიმიზაციის ეს მეთოდი განსაკუთრებით მოსახერხებელია ღრმა და მაღალი კარადების დანაყოფებისთვის, ასევე ზედა თაროებისთვისაც. ნივთები გადახარისხებულია და ერთმანეთში არ ირევა, და საჭირო ტანსაცმლის ნაწილის ასაღებად მხოლოდ საჭირო კონტეინერის ან კალათის გამოწევა დაგჭირდებათ.

4. თაროების გამყოფი

კარადის განლაგების ოპტიმიზაციის კიდევ ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური გზა გამყოფების გამოყენებაა. ის თაროზე რამდენიმე დანაყოფის შექმნაში და ნივთების ზონების ფიქსაციაშიდაგეხმარებათ, არ მისცემს მათ არევის საშუალებას. გამყოფები სპეციალური დამჭერების საშუალებით მონტაჟდება და მაგრდება. ეს აქსესუარი განსაკუთრებით მოსახერხებელია გრძელი და ზედაპირული თაროებისთვის. და ჩაშენებული ტიხრებისგან განსხვავებით, ეს მეთოდი ბევრად უფრო პრაქტიკულია, რადგან შეგიძლიათ გამყოფების გადაადგილება და დანაყოფების სიგანის შეცვლა.

5. თარო-სადგამი

მაღალი თაროები დიდ სივრცეს გვაძლევს, მაგრამ მათით სარგებლობა არახელსაყრელია. ასეთი საცავის ორგანიზება შეგიძლიათ ფეხებზე სადგამი ჯოხით, რომლის მეშვეობითაც, ორიარუსიანი შესანახი სისტემის ორგანიზებაა შესაძლებელი. ისინი სხვადასხვა მასალისგან მზადდება და შეიძლება ჰქონდეს ფიქსირებული ან მოცურების კონსტრუქცია. ეს აქსესუარი უფრო მოთხოვნადია სამზარეულოს გარნიტურებში, მაგრამ ასევე კარგად მიდის ტანსაცმლის კარადებისთვის და შემოსასვლელის თაროებისთვისაც.

6. ჩამოსაკიდი კალათები

კიდევ ერთი ვარიანტი კარადის სივრცის ოპტიმიზაციისთვის ჩამოსაკიდი კალათებია. დამატებითი სექციის შექმნით საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თაროს ზედა ნაწილი. აქსესუარს არ სჭირდება ხრახნებით მიმაგრება ან მიწებება: ის სპეციალური დამჭერების მეშვეობით მაგრდება. საჭიროების შემთხვევაში ის შეიძლება მოხსნათ და სხვა ადგილას ჩამოკიდოთ. ჩამოსაკიდი კალათების, გამყოფების და სხვა ანალოგიური აქსესუარების ასეთი მობილურობა საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ კარადის შიდა განლაგება ნებისმიერ დროს, თქვენთთვის ყველაზე ხელსაყრელი გზით.

7. ორგანაიზერები

უჯრებისა და ფართო თაროების სტრუქტურირება შესაძლებელია ორგანაიზერებით, მით უმეტეს, რომ მწარმოებლები მათ ფართო ასორტიმენტში გთავაზობთ. მოდელების მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ იპოვოთ აქსესუარი ყველა გემოვნებისთვის: რბილი ან უხეში კარკასით, ფიქსირებული ან მობილური გამყოფებით, ღია ან დახურული კონსტრუქციით. ორგანაიზერები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომებში და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ პროდუქტი ზუსტად თაროს ზომის მიხედვით ან შექმნათ შესანახი სისტემა რამდენიმე პატარა მოდელისგან.

8. ჩამოსაკიდი ორგანაიზერები

როდესაც კარადაში საკმარისი რაოდენობის თაროები არ არის, მაგრამ ნივთების ჩამოსაკიდად დიდი თავისუფალი სივრცეა, ჩამოსაკიდი ორგანაიზერები დაგეხმარებათ. ისინი ძელზე მაგრდება, შეიძლება ჰქონდეს როგორც თაროები, ასევე გამოსაწევი უჯრები და გვერდითი ჯიბეები. ჩამოსაკიდი ორგანაიზერები სხვადასხვა ზომებში იყიდება და მარტივად შეგიძლიათ მოდელის შერჩევა თქვენთვის ხელსაყრელი კონსტრუქციით და ოპტიმალური ზომებით.

9. მოძრავი თაორები

კარადის ტევადობის გაზრდით მისი სივრცის სტრუქტურირება ასევე შესაძლებელია პლასტმასის გასაწევი თაროებით. ისინი საკმაოდ გამძლეა და მათ დასაყენებლად არ არის საჭირო ჭანჭიკები და ზედმეტი ძალისხმევა. თარო იქამდე იშლება, სანამ მისი კიდეები კარადის კედლებს არ მიედება, შემდეგ კი ხრახნის დატრიალებით ფიქსირდება. აქსესუარი ძალიან უნივერსალურია: ის ადვილად მონტაჟდება, და ასევე ყოველგვარი სირთულის გარეშე იხსნება და მონტაჟდება სხვა ადგილას.