ეს საშუალება მხოლოდ სარეველებზე მოქმედებს: 9 უმარტივესი მეთოდი მავნე მცენარეებთან საბრძოლველად

თუ თქვენს ტერასაზე სარეველების ამოსვლა გაწუხებთ და გეშინიათ მავნე ქიმიური საშუალებების გამოყეენების, მაშინ ეს ბუნებრივი საშუალებები თქვენთვისაა. ამ ნატურალური მეთოდების დახმარებით ბაღს დაიცავთ სარეველებით დამახინჯებისგან:

სოდა

სარეველების ამოსვლის პრევენციისთვის მოაბნიეთ ბზარებში სოდა. უკვე ამოსული სარეველის მოსაშორებლად მოაბნიეთ მის ტანს და ფოთლებს სოდა და იგი მალე გაქრება.

სუფრის მარილი

უბრალოდ მოაბნიეთ მარილი პირდაპირ სარეველებზე. ასევე შეგიძლიათ აურიოთ 1 ჭიქა მარილი 2 ჭიქა წყალში და აადუღოთ, შემდეგ კი მოასხათ სპრეის ბოთლით მცენარეებს მათ მოსაკლავად.

გაზეთი

დაასველეთ გაზეთის რამდენიმე ფურცელი და დააფარეთ ისინი სარეველებს. ამ მეთოდით სარეველებს შუქი, ჰაერი და გაზრდისთვის საჭირო სივრცე მოაკლდებათ, რაც საბოლოოდ მათ მოკლავს.

დაფქული სიმინდი

მოაბნიეთ სიმინდი იმ ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ სარეველები უნდა გაიზარდონ და ეს ამ პრობლემისგან დაგიცავთ. იგი უკვე ამოსულ სარეველებსაც გაანადგურებს და ახლების ამოსვლის პრევენციასაც მოახდენს.

თეთრი ძმარი

მოასხით ფოთლებს და სარეველის შუა ღეროებს ძლიერი თეთრი ძმარი ან ვაშლის ძმარი. წვიმის შემთხვევაში მოგიწევთ ამ პროცედურის გამეორება. ძმარში არსებული მჟავები სარეველების მოსაშორებლად იდეალური საშუალებაა, თუმცა მოერიდეთ ძმრის მიწაზე და სხვა მცენარეებზე დასხმას.

მდუღარე წყალი

აადუღეთ წყალი და მოასხით იგი მთელ ბალახს. ამით სარეველებს ყველაზე იაფად მოიშორებთ.

ხელნაკეთი ჰერბიციდი

აურიეთ ერთმანეთში ძმარი, მაგიდის მარილი და სარეცხი საპონი თანაბარი რაოდენობით ერთ დიდ ვედროში. არევის შემდეგ ჩაასხით სპრეის ბოთლში და ასე მოასხით სარეველებს ზემოდან.

მულჩი

Mulching bed around the house and bushes, wheelbarrel along with a showel.

დაფარეთ თქვენი ბაღის მთლიანი ზედაპირი მულჩის თხელი ფენით კარგად. ეს მეთოდი უკვე გაზრდილ სარეველებსაც მოკლავს და ასევე მიწაში დარჩენილ მკვდარ სარეველებსაც დამალავს.

არაყი

აურიეთ ერთმანეთში 30 მლ. არაყი, თხევადი სარეცხი საპონი და 2 ჭიქა წყალი. მიღებული ნაზავი მოასხით სარეველებს. ალკოჰოლი მცენარის ზრდას შეაჩერებს და დიდი კონცენტრაციის შემთხვევაში მათ მოკლავს კიდეც. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ეს მეთოდი მხოლოდ მზის ქვეშ მდებარე სარეველებზე მოქმედებს.